"მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა პროტესტის დამძიმება შეწყვიტა და თანახმაა ექიმებთან თანამშრომლობაზე.

მისივე თქმით, ამის მიზეზი ადმინისტრაციის მიერ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის პრობლემის აღმოფხვრა გახდა.

"აღმოიფხვრა პრობლემები მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მოგვეცა მასთან ისეთი სახის კომუნიკაციის საშუალება, რაც გამორიცხავდა ჩვენს შორის საუბრის ჩაწერას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ბარიერი ფიზიკურად იქ არის, თუმცა დატოვებულია სივრცე იმისთვის, რომ შევძლოთ წერილების გაცვლა გამოცვლა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება: უარი მკურნალობაზე, ანალიზებზე და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა კონსილიუმის წევრი ექიმების მიმართ და მოიხადა ბოდიში მათთან, ვინაიდან, დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეხვდა საკუთარი პროტესტის დამძიმებიდან გამომდინარე და ახლა უკვე ვინაიდან, ეს პრობლემა აღმოფხვრილია ის ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას ექიმებთან, მათ შორის კონსილიუმის წევრებთან, რომელთა მიმართ გააჩნია ნდობა და ძალიან დიდი პატივისცემა", - განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"