აშშ -ის სპეცსამსახურები რუსეთის წინააღმდეგ საღვთო ომის იდეისთვის ამზადებენ მსოფლიოს?! - გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის
აშშ -ის სპეცსამსახურები რუსეთის წინააღმდეგ საღვთო ომის იდეისთვის ამზადებენ მსოფლიოს?! -  გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის
2017 წელი საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე საქართველოს არაერთ გამოწვევას თუ შესაძლებლობას სთავაზობს.

წლის დასასრულს ირანის პრეზიდენტმა სომხეთში ვიზიტისას საქართველოსთვის რამდენიმე ყურადსაღები ინფორმაცია გაახმოვანა, რომელიც ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანის ამოქმედებას ეხება. ირანის პრეზიდენტის ინიციატივა ინიციატივა სატრანსპორტო დერეფნის - "სპარსეთის ყურე-შავი ზღვა" - ამოქმედების შესახებ, საინტერესო და პერსპექტიულია როგორც ირანის, ასევე, სომხეთისა და საქართველოსთვის. პროექტი ითვალისწინებს ტვირთის გადაზიდვას ირანიდან ავტოტრანსპორტით სომხეთამდე, იქიდან კი მატარებლებით საქართველოს შავი ზღვი პორტების გავლით ევროპაში.

ირანის ინიციატივა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო
დერეფნის შესახებ ითვალისწინებს მეორე განშტოებასაც - აზერბაიჯანის გავლით. საქართველოს აქვს შანსი, ჩვენი ხელისუფლების გონივრული და დაბალნსებული პოლიტიკის შემთხვევაში, ამ განშტოების საკვანძო ქვეყანაც გახდეს.

თუმცა, ორივე ამ მარშრუტის ამოქმედებას რისკებიც ახლავს. ერთის მხრივ, რუსეთი, რომელიც შეეცდება, რომ ირანიდან მომავალი სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული პროექტები, მისი მონაწილეობით განხორციელდეს;
მეორეს მხრივ, კი ამერიკა, რომლის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას აპირებს, რამაც შეიძლება ირანის ამბიციური პროექტები გააჩეროს.

სამწუხაროდ, კვლავ შეყოვნდა კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის- ექსპლუატაციაში შესვლა. ამჯერად, მიზეზად თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დროულად დაუსრულებლობა სახელდება. თუმცა, განსხვავებული ვერსიები აქაც ბევრია: დაწყებული იქიდან, რომ თურქეთი, გახშირებული ტერაქტების ფონზე, ვერ უზრუნველყოფს სარკინიგზო გადაზიდვების უსაფრთხოებას, დამთავრებული რუსული ფაქტორით. საქმე ის გახლავთ, რომ ამ სარკინიგზო კვანძით საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ჩინეთის გლობალური პროექტის - "ახალი აბრეშუმის გზის" ნაწილი ხდება, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკურ პოტენციალს და როლს მნიშვნელოვნად ზრდის. რუსეთს კი ურჩევნია ჩინეთის ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული მარშრუტების შექმნას, საკუთარ ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კვანძები გააძლიეროს.

წლის დასაწყისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლით აღინიშნა: საქართველოს სტუმრობდა გავლენიან ამერიკელ სენატორთა ჯგუფი, მათ შორის, აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელი ჯონ მაკკეინი, რომელმაც ახალი წელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამავალ საოკუპაციო ხაზთან გაატარა. საქართველოში სტუმრად მყოფი კონგრესმენები "რესპუბლიკურ პარტიაში" დონალდ ტრამპთან ყველაზე მკვეთრად დაპირისპირებულ ფრთას წარმოადგენენ. საახალწლო ვიზიტიც მათ სწორედ იმ ქვეყნებში განახორციელეს, რომელთა საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება რუსეთს ყველაზე მეტად სურს და რასაც, შესაძოა, ტრამპი არც შეეწინააღმდეგოს. ამ ქვეყანათა რიგებში საქართველო, უკრაინა და მოლდოვაც ყვებიან. ამ ვიზიტით კი მაკკეინმა და მისმა კოლეგებმა, ერთგვარი წითელი ხაზი გაავლეს ტრამპთან, რომლის დარღვევის უფლებასაც მას არ მისცემენ. ასე რომ, გამოდის ტრამპსა და გავლენიან რესპუბლიკელ სენატორებს შორის სიმბოლური ფრონტის ხაზი საქართველოზეც გადის. ამ პირობებში, საქართველოს დიპლომატია სერიოზული გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს: რომ არც ძველი მეგობარი გაანაწყენოს და არც ახალი ადმინისტრაცია მოიკიდოს მტრად.

სწორედ ჯონ მაკკეინის სახელს დაუკავშირდა ახლახანს ტრამპის გარშემო აგორებული ყველაზე დიდი სკანდალი, რამაც ახალი პრეზიდენტი მწყობრიდან გამოიყვანა. დეკემბერში მაკკეინმა ფედერალური გამოძიების ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთს აქვს მაკომპრომეტირებელი მასალები დონალდ ტრამპზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ტრამპით მანიპულირება. თუმცა, მანამდე ზაფხულში, წინასაარჩევნო კამპანიისას აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ თავად მიმართა თხოვნით სასამართლოს ნება დაერთო საგამოძიებო მოქმედების წარმოებაზე ტრამპის გუნდის 4 წევრის მიმართ, რუსეთთან მათი კავშირების დადგენის მიზნით. რამდენიმე დღის წინ, ეს საიდუმლო ინფორმაცია, რომელზეც წვდომა სულ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა, ამერიკის მედიაში მოხვდა. ამ ფონზე ამერიკის ახალ პრეზიდენტსა და აშშ-ის სადაზვერვო თანამგობრობას შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ტრამპი ირიბად ხელს იშვერს ამერიკის სპეცსამსახურებისკენ, რომ სწორედ მათგან გაჟონა, შეგნებულად, ამ ინფორმაციამ. თავის მხრივ, ცენტრალური სადაზვერვო სამმმართველოს უფროსმა ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ვერ აცნობიერებს ამერიკული სპცსამსახურების მნიშვნელობას და ამის გათვალისწინებით ის ამერიკას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.

ბოლო დროს, აშშ-ის პოლიტიკური ელიტის თუ სპეცსამსახურების მაღალი თუ უმაღლესი წარმომადგენლების გამოსვლებში სულ უფრო ხშირად ისმის ისტერიული ნოტები. მაგალითად, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას რეპლიკაც კმარა, რომ ამერიკელი "რესპუბლიკელები" რუსებს უფრო ენდობიან, ვიდრე საკუთარ "დემოკრატებსო". უფრო მეტიც, ის აპოკალიპტური საინფორმაციო ფონი, რომლითაც ამერიკული მედია და პოლიტიკური სპექტრი, ამერიკის არჩევნებზე და ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე რუსეთის გავლენას აშუქებს, სულ უფრო ემსგავსება 2001 წლის 9 სექტემბრის შემდეგ ამერიკის დამოკიდებულებას ისლამური საფრთხის მიმართ. ასეთი სრული პანიკა და განიარაღება რუსული საფრთხის წინაშე, რომელსაც დღეს აშშ-ის სპეცსამსახურები, მედია თუ პოლიტელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟღავნებს, არანაირ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება.

რა არის ეს?
ამ გზით აშშ-ის სპეცსამსახურები რუსეთის წინააღმდეგ საღვთო ომის იდეისთვის ამზადებენ მსოფლიოს; აშშ-ის სადაზვერვო თანამეგობრობა ტრამპთან ბრძოლაში პოზიციებს იმაგრებს თუ მართლაც ასეთი გარდაუვალია რუსეთის გავლენა მსოფლიოს ზესახელმწიფოზე?! ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს მსოფლიოს მომავალს, სულ მცირე, უახლოესი წლების განმავლობაში.
berdia22
28 იანვარი 2017 01:17
და კიდევ ერთ მორწმუნეობაზეც თავს რომ დებენ ზოგ ზოგიერთები ჯობია გადახედოთ საქართველოს ისტორიას ან კითხვა მაინც დასვით თქვენ ან თქვენს ბაბუებს და მამებს აღდგომის აღნიშვნა და ელემენტარულად კვერცხის შეღებვის გამო რატომ სჯიდნენ? და ყველაზე უარესი იმ წყობის მიმდევრები რუსული იდეოლოგიიის მიმდევრები ეკლესია მონასტრებს რატომ ანგრევდნენ, რატომ ხვრეტდნენ მღვდელ-მონაზვნებს და რატომ აგზავნიდნენ სარწმუნოების გამო ხალხს საგიჟეთში მაგალითად: მამა გაბრიელიც საკმარისია...
berdia22
28 იანვარი 2017 01:07
ზაზა გენაცალე ეს გვქონდა და ის გვქონდაო რო გაიძახი რატომ არ ფიქრობ ეს რის ხარჯზე გვქონდა? რუსეთისადმი მადლიერება ცოტა არ იყოს სასაცილოა რადგან ზუსტად შენმა სათაყვანებელმა რუსეთმა დაამხო ქართული სამეფო და გააუქმე მეფობა საქართველოში (1800-1801წ) და ტახტზე არ აუშვა კანონიერი მეფე გიორგი XII-ე. კიდევ გაგახსენებ მათ გმირობას კონკრეტულად კი მათ გენერალ ტოტლებენს როცა ერეკლე II-ე გაჭირვების დროს მიატოვა და ზურგი აქცია. იქნებ ისიც გაგახსენო რა გააკეთა წითელმა მე-9 არმიამ საქართველოში? და რაც მთავარია არ დაგავიწყდეს რა უქნა ქართულ ელითას რუსეთმა ჯავახიშვილ, ტ. ტაბიძეს და ა.შ
berdia22
28 იანვარი 2017 00:55
რა დონეზე დაეცა ჩვენი სახელმწიფო რომ ხან რუსეთის შიშით და ხანც ამერიკის ჩვენი ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ ტვირთი თუ მილები ვერ გაგვიყვანია ჩვენს სამშობლოში...სამარცხვინოა ეს იმის ფონზე როცა ასეთი გაჭირვებაა საქართველოში. მე ის მიკვირს ბიძინა რატომ არ ცდილობს ამ მხრივ მილიარდების შოვნას?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები