"დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57- ჯერ შეხვდა ადვოკატებს" - კვირის პალიტრა

"დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57- ჯერ შეხვდა ადვოკატებს"

დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57- ჯერ შეხვდა ადვოკატებს, - ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, მათ შორის, შეხვედრა ერთ-ერთ ადვოკატთან დღესაც შედგა.

"ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს, არის სიცრუა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით. მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"