"ერთმა თავზე ფეხი დამადო. შებოჭილს მეორემ თავის სასქესო ორგანო მომადო და ასე გადამიღეს სურათი"
მალხაზ არქანიამ შემზარავი ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის რწმუნებულს. როგორც მისი ადვოკატი ლექსო არქანია აცხადებს, ამ ახსნა-განმარტების გამოქვეყნების შემდეგ მალხაზ არქანიას მდგომარეობა დამძიმდა. ის, ფაქტობრივად, საპყრობილის ხელმძღვანელის - მუხაძის პირადი პატიმარია და მისი მდგომარეობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ობიექტური ინფორმაციის გამომტან პირებს მასთან არ უშვებენ.

"2011 წლის 5 თებერვალს შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს უფროსმა რუსლან შომახიამ და სხვა თანამშრომლებმა ენგურის ხიდთან დამაკავეს. გალის რაიონიდან ზუგდიდში გადმოვდიოდი. "ჰიუნდაის~ მარკის ჯიპში ჩამსვეს და გაურკვეველ ადგილას
წამიყვანეს, ამ ადგილზე მხოლოდ ჩაის ბუჩქები იყო. მგზავრობისას თავზე შავი ნაჭერი მქონდა ჩამოფარებული. ადგილზე რომ მიმიყვანეს, მანქანიდან გადამიყვანეს და შოთიკო სადუნიშვილის ჩვენება მაჩვენეს, სადაც ეწერა, ვითომ მე თემურ არქანიასთან, მამუკა არქანიასთან, დენის ქიშმარიასთან და ავთო კაკალიასთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში.
აღნიშნულზე უარი განვაცხადე, რის გამოც დამიწყეს უშვერი სიტყვებით გინება, მაფურთხებდნენ სახეში, მემუქრებოდნენ იარაღის დამიზნებით, მირტყამდნენ რკინის ხელკეტით ზურგსა და ფეხებში. იქვე ჩამიტარეს ჩხრეკა, ამოიღეს 1.500 ლარი, ორი მობილური ტელეფონი, 80 რუსული რუბლი და ორი სიმბარათი.

თუმცა, ამის გარდა ჩხრეკის ოქმში ჩაწერეს, რომ ჩემგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც სინამდვილეში არ მქონია და არც მინახავს. იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ აღნიშნულ ოქმს ხელი მოვაწერე. ქალაქის სამმართველოში გადამიყვანეს. მეორე სართულზე ამიყვანეს თუ არა, დერეფანში ცემა დამიწყეს. ჩემს ცემაში დამკავებელთან ერთად მონაწილეობდა პოლიციის თანამშრომელი თემურ თორია, მეტსახელად ლოქო. შემდეგ შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც ცემა და მუქარა გაგრძელდა. მაფურთხებდნენ, მირტყამდნენ თირკმლებში. ამდენ ცემას ვეღარ გავუძელი და გონება დავკარგე. ამ დროს მათ ძალით დამალევინეს წყალი, რაშიც, როგორც შემდგომ  მივხვდი, ნარკოტიკული ნივთიერება იყო გარეული. დაახლოებით ორი საათის შემდეგ გადამიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც აღმომაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ცხოვრებაში არასდროს გამიკეთებია და არც ვიცი, რანაირია.

დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩემზე ზეწოლა არ მომხდარა. მესამე დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შემიფარდა. ზუგდიდის მე-4 დაწესებულებაში როცა შემიყვანეს, პირმა, რომელიც ჩემს ბადრაგირებას ხელმძღვანელობდა, საპყრობილის თანამშრომლებს უთხრა, რომ მე ნარკომანი, მანქანების გადამყვანი და არქანიას ნათესავი ვიყავი. ამის შემდეგ საპყრობილის თანამშრომლებმა ცემა დამიწყეს. მალე ჩემს დასაკითხად მოვიდა სამხარეოს უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა. მანქანების თაობაზე მეკითხებოდა, რომლებსაც, მისი თქმით, ვყიდულობდი და ვყიდდი; ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, რომელიც ვითომდა ჩემი "ნასკიდან" ამოიღეს. ქარდავამ ამ შეკითხვებს თავი მალე დაანება და "საქმეზე" გადავიდა.

მეკითხებოდა, ვიცნობდი თუ არა ვინმე ზვიად არქანიას, რომელიც მისგან გავიგე, რომ ძებნილია. ვუთხარი, რომ არ ვიცნობდი, რის გამოც ერთი დღით კარცერში მომათავსეს. 2011 წლის 19 მაისს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს მე-8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. მე-8 საპყრობილეში შეყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც მეგის ქარდავა დამხვდა, რომელმაც მითხრა, რომ აღიარებითი ჩვენება უნდა დამეწერა ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია. ჩემგან უარი რომ მიიღო, მეგის ქარდავამ ორ პირს უბრძანა, რომ კარანტინში ჩავეყვანე. ცემა-ცემით ჩამიყვანეს ქვემოთ, მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, თუ როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს.

მეუბნებოდნენ, რომ კარგად უნდა მეყურებინა და დამემახსოვრებინა ეს სცენა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, იმავეს მიზამდნენ. ამის შემდეგ მომცეს ფურცელი და პასტა და მითხრეს, რომ თუ თავის გადარჩენა მინდოდა, აღიარებითი ჩვენება უნდა დამეწერა. ჩვენებაში დავწერე სხვადასხვა დროს ტელევიზიაში გასული აფეთქების შესახებ და მივუთითე, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მქონდა მიღებული. მეგის ქარდავამ მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და ამიტომ უნდა შემეჭამა. ვინც მეგისს დაჰყვებოდა, მან ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. ისევ ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ცოტა ხანში ტუალეტის კარი გაიღო და იქიდან ორი ნიღბიანი მამაკაცი გამოვიდა. ისინი მეცნენ, და შარვლის ჩახდა დამიწყეს. მე წინააღმდეგობას ვუწევდი. ერთი ეუბნებოდა მეორეს: წესიერად დამიკავე, ეს ნაბიჭვარი უნდა გავაუპატიუროო.

უცბად გაიღო "კარმუშკა", საიდანაც მეგის ქარდავას თანმხლები პირები სურათებს მიღებდნენ. ამ დროს  დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი. სიმწრისაგან თავს ბეტონზე ვურტყამდი. გარეთ მყოფი პირები საკანში შემოცვივდნენ. ერთმა თავზე ფეხი დამადო. შებოჭილს მეორემ თავის სასქესო ორგანო მომადო და ასე გადამიღეს სურათი. შემდეგ შემეშვნენ. ქარდავას თანმხლებმა პირებმა მითხრეს, რომ თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, მართლა გამაუპატიურებდნენ და ზემოაღნიშნულ სურათებს ინტერნეტში დადებდნენ. გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება, მოწმის სახით. აღიარებითი ჩვენების დაწერის დროს ჩემ მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, როცა გამომძიებელი ლაშა ყოლბაია მოვიდა, მოვითხოვე ჩემს დაკითხვას დასწრებოდა ჩემი ადვოკატი. აღნიშნულის უფლება გამომძიებელმა არ მომცა. დაკითხვისას მის ჩამოყალიბებულ ჩვენებაზე მომაწერინეს ხელი.

22 ივნისი, 20011 წელი, მალხაზ არქანია


ლექსო არქანია:
"მალხაზ არქანია არა მარტო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, არამედ ჩემი ბიძაშვილია. მალხაზს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რაც არ ჩაუდენია. მას ოფიციალურად ბრალი დასდეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში. არადა, მთელმა ქვეყანამ იცის მისი პატიოსნების ამბავი. ნარკოტიკების ჩადების მიზანი იყო, გაუხსნელი საქმეები ჩემი ბიძაშვილისთვის დაებრალებინათ. რაიონულ განყოფილებებს ზეწოლის ეშინიათ. მათ კატეგორიულად სთხოვენ, რომ რადაც უნდა დაუჯდეთ, ყველა საქმე გახსნან. ასეთ პირობებში თავს ხომ არ დაისჯიან და ასეთი ტაქტიკა აქვთ შემუშავებული - ირჩევენ უბრალო, უპატრონო ადამიანებს და ასეთი გაუგონარი მეთოდებით აიძულებენ, დაიბრალონ ის, რაც არ ჩაუდენიათ. მალხაზი ენგურის ხიდთან დილის 9 საათზე დააკავეს, ოქმი კი საღამოს 5 საათზეა შედგენილი. ამ ხნის განმავლობაში იგი ტყეში ჰყავდათ და აწამებდნენ. ოფიციალურად ტერორიზმის საქმესთან მალხაზ არქანიას კავშირს და ამ საქმეზე დაკითხვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. სახელმწიფო დაწესებულებებს ამ კითხვით წითელი ჯვრის ორგანიზაციამ მიმართა. მოსწერეს, მალხაზ არქანიას მიმართ ასეთ ბრალდებაზე საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობსო.

ნარკოტიკების საქმესთან დაკავშირებული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. პროცესი 30 მაისს იყო დანიშნული, მაგრამ მალხაზი 19 მაისს  სრულიად საიდუმლოდ გადმოიყვანეს ზუგდიდიდან თბილისში. 19 მაისიდან მასზე სასტიკი ზეწოლა ხორციელდებოდა. იმდენად იყო დაშინებული, რომ 22 ივნისამდე სიტყვა არ დასცდენია. ყოველდღე შევდიოდი მასთან, მაგრამ არ მეუბნებოდა, რა ხდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გამომიტყდა. თურმე ემუქრებოდნენ, ადვოკატთან ერთი სიტყვა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სიკვდილი განატრებინოთო. ბოლოს ჩათვალა, რომ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ეს ერთადერთი გზა იყო და ყველაფერი მითხრა. ამ ჩვენების დაწერის შემდეგ მალხაზი, როგორც ჩანს, საშინელ დღეში ჩააგდეს, რადგან დააწერინეს, ჩემი ადვოკატი მაძლევს ისეთ მითითებებს, რაც ჩემთვის მიუღებელია და გთხოვთ, აცილება მისცეთო.

გვინდოდა, ეს საქმე სტრასბურგში წაგვეღო, მაგრამ ვერ ვახერხებთ პროცედურების დაცვას. აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნა, რომ მას აღენიშნებოდა დაჟეჟილობა, ნაჭდევები, ჭრილობები. ამისათვის მისი სამედიცინო შემოწმება იყო საჭირო. ისეთ დღეში ჩააგდეს, ხელი ვერ მოაწერა თანხმობას, რომ საკანში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა შეგვეყვანა. გვინდოდა, სამედიცინო ბარათები გამოგვეთხოვა, მაგრამ ყველაფერი დაბლოკეს. ახლა მალხაზ არქანია, ფაქტობრივად, დაცვის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ დაგვიკავშირდა წითელი ჯვრის წარმომადგენელი, რომელმაც მალხაზთან შეხვედრა მოახერხა. გადმოგვცეს, რომ მალხაზ არქანია საკანში ტიროდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებია ჩართული, მისი სიცოცხლის გადარჩენის გარანტია არ არსებობს. რა ხდება იქ, არავინ იცის. ძალით დაწერილი აცილების შემდეგ ოჯახმა ახალი ხელშეკრულება ისევ ჩემთან გააფორმა, მაგრამ მუხაძემ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე კატეგორიული უარი განმიცხადა მასთან შეშვებაზე. ჩემი ბიძაშვილი მუხაძის პირადი ტყვეა."
მკითხველის კომენტარი (16)
qqqq
04 ივნისი 2013 13:32
gmerma mshvifobianad daasrula yvelaferiii.malxaxi ukve garetaa.130kiloiani kaci 70kilo gamovida iqidan.rasac is cerda yvelaferii dimattlea da is axla mkurnalobs.imdenad didi tramva miigo
xXx
01 სექტემბერი 2011 00:29
Knatski ჩემი აზრით ამერიკა ტერორისტების სახით იმკის იმას რაც დათესა მუსლიმანურ სამყაროში, უბრალოდ ხალხია ცოდო, თორემ ამერიკას მეტი ეკუთვნის და აუცილებლად მიეზღვება ყველაფრისთვის.
Knatski
31 აგვისტო 2011 20:16
SaSa ამერიკა რა შუაშია?! ამ მეთოდებით ისინი ცდილობენ ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ. ეს ტეროირსტები, რომლებიც მშვიდობიან ადამიანებს ბომბებით აფეთქებენ, იმაზე მეტის ღირსი არიან რაც თქვენ ჩამოთვალეთ.
david67
31 აგვისტო 2011 17:22
sasha მშვიდობით. მე ექიმი არ ვარ, რომ გიმკურნალო
sasha
30 აგვისტო 2011 18:58
მეგობარო:
არავინ იცის ვინ სად და როდის როგორ მოიქცევა. ამასვე ამტკიცებენ მეცნიერები. -აქვე ამბობ-აბა სტადიონზე დინამო დინამო რომ უნდა იყვირო და სტუმრად მისვლის შემთხვევაში შამპანიური და ბამბანერკა რომ უნდა მიიტანო. ეს ყველამ ვიცით/. ეხლა შენ იაზროვნე!))

შენ ცოტათი არაადეკვატური ხომ არ ხარ?!
აფხაზეთში რა იყო და ვინ რატომ იქცეოდა მასე მაგასაც ვერ მასწავლი და ეგ ამ ციხესში ვიღაც უბედური მხდალი ადამიანის დაკითხვასთან დაკავშირებით არანაერ კავშირში არ არის,შენ მთავარს ვერ ხვდები დანარჩენს მე ვერ გაგაგებინებ
სიტყვა ჩიტივითაა თუ გამოუშვებ გაგიფრინდება,დაფიქრდი 5 ჯერ სანამ რამეს იტყოდე,შენს ადგილზე მხოლოდ ყურს დაუგდებდი ადამიანებს
მშვიდობით
david67
30 აგვისტო 2011 18:37
ყოფილა შემთხვევები როდესაც ხელფეხშეკრული ადამიანისთვის მის თვალწინ ახლობელი ადამიანი გაუპატიურებიათ ან მთელი სისასტიკით მოუკლავთ. რაც ხშირი იყო აფხაზეთში. იქნებ ესეც იცი როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. შეგნებულად არ გეუბნები, შენ რას იზამდი მეთქი, ვინაიდან ამას არავის ვუსურვებ! ადამიანი ამოუცნობი არსებაა და არავინ იცის ვინ სად და როდის როგორ მოიქცევა. ამასვე ამტკიცებენ მეცნიერები. აბა სტადიონზე დინამო დინამო რომ უნდა იყვირო და სტუმრად მისვლის შემთხვევაში შამპანიური და ბამბანერკა რომ უნდა მიიტანო. ეს ყველამ ვიცით/. ეხლა შენ იაზროვნე!))
david67
30 აგვისტო 2011 18:27
sasha . მე შენთვის არაფერი არ მირჩევია. უბრალოდ ვთქვი რომ მანდ მოხვედრით არავინაა დაზღვეული მეთქი და შენ თუ უარესის მოლოდინში ხარ სხვას ვისაც უკეთესის მოლოდინი აქვს და ეს უფრო რეალურია, ვინაიდან ასეთი ბოროტება დიდხანს ვერ გასტანს, იმათ ნუ აგიტირებ მეთქი. კი ზოგიერთ რამეს სწორს ამბობ , მაგრამ ერთი აბსურდული შეცდომაც გაგეპარა. რომ ამბობ სადაც არ უნდა ვიყოო ყველგან ვიცი როგორც მოვიქცეო. ამით შენ ან მიამიტობას ავლენ ანდა მაგარი გამოუცდელი ხარ. შეიძლება ასაკი არ გიწყობს ხელს. მე არ ვიცი რამდენი წლის ბრძანდები. ერთი ის ვიცი რომ არის გარემოებები, როდესაც ადამიანმა არ იცის როგორ მოიქცეს ზოგჯერ არაადეკვატურიც ხდება, ზოგჯერ ფსიქიურადაც შეიძლება შეირყეს. ყოფილა შემთხვევები
sasha
30 აგვისტო 2011 10:30
ჩემო ერთგულო მეგობარო david67 დიდი მადლობა მაგრამეგ რცჩევა შენთვის შეინახე.მე სადაც არ უნდა მოვხვდე ციხეში იქნება ეს ქელეხში თუ სტადიონზე ყველგან ვიცი როგორ უნდა მოვიქცე შესაბამისად.
ვინც მიუხვედრელია და ჩემი აზრების დაღეჭილი მიწოდება ჭირდება გადასამუშავებლად ვეცდები თქვენთვის გასაგებ ენით აგიხსნათ,ამის შემდეგ მე ყველა რესურს ამოვწურავ,ცოტათი თქვენც იაზროვნეთ!
მაშ ასე.
რასაც არქანია ყვება ეს არის გაუპატიურების იმიტაცია,ანუ მას დააჯერეს,მე ავღნიშნე რომ არის უამრავი სასტიკი მეთოდი რომელსაც ჩვენი მოკავშირე(მასწავლებელი)სახელმწიფო არა მარტო თავისი ქვეყნებს გარეთ,არამედ თავის ტერიტორიაზეც იყენებს ტუსაღების "გასატეხად","დასაშლელად","თავიდან ასაწყობად" თუ არა და"გასანადგურებლად",ასე რომ ჩვენ ციხეებში მალე უარესებს ელოდეთ,ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ამიტომ მას უარესი უნდა მიართვა სასწრაფოდ,ამერიკაში ვინმე რომ გააუპატიურო შეიძლება მადლობაც გითხრას ასე რომ მათთვის მოგონილია ბევრი სხვანაერი გასატეხი იმიტაციები,მათ მამაკაცის ასოსი არ ეშინიათ,პირიქით.

არქანიას შემთხვევაში არ მიკვირს,მაგის გაუპატიურებაის სურვილი იქ არავის არ ექნებოდა,უბრალოდ ნასწავლი შეასრულეს 5 იანზე,პატარა მეგრელი დაინგრა და კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან,ეხლა კი როცა იქაური გახდა და მიხვდა რომ მაგის უკანალი არავის უნდა გულადი განცხადებებით გამოდის,შეიძლება გულის სიღრმეში ყველა მეცოდებოდეს.მაგრამ ხმამაღლა მხდალ ადამიანს ვერ შევიცოდებ,არიან ხალხი ვინც არ ტყდება აი იმ ხალხის სიმპატია რა საკვირველია ძალიან დიდი გამაჩნია

ასე რომ ,,,
გაითავისეთ ერთი დარიგება!(გამოგადგებათ მომავალში,რადგანაც უფრო დიდ გაუარესებს უნდა ელოდოთ)როცა გაუპატიურებენ ეცადეთ მოდუნდეთ და მიიღოთ სიამოვნება,ეს ურჩიეს ინგლისელმა სამარტლისდამჩველებმა იმ დაზარალებულებს რომლებსაც გამოცდილება აქვთ გაუპატიურების
გაუპატიურება=სექსი არასასურველ პარტნიორთან ძალის გამოყენებით
david67
30 აგვისტო 2011 07:48
რატომღაც არ მჯერა არქანიასი. იმიტომ კი არა რომ ციხის თანამშრომლები(ძაღლები) ასეთ სისასტიკეს არ ჩაიდენდნენ. აი რა მიკვირს. თუ მაშინ ასე მოექცნენ გაუპატიურებას უპირებდნენ და თითქმის ცემით ამოხადეს სული და ამიტომ მოვაწერე ხელიო რომ ამბობს. ახლა რა გარანტია აქვს რომ უარესს არ უზამენ. ისევ ციხეში ხომ არის? ეხლა უფრო არ გამწარდებიან ძაღლები? და ვისაც ასეთი სასტიკი მეთოდებით სძალავენ ჩვენებას მაინც ნუ მოაწერენ ხელს. თუ არადა მერე მაინც ნუ იტყვიან ასე და ასე იყოო. თუ არ გატყდები და მაინც არ მოაწერ ხელს მერე უფრო დამაჯერებელი არ იქნება? რა ვიცი აბა რა ვთქვა. ეს უბრალოდ ჩემი აზრია. ისე ამ მთავრობასთან ბრძოლა ყველა მეთოდით გამართლებულია. ინტრიგებით იქნება ეს თუ იარაღით. საშა არ გინდა მასეთი საუბარი. იმ ციხეს აბუ გრეიბი ჰქვია. მართლაც საშინელებები ხდება მანდ. სანამ რამეს იტყოდე ისიც უნდა იცოდე რომ ციხეში მოხვედრით არავინაა დაზღვეული. იმ რუსული გამოთქმისა არ იყოს ოტ ტურმი ი ოტ სუმი ნიკტო ნე ზასტრახოვან. შენ თუ უარესს ელოდები ელოდე ბატონო. და ღმერთმა ნუ მოგასწროს, ხოლო ვისაც უკეთესის მოლოდინი აქვს იმათ ნუ აგიტირებ და ნუ პროპაგანდირებ.
ქართველი
30 აგვისტო 2011 01:39
შურისძიებას ვერავინ გაექცევა!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები