(+18) შატალოვას მკვლელობის ვიდეომასალა - რა დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ? - კვირის პალიტრა

(+18) შატალოვას მკვლელობის ვიდეომასალა - რა დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ?

(+18) შატალოვას მკვლელობის ვიდეომასალა - რა დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ?

მედიამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა. ახალგაზრდა ქალის სახლთან დამონტაჟებული კადრები გადაღებულია სათვალთვალო კამერით. მკვლელი შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დახვდა.

პირი, რომელსაც სახე შავი ნაჭრით ჰქონდა დაფარული, 27 წლის ანასტასია შატალოვას ოთხი საათის განმავლობაში ელოდებოდა. მან შატალოვას კართან რამდენჯერმე ესროლა. ოფიციალური ინფორმაციით, შატალოვას ზურგში 7-ჯერ ესროლეს.

ამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი, აქედან ორი შეუტყობინებლობის ბრალდებით. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ლატარიას ადვოკატები ამბობენ, რომ თავდამსხმელი, რომელიც კადრებში ჩანს, ლატარია არ არის.

წყარო

იხილეთ ვიდეო: