ხათუნა ლაგაზიძის ბლოგი
მსოფლიო პოლიტიკური მიწისძვრების ფაზაში შედის: მე-20 საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ დასავლურ სამყაროს ასეთი გაურკვევლობის პირობებში არ უცხოვრია - ტრამპის გამარჯვება ამერიკაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებმა და რაც იმავდროულად იყო 60 მილიონი ამერიკელის ჯანყი „მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ეკონომიკის“ არაეფექტიანობის წინააღმდეგ; ევროკავშირის დაშლის დასაწყისი - დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება დატოვოს ევროკავშირის რიგები; დასავლურ საზოგადოებებში კონსერვატიზმის, ნაციონალიზმისა და სოციალისტური იდეების მასობრივი აღორძინება და პარალელურად, ლიბერალურ-გლობალისტური იდეებით იმედგაცრუება; რუსული „ფერადი“ რევოლუციების ტალღა აღმოსავლეთ ევროპაში: მოლდოვისა და ბულგარეთის პრორუსი პრეზიდენტები - ეს პროცესები ბუნებრივად აღძრავენ დასავლური სამყაროს გაურკვეველი მომავლის შიშს. როგორი იქნება მომავალი, რომლისკენაც ხელისცეცებით მიდის დღეს დასავლური სამყარო, სად უნდა მოვიძიოთ საქართველოს ადგილი და როლი ამ ქაოტურ სივრცეში; ვინ და რა იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი მაშინ, როცა შეიძლება მთლიანად შეიცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა - ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენგან სწრაფ, ოპერატიულ და კვალიფიციურ ანალიზსა და შეფასებას ითხოვს. „კვირის პალიტრა“, როგორც ბევრი წამოწყების პირველგამკვალავი და ინიციატორი, ამჯერადაც გვითმობს სივრცეს ანალიზისთვის, მსჯელობისთვის, იდეების გაზიარებისთვის. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა სწორი არჩევანის გასაკეთებლად: საით უნდა ვიაროთ, რომ თავსმოჯარული გამოწვევები ქვეყნისთვის შესაძლებლობებად ვაქციოთ.
მოკლედ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სასტარტო პოზიციები ასე გამოიყურება
20-11-2018
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაიკლ პენსი ვაქციოთ ჩვენს ლობისტად ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში
24-07-2017
საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელისუფლების უზენაესი ვალდებულებაა.
16-06-2017
მსოფლიო ახალი იმპერიის ფორმირებას შეჰყურებს: 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის მიერ გაცხადებული ახალი ინიციატივა - "ერთი გზა-ერთი სარტყელი", რომელიც ძველი "აბრეშუმის გზის" თანამედროვე და გაცილებით მასშტაბურ სახეცვლილებას წარმოადგენს, ჩინეთის გლობალურ ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ გავლენას უზრუნველჰყოფს.
29-05-2017
ერთი კვირის განმავლობაში ამერიკამ ორი ფართო ნაბიჯი გადმოდგა საქართველოსკენ
12-05-2017
თურქეთში 15 აპრილს დანიშნული რეფერენდუმი პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდის თაობაზე, თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაპირისპირების მორიგ მიზეზად იქცა.
27-03-2017
რუსეთმა დააფუძნა საინფორმაციო ომების მწარმოებელი სპეციალური სამხედრო დანაყოფი; ნატო-სა და ევროკავშირში, ასევე, შეიქმნა საინფორმაციო ომების პრევენციისა და წარმოების შესაბამისი ქვედანაყოფები.
10-03-2017
სანამ ჩვენ შიდაპოლიტიკური შერკინებების ყურებით ვიყავით გართულნი, ფაქტობრივად, გვერდზე ჩაგვიარა საგარეო ფრონტზე მიმდინარე მნიშვნელოვანმა ძვრებმა.
27-02-2017
ბრიტანული "გარდიანი" აქვეყნებს სტატიას სათაურით: "მოსახლეობის 3,5%-ის პროტესტი საკმარისია დიქტატორის დასამხობად" და სტატია ეძღვნება ტრამპის წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტის აგორების ხერხებს და აუცილებლობას; ხოლო ამ მეთოდით დიქტატორების დამხობის წარმატებულ მაგალითად მოყვანილია ჩილელი - პინოჩეტი და იუგოსლაველი - მილოშევიჩი.
06-02-2017
ტრამპი აშკარა მეამბოხეა და სერიოზული შემოლაწუნება ელოდება მსოფლიოში აქამდე არსებულ წესრიგს
23-01-2017
2017 წელი საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე საქართველოს არაერთ გამოწვევას თუ შესაძლებლობას სთავაზობს.
14-01-2017
მთავრდება ყველაზე დრამატული წელი ცივი ომის შემდგომ მსოფლიოში და იწყება არანაკლებ გამოუცნობი და გამოწვევებით სავსე - 2017. რითი იყო ასეთი მნიშვნელოვანი 2016 წელი მსოფლიოსთვის და ჩვენთვის ამ სამყაროში?!
23-12-2016
დონალდ ტრამპის არჩევიდან ერთი თვის თავზე ჯერ მისი საგარეო პოლიტიკის კონტურებიც არ გამოკვეთილა.
09-12-2016
ვიზალიბერალიზაციის ანუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივამ, უკვე მერამდენედ, კიდევ რამდენიმე თვით გადაიწია. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის შეჩერება შეიძლება ძალიან მტკივნეული წყალგამყოფი აღმოჩნდეს საქართველოს დასავლეთისკენ სავალ გზაზე.
02-12-2016
დონალდ ტრამპის გამარჯვება სათავეს უდებს დიდ ცვლილებებს ევროპაში, სადაც, როგორც ყველაფრიდან ჩანს, ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული, ანტიემიგრაციული პოლიტიკის მომხრე, ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი და იზოლაციონიზმისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსების ერა დგება, რომელთა ნაწილი რუსეთის მიმართ სიმპათიასაც არ მალავს.
25-11-2016
2008 წლის აგვისტოს ომი, როცა რეალურად რუსეთმა საქართველოში ევროპასა და ამერიკას კბილი მოუსინჯა, საკუთარ ხიბლში ჩაძირულმა დასავლეთმა კი რუსეთის შორსმიმავალი გეგმები ვერ გათვალა.
18-11-2016