რუსული ფერადი რევოლუციები ევროპაში
რუსული ფერადი რევოლუციები ევროპაში
საქართველოს ახალ პარლამენტს მსოფლიოში მიმდინარე რევოლუციური ცვლილებების ფონზე უწევს საქმიანობის დაწყება. რა ტენდენციებთან და გამოწვევებთან ექნება საქმე საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკურ გუნდს? - ეს არის დღეს მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი.

ფერადი რევოლუციების რუსული ტალღა - ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ ახალ ტენდენციას, რომელმაც ევროპის დედაქალაქები მოიცვა.
მოლდოვაში პრეზიდენტად აირჩიეს სოციალისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი იგორ დოდონი, რომლის წინასაარჩევნო დაპირება იყო ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების გადახედვა და სამაგიეროდ, რუსეთის ევრაზიულ კავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება;
რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევა. ასევე, ის მზად იყო ეღიარებინა ყირიმი რუსეთის ნაწილად, ოღონდ უფრთხის, რომ ამან მოლდოვას სეპარატისტული რეგიონი დნესტრიპირეთი არ დააკარგვინოს.

დოდონის განცხადებები, რომ ის არა პრურუსი, არამედ, პრომოლდაველი პრეზიდენტია, ერთი ერთზე ჰგავს ჩვენი პრურუსი პოლიტიკოსების რიტორიკას. ამ დროს, მოლდოვა ის ქვეყანაა, რომელმაც ჩვენზე
სწრაფად მოახერხა ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილება, მასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება და რაც მთავარია, მიაღწია უვიზო მიმოსვლას. და ამის მიუხედავად, დღეს მისი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძლიერი პოლიტიკოსის იდეალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს.

იმავდროულად, ბულგარეთის - ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის - პრეზიდენტად აირჩიეს რუმენ რადევი, ასევე სოციალისტური პარტიის ფავორიტი, ნატო-ს ყოფილი სამხედრო მფრინავი. ნატოს პირველი ბულგარელი გენერალი, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს, დღეს რუსეთისკენ იხედება და მოუწოდებს ევროკავშირს მოუხსნას რუსეთს უკრაინის გამო დადებული ეკონომიკური სანქციები. "იყო პროევროპელი არ ნიშნავს იყო ანტირუსი" - ეს მისი ლოზუნგია, რომელიც ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელიც სულ უფრო იკიდებს ფეხს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში და რომელიც, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე რუსეთს აკმაყოფილებს.
დროში ამ ორ ფაქტს დაემთხვა სომხეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება ერთობლივი სამხედრო ფორმირებების შექმნის თაობაზე.

ცოტა ხნის წინ კი სერბეთმა, შუაგულ ევროპაში, რუსეთის და ბელორუსის სამხედროებთან ერთად ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარა, სახელწოდებით "სლავური ძმობა".

იყო პროევროპელი არ გამორიცხავს იყო პრორუსი - ამ ტენდენციის ქვეშ ერთიანდებიან ევროპის სხვა ქვეყნების - მაკედონიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, უნგრეთის ლიდერებიც, ხოლო სლოვაკეთისა და ჩეხეთის პირველი პირები სულ უფრო აქტიურად ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას.

რა არის ის მიზეზები, რაც ასეთ რევოლუციურ ძვრებს განაპირობებს ევროპაში?
კორუფცია, სოციალური გაჭირვება და მიგრაციის უზარმაზარი ტალღა, იმედგაცრუება "ევროკავშირის ეკონომიკური სასწაულით" - ეს არის ის მთავარი პრობლემები, რომლებიც ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აერთიანებთ, ხოლო მათ კი, ვინც ჯერ ვერ შეაღეს ნატო-სა და ევროკავშირის კარები - დამატებით, უშედეგო მოლოდინით გამოწვეული გადაღლილობა და პესიმიზმი.
და რაც მთავარია, ევროკავშირმა თვალთახედვის არედან გაუშვა ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც რუსეთისთვის შემობრუნების წერტილად იქცა: 2008 წლის აგვისტოს ომი, როცა რეალურად რუსეთმა საქართველოში ევროპასა და ამერიკას კბილი მოუსინჯა, საკუთარ ხიბლში ჩაძირულმა დასავლეთმა კი რუსეთის შორსმიმავალი გეგმები ვერ გათვალა. დასავლეთს რომ ძვირად დაუჯდებოდა თავისი სიბეცე, ამას მაშინვე, 2008 წელს ვწერდით და დღეს, სამწუხაროდ, დასავლეთი იმკის იმას, რასაც უნდა იმკიდეს: რუსეთი სულ უფრო ავსებს ევროპისგან მიტოვებულ თუ უყურადღებოდ დატოვებულ სივრცეებს.

სწორედ ამიტომ, რუსეთს შეუდარებლად იაფი უჯდება ე.წ. ფერადი რევოლუციების მხარდაჭერა აღმოსავლეთ თუ ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ვიდრე დასავლეთმა გაიღო ფინანსურად თავის დროზე ამ ქვეყნების დასავლურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. რუსეთი, ერთის მხრივ, იდეოლოგიურ, საინფორაციო მხარდაჭერას ახორციელებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ობიექტურად არსებული სოციალური უკმაყოფილების და ევროკავშირით იმედგაცრუების გასაღვივებლად, ხოლო მეორეს მხრივ, ფინანსურად იბამს ამ ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს. ევროკავშირს კი ჯერჯერობით ამ პრობლემის მოგვარების გასაღები არ მოუძებნია.

მკითხველის კომენტარი (14)
luxo
21 ნოემბერი 2016 09:47
კაცობრიობა რუსსებს, მარტო იმისთვისაც უნდა ემადლიერებოდეს რომ,მხოლოდ მათ შესძლეს, ნაბახუსევის საწინაღმდეგო უებარი საშუალების შექმნა, ამისათვის საჭიროა აიღოთ ორასგრამიანი სასმისი, ხაზს უსვამ მხოლოდ ორასგრამიანი, ჩაასხათ მასში ასი გრამი არაყი -მნისვნელობა არა აქვს მარკას, ოდნავ შშეანჯღრიოთ, დაუმატუთ კიდევ ასი გრამი არაყი მარცხენა ხელით, არყიანი ჭიქა გადავიტანოთ მარჯვენა ხელში და სულმოუთქმელად გადავკრათ, ხუთ წოთში ყველაფერი კარგად იქნება.
levani56
20 ნოემბერი 2016 18:47
ცოტა და რუსეტი აქაც მოვა
davitss!!
20 ნოემბერი 2016 16:08
xoda zustad mand vart hvenc ,yvelaferi akvs rusets da rogor unda jobdes cxovrebis donit tunda erti patara dania an kidev holandia da ravici romeli erti agarafers vambob norvegia-hvedetzee.. esegi ra gamodis kremli aris mafiozebis saxli da ikneba ase mudam.iyavit tkven mhivrebi da itvalet almasebs ramdens gaitans vova bizia afrikashi gadasmuhaveblad.
halagaji
20 ნოემბერი 2016 16:05
kremls arsdros ehinia jaris simravlis an tankebis,gvyvades ramdenic gvinda,pirikit mistvis es uketesia.((gamgebi gaigebs)) magram kremls ehinia reformebis tundac es iyos mezobel kveyanashi. daimaxsovret briyvebo..
maxo
20 ნოემბერი 2016 14:40
ეს რუსეტის ფერადი რევოლუციები იყო ევროპაში,ახლა ჩამოგვითვალეთ ამერიკის ფერადი რევოლუციები მსოფლიოში წინააღმდეგ შემთხვევაში არაკომპეტენტური ჟურნალისტი იქნები.
ვაი თქვენს პატრონს
19 ნოემბერი 2016 11:20
მართლა ვაი თქვენს პატრონს)))))))
toko
19 ნოემბერი 2016 09:05
ხალხო რა მოგდით ქართველებო? ამერიკა და ევროპა კარგია და რუსეთი არაა
David 67
19 ნოემბერი 2016 03:25
glaxuna
ციმბირი ღატაკიო? ხე-ტყე,ნავთობი,მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოდ აღიარებული ალმაზები,ოქრო.ეს თუ სიღატაკეა,სიმდიდრე რაღაა ნეტავი?
archil-s
18 ნოემბერი 2016 16:31
მეცნიერებმა გამოთვალეს (ეს ინფორმაცია რუსული წყაროებიდან არის აღებული), რომ ყველა ბუნებრივი სიმდიდრის (წიაღისეული, ტყეები, მდინარეები და ა.შ.) ფულად გამოსახულებაში გადაყვანით, რუსეთის ერთ მოქალაქეზე 3 6-ჯერ (ო ც დ ა თ ე ქ ვ ს მ ე ტ ჯ ე რ !!! ) მეტი თანხა მოდის, ვიდრე მსოფლიოს ერთ საშ.-სტატისტიკურ მოსახლეზე. იაპონიის შესახებ ასეთივე მონაცემები მოტანილი არ იყო, მაგრამ, ცხადია, ამ საშ.-სტატისტიკურზე გაცილებით ნაკლებია და ამ დროს ცხოვერების დონე იქ გაცილებით მაღალია, ვიდრე რუსეთში (აღარაფერს ვიტყვით აშშ-ზე, კანადაზე, ავსტრალიაზე, გერმანიასა და ა.შ.).

ხვალ კი, როცა ნავთობის ენერგეტიკული შემცვლელების ფასი ერთი რიგით დაიკლებს (ამის პერსპეტივა ჩანს, არის ნიშნები, რომ აშშ ჯერ არ იყენებს ამ სტრატეგიულ ტ ე ქ ნ ო ლ ო გ ი უ რ რეზერვს!), მერე მსოფლიოში ბოლო იმპერიას აქაური ტროლების გულმხურვალე შელოცვებიც ვეღარ უშველის (ახლა შველის რო?!!)
glaxuna
18 ნოემბერი 2016 15:11

ხალხის ხ ე ლ ო ვ ნ უ რ ი და მით დროებითი ეიფორია აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ა რ ა მ ყ ა რ ერებსაც გადაწვდა,მცირე დრო და გამოვლენ ამ რუსული პროპაგანდის ემოციებისაგან...რომ მიიღებენ რუსულ-აზიურ უუფლებობა-უპერსპექტივობასა და მით ს ი ღ ა ტ ა კ ე ს,როგორც თავად ურუსეთი და მისი ღატაკი ცომბირი და მისი : სომხეთი-ოკუპირებული აფხაზეთი,სამაჩაბლო,ყირიმი
... ... ...არიან!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები