რუსული ფერადი რევოლუციები ევროპაში
რუსული ფერადი რევოლუციები ევროპაში
საქართველოს ახალ პარლამენტს მსოფლიოში მიმდინარე რევოლუციური ცვლილებების ფონზე უწევს საქმიანობის დაწყება. რა ტენდენციებთან და გამოწვევებთან ექნება საქმე საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკურ გუნდს? - ეს არის დღეს მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი.

ფერადი რევოლუციების რუსული ტალღა - ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ ახალ ტენდენციას, რომელმაც ევროპის დედაქალაქები მოიცვა.
მოლდოვაში პრეზიდენტად აირჩიეს სოციალისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი იგორ დოდონი, რომლის წინასაარჩევნო დაპირება იყო ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების გადახედვა და სამაგიეროდ, რუსეთის ევრაზიულ კავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება;
რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევა. ასევე, ის მზად იყო ეღიარებინა ყირიმი რუსეთის ნაწილად, ოღონდ უფრთხის, რომ ამან მოლდოვას სეპარატისტული რეგიონი დნესტრიპირეთი არ დააკარგვინოს.

დოდონის განცხადებები, რომ ის არა პრურუსი, არამედ, პრომოლდაველი პრეზიდენტია, ერთი ერთზე ჰგავს ჩვენი პრურუსი პოლიტიკოსების რიტორიკას. ამ დროს, მოლდოვა ის ქვეყანაა, რომელმაც ჩვენზე
სწრაფად მოახერხა ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილება, მასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება და რაც მთავარია, მიაღწია უვიზო მიმოსვლას. და ამის მიუხედავად, დღეს მისი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძლიერი პოლიტიკოსის იდეალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს.

იმავდროულად, ბულგარეთის - ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის - პრეზიდენტად აირჩიეს რუმენ რადევი, ასევე სოციალისტური პარტიის ფავორიტი, ნატო-ს ყოფილი სამხედრო მფრინავი. ნატოს პირველი ბულგარელი გენერალი, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს, დღეს რუსეთისკენ იხედება და მოუწოდებს ევროკავშირს მოუხსნას რუსეთს უკრაინის გამო დადებული ეკონომიკური სანქციები. "იყო პროევროპელი არ ნიშნავს იყო ანტირუსი" - ეს მისი ლოზუნგია, რომელიც ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელიც სულ უფრო იკიდებს ფეხს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში და რომელიც, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე რუსეთს აკმაყოფილებს.
დროში ამ ორ ფაქტს დაემთხვა სომხეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება ერთობლივი სამხედრო ფორმირებების შექმნის თაობაზე.

ცოტა ხნის წინ კი სერბეთმა, შუაგულ ევროპაში, რუსეთის და ბელორუსის სამხედროებთან ერთად ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარა, სახელწოდებით "სლავური ძმობა".

იყო პროევროპელი არ გამორიცხავს იყო პრორუსი - ამ ტენდენციის ქვეშ ერთიანდებიან ევროპის სხვა ქვეყნების - მაკედონიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, უნგრეთის ლიდერებიც, ხოლო სლოვაკეთისა და ჩეხეთის პირველი პირები სულ უფრო აქტიურად ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას.

რა არის ის მიზეზები, რაც ასეთ რევოლუციურ ძვრებს განაპირობებს ევროპაში?
კორუფცია, სოციალური გაჭირვება და მიგრაციის უზარმაზარი ტალღა, იმედგაცრუება "ევროკავშირის ეკონომიკური სასწაულით" - ეს არის ის მთავარი პრობლემები, რომლებიც ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აერთიანებთ, ხოლო მათ კი, ვინც ჯერ ვერ შეაღეს ნატო-სა და ევროკავშირის კარები - დამატებით, უშედეგო მოლოდინით გამოწვეული გადაღლილობა და პესიმიზმი.
და რაც მთავარია, ევროკავშირმა თვალთახედვის არედან გაუშვა ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც რუსეთისთვის შემობრუნების წერტილად იქცა: 2008 წლის აგვისტოს ომი, როცა რეალურად რუსეთმა საქართველოში ევროპასა და ამერიკას კბილი მოუსინჯა, საკუთარ ხიბლში ჩაძირულმა დასავლეთმა კი რუსეთის შორსმიმავალი გეგმები ვერ გათვალა. დასავლეთს რომ ძვირად დაუჯდებოდა თავისი სიბეცე, ამას მაშინვე, 2008 წელს ვწერდით და დღეს, სამწუხაროდ, დასავლეთი იმკის იმას, რასაც უნდა იმკიდეს: რუსეთი სულ უფრო ავსებს ევროპისგან მიტოვებულ თუ უყურადღებოდ დატოვებულ სივრცეებს.

სწორედ ამიტომ, რუსეთს შეუდარებლად იაფი უჯდება ე.წ. ფერადი რევოლუციების მხარდაჭერა აღმოსავლეთ თუ ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ვიდრე დასავლეთმა გაიღო ფინანსურად თავის დროზე ამ ქვეყნების დასავლურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. რუსეთი, ერთის მხრივ, იდეოლოგიურ, საინფორაციო მხარდაჭერას ახორციელებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ობიექტურად არსებული სოციალური უკმაყოფილების და ევროკავშირით იმედგაცრუების გასაღვივებლად, ხოლო მეორეს მხრივ, ფინანსურად იბამს ამ ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს. ევროკავშირს კი ჯერჯერობით ამ პრობლემის მოგვარების გასაღები არ მოუძებნია.

luxo
21 ნოემბერი 2016 09:47
კაცობრიობა რუსსებს, მარტო იმისთვისაც უნდა ემადლიერებოდეს რომ,მხოლოდ მათ შესძლეს, ნაბახუსევის საწინაღმდეგო უებარი საშუალების შექმნა, ამისათვის საჭიროა აიღოთ ორასგრამიანი სასმისი, ხაზს უსვამ მხოლოდ ორასგრამიანი, ჩაასხათ მასში ასი გრამი არაყი -მნისვნელობა არა აქვს მარკას, ოდნავ შშეანჯღრიოთ, დაუმატუთ კიდევ ასი გრამი არაყი მარცხენა ხელით, არყიანი ჭიქა გადავიტანოთ მარჯვენა ხელში და სულმოუთქმელად გადავკრათ, ხუთ წოთში ყველაფერი კარგად იქნება.
levani56
20 ნოემბერი 2016 18:47
ცოტა და რუსეტი აქაც მოვა
davitss!!
20 ნოემბერი 2016 16:08
xoda zustad mand vart hvenc ,yvelaferi akvs rusets da rogor unda jobdes cxovrebis donit tunda erti patara dania an kidev holandia da ravici romeli erti agarafers vambob norvegia-hvedetzee.. esegi ra gamodis kremli aris mafiozebis saxli da ikneba ase mudam.iyavit tkven mhivrebi da itvalet almasebs ramdens gaitans vova bizia afrikashi gadasmuhaveblad.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები