მესამე მსოფლიო ომი
მესამე მსოფლიო ომი
რუსეთმა დააფუძნა საინფორმაციო ომების მწარმოებელი სპეციალური სამხედრო დანაყოფი; ნატო-სა და ევროკავშირში, ასევე, შეიქმნა საინფორმაციო ომების პრევენციისა და წარმოების შესაბამისი ქვედანაყოფები; დონალდ ტრამპის მთავარი სტრატეგი სტივ ბენონი ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნოდ მათ ჰქონდათ შექმნილი ამერიკის 220 მილიონი ამომრჩევლის სრული ფსიქო-ფიზიოლოგიური პორტრეტი და სოციალური პროფილი და ამის გათვალისწინებით აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას, რამაც ტრამპის მოგება განაპირობა.

საზოგადოების ცნობიერების მართვის სრულიად სხვა ერაში შევდივართ და ჩვენ ამისთვის აუცილებლად უნდა ვემზადოთ, რათა არ მოხდეს ისე, რომ
სრულიად განიარაღებული ავღმოჩნდეთ ახალი გამოწვევის წინაშე.

რასთან გვაქვს საქმე?
დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროსაც და პრეზიდენტის რანგშიც, უპირატესობას ანიჭებდა და ანიჭებს სოციალურ და ინტერნეტ-მედიას, ვიდრე ტრადიციულ მედია-საშუალებებს. როგორც ის ამბობ, სოციალური მედია მას საშუალებას აძლევს, რომ მისი სათქმელი ტელეინტერპრეტაციის გარეშე მივიდეს ამომრჩევლამდე.

რეალურად, ტრამპმა მოქმედ
პოლიტიკოსთა შორის ყველაზე სრულად შეიგრძნო და გამოიყენა სოციალური მედიის ძალა, რომელსაც საზოგადოების მანიპულირების გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე - ტელევიზიას
. თუმცა, ტრამპამდე ამომრჩევლის ამგვარი "ზომბირება" განახორციელდა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ბრექსიტის რეფერენდუმისას, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფით დამთავრდა. დღეს იგივე კომპანია "კემბრიჯ ანალიტიკა", რომელიც მანამდე ბრექსიტის ინიციატორებსა და ტრამპს ემსახურებოდა, დაკავებულია უკვე საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის არჩევნებით. ულტრაკონსერვატიული და მემარჯვენე ძალებისგან არჩევნებში დახმარებისთვის ამ ფირმას უკვე მიღებული აქვს შეკვეთები სამივე ქვეყანაში. გამარჯვების ძალიან დიდი შანსი ექნება სწორედ იმ კანდიდატებს, რომლებიც ამ ახალი ტექნოლოგიებით შეიარაღებული აწარმოებენ თავიანთ საარჩევნო კამპანიებს.

სოციალური მედია არის არა მხოლოდ უდიდესი შესაძლებლობები, არამედ საზოგადოებით მანიპულირების უდიდესი რესურსიც. ლაპარაკია იმაზე, რომ სოციალურ მედიაში ადამიანების აქტივობების მიხედვით იქმნება ადამიანების პროფილი. მარტივად რომ ვთქვათ, საკმარისია ადამიანის მიერ სოციალურ ქსელში დაფიქსირებული 150 მოწონება, რომ შესაბამისმა სპეციალისტებმა შეადგინონ ამ ადამიანის ზუსტი ფსიქო-სოციალური პორტრეტი და უფრო ღრმად შეიცნოს ადამიანი, ვიდრე მას საკუთარი ოჯახის წევრი იცნობს. ეს არის ფენომენალური მოვლენა. მათ იციან რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, სად ცხოვრობთ, რას მიირთმევთ, რატომ ტირით და იცინით.

სოციალური ქსელები ფლობს ჩვენს მონაცემებს და ჩვენს იდენტობას. და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ადამიანის მანიპულირება უკვე მარტივი საქმეა.


კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც "კემბრიჯ ანალიტიკა" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახორციელებდა, არის ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელება და საინფორმაციო თემების თუ საბაბების ხელოვნურად შექმნა: მაგალითად, "ბრექსიტის" წინა პერიოდში, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" განთავსებული ინფორმაციების ერთი მესამედი იყო არა ცოცხალი ადამიანების მიერ გავრცელებული, არამედ ამ კომპანიის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ანუ ამ შემთხვევაში, ხელოვნური ინტერნეტ-მომხმარებლების, რომლებიც ისე იყვნენ დაპროგრამებული, რომ შეეძლოთ საუბრის თემის შეცვლა და მათთვის მნიშვნელოვანი თემების შექმნა და აქტუალიზაცია.

საზოგადოების ცნობიერების მართვის სრულიად სხვა ერაში შევდივართ.
წარმოიდგინეთ, რომ "ტვიტერში" ყოველი მესამე არის ხელოვნური მომხმარებელი, რომელიც, ისევე იყენებს ტვიტერს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. ამერიკაში, ტრამპის საარჩევნო კამპანიისას იგივე, "ტვიტერში" ყოველი მეხუთე მომხმარებელი იყო არა ადამიანი, არამედ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ემსახურებოდა ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიზნებს. მათ შორის, ბევრი იყო მართული რუსული საიტებიდან. ახლა უკვე ევროპის ქვეყნებში მიმდინარე არჩევნებში მიმართავს რუსეთის სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებაზე ზემოქმედების ანალოგიურ მეთოდებს.

ეს ადამიანთა მართვის ძალიან ეფექტიანი და შესაბამისად, უმძიმესი საშუალებაა. სრულიად სხვა განზომილებებში გადადის ადამიანების მართვის ტექნოლოგიები, რაზეც ხელი არა მარტო სახელისუფლო სტრუქტურებს, არამედ მსხვილ კერძო კომპანიებსაც მიუწვდებათ. და ბუნებრივია, რომ აქ საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხი შემოდის წინა პლანზე, რადგან ეს სერიოზული გამოწვევაა ისეთი ქვეყნებისთვისაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროკავშირის სახელმწიფოებია, აღარაფერს ვამბობთ საქართველოზე.

"მესამე მსოფლიო ომი იქნება პარტიზანული საინფორმაციო ომი"
- ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში ნათქვამი ეს სიტყვები, დღითი დღე სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. და ჩვენი ამოცანაა ვემზადოთ ამ ომისთვის.

მკითხველის კომენტარი (10)
დათო
15 მარტი 2017 11:16
დროა ბოლო მოეღოს ამერიკულ ფერად რევოლუციებს, რომლებმაც ასე გააუბედურეს ხალხები. რატო ამაზე არ წერთ. ამერიკამ უნდა აგოს პასუხი ყველა იმ უბედურებაზე რაც მსოფლიოს მოუტანა. აიღეთ უკრაინა- რუსეთის ურთიერთობის გამწვავება განა ეს ამერიკის ბრალი არაა, თორემ ისინი ხომ ფაქტიურად ტყუპი ძმები არიან.
10 მარტი 2017 23:55
ზუსტად ახალგაზრდების ზომბირებაზეა გატვლილი
glaxuna
10 მარტი 2017 20:30
ედიკა

აბა ა ხ ს ე ნ ი და გ ა ნ მ ა რ ტ ე-რას ნ ი შ ნ ა ვ ს - ,,ლიბერასტი,,?!
ცოდნისათვის -
ლ ი ბ ე რ ტ ა -ნიშნავს თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს (!)
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს - რისთვისაც ოდიდგანვე ი ბ რ ძ ო დ ა -ა დ ა მ ი ა ნ ი და იყო მისთვის ცხოვრების მიზანი და არსი და ა ზ რ ი !

,,ლიბერალიზმი,, ნიშნავს -ადამიანის თავისუფლებას,ღ ი რ ს ე ბ ი ს ა და უუფლებების აღიარებასა და დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკური მმართველობის სისტემას.
ანუ ს ა პ ი რ ი ს პ ი რ ო - ა რ ა - ავტორიტარულ - ტოტალური ,ადამიანის მიმართ ძ ა ლ ა დ ო ბ ა ს,დაჩაგვრასა და დამონებასზე დაფუძნებული მმართველობის სისტემა (!)


რუსულ-აზიური ცხოვრების ,მისი სახელმწიფოებრიობის ცხოველმყოფელონბის არსი - საუკუნეებია და დღესაც არის -,,ემონე ძლიერს,დაჩაგრე სუსტი,,

დასავლეთის - ,,ებრძოლე ძლიერს,თანადგომა გამოუცხადე სუსტს,, ანუ მუდამ და ბოლომდე იბრძოლე -თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს ა და სამართლიანობისათვის !

და როცა დამამცირებლად ცდილობ ,,თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ადამიანს,, ლიბერაესტი უწოდო...თ ა ვ ა დ არც თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა გსურთ,მით არც სამართლიანობა და არც საყოველთაო კეთილდღეობა,შენი სიკეთის მმსურველი გარშემოს კეთილდღეობა ?!
ანუ შენზე ძლიერს დაემორჩილები-დაემონები და შენზე სუსტს დაჩაგრავ და მით ი ა მ ბ ი ც ი უ რ ე ბ ?!

მაგ შენი ურუსეთი,რომელიც სწორად ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ს პროპაგანდით ცდილობს ადამიანთა დეზორიენტირება-დეგრადირებას და გ ა მ ო ს ა ყ ე ნ ე ბ ლ ა დ ზობირებას ... და ს წ ო რ ა დ მისთვის ,,ლიბერალურ პოლიტიურ,, სისტემას დ ა ს ც ი ნ ი ს და თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს მოყვარე ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ს,ერებს - ,,ლიბერასტებს,, უწოდებს...ადამიანთა ცხოვრების დონითა და ხარისხით 80-ულის მიღმა ცხოვრობს და თანად ს რ უ ლ ი უპერსპექტივობით და ამასთან გ ა ც ი ლ ე ბ ი თ მეტი სექსუალური გადახრებისა მქონე (გეიები,ლესბიანკები,ტრანს-ები...) ყ ა ვ თ,
რაოდენობის მიხედვით მთელ ევროპაში აღებულზე გ ა ც ი ლ ე ბ ი თ მეტი (კვლევები მოიძიე თავად ურუსების მიერ ამდაგვარ საკითხებზე!)

ანუ გიმეორებ -,,ლიბერალიზმი,, ა რ ნიშნავს რ უ ს უ ლ ი პროპაგანდის მიხედვით (მხოლოდ უწიგნურთა და ბრიყვთა დასაბოლებლად და გამოსაყენებლად!) - მ ე ნ ტ ა ლ უ რ ი პრობლემების მქონე ავადმყოფების,ანუ სექსუალური გადახრების მქონე ადამიანების სამოქალაქო უფლებების დამცავ მმართველობის სისტემას ...არამედ ზოგადად განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის,განსხახებული რელიგიის და ცხოვრების წესის მქონე მოქალაქეების თანაცხოვრების სამართლებრივ-პოლიტიკური სისტემას: ურთიერთ პატივისცემასა და ურთიერთ ღირსების დაცვაზე დაფუძნებული...რის შედეგად თითოეული მოქალაქისათვის ნ ი ჭ ი ს გამოვლენისა და განვითარების პირობებს ბუნებრივად ქმნის ,რაც ამ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს შეუქცევად განვითარება-განმტკიცების საშუალებას იძლევა!

ხოლო იმ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის მ ო უ წ ო დ ე ბ ს - ნუ დაჩაგრავთ მათ და საერთოდ ნ უ რ ა ვ ი ს,სუსტები არიან და მიეცით სამოქალაქო უფლებები,ც ო დ ო ე ბ ი არიანო...

თანამედროვე სამყაროში -სწორად ლიბერარული პოლიტიკური სისტემის მქონე ერებმა და მათმა სახელმწიფოებმა შექმნეს მ ძ ლ ა ვ რ ი და ყველაზე განვითარებული თანამედროვე სახელმწიფოები...ადამიანთა კ ე თ ი ლ დ ღ ე ო ბ ი ს ა თ ვ ი ს თავისი მძლავრი თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემებით (!)


აქედან გამომდინარე მხოლოდ ,,ძლიერს-დაემორჩილე...,, მენტალური მდგომარეობის მქონე ადამიანი,ანუ მ ხ დ ა ლ ი და შეშინებული ,ან მხოლოდ პირადი მზაკვრული ინტერესებების,ან უბრალოდ ა რ მცოდნე ცდილობს -თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს დამცირებით მოხსენებას.
ლიბერტა (თავისუფლება!)- ლიბერასტებად!

ისე თუ იცი საქართველოს ჰიმნში რამდენჯერ არის ნახსენები -თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა (ანუ ლ ი ბ ე რ ტ ა ) და რ ა ტ ო მ ?!
და დ ა ა ნ ე ბ ე ურუსულ-აზიურ ტვ-ებს თავი და ნუ დ ა ა ზ ო მ ბ ი რ ე ბ -გამოაყენებინებ-თ!
მარიამი
10 მარტი 2017 20:13
ქვეყნებმა გამოძიებები დაასრულა ლამის ამ საკითხზე და ესენი ახლა წერენ.
tngh
10 მარტი 2017 18:27
ბ-ნი დონალ ტრამპი გადატრიალებას ახდენს მოძალადე "ლიბერალების" მიერ უზურპირებულ მსოფლიო აზროვნებაში. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა იგი ასრულებს თავის პროგრამას. მალე წერტილი დაესმება "ფერად" რევოლუციებს და "არაბულ "გაზაფხულებს"... "დემოკრატიის" ძალადობრივი პროპაგანდით დამყარებამ დედამიწა III მსოფლიო ომოს მიჯნაზე მიიყვანა. სასიამოვნოა, რომ ქ-ნი ხათუნა რეალობას უბრუნდება.
......
10 მარტი 2017 17:39
ეს ალბათ საბაბია რუსეთის გასანადგურებლად, თორემ რუსებს არანაირი სამხედრო ძალა არ აქვთ, ქართველებს ძლივს მოგვიგეს, ისიც საჰაერო დარტყმებით, თუ საბჭოთა კავშირის ჯართ და დაჟანგებულ სანაგვეს არ ჩავთვლით.თვალები რეალობას გაუსწორეთ, ამერიკას ისეთი საზენიტო დარტყმები აქვს რომ ღმერთმა დაიფაროს კაცობრიობა.
დღეს ყველამ იცის რომ რუსეთი ეკონომიკურად ამერიკაზეა დამოკიდებული და ეს არის ცხადი. რუსეთი არის ჩამოშლილი სახელმწიფო და ვინც საბჭოთა კავშირში უმოგზაუროია, ყველამ მეუბნება რომ რუსეთი ძლიერია მხოლოდ მოსკოვით და ლენინგრადით, დანარჩენი რუსეთი არც არის! სად შეუძLია ასეთ პატარა ქვეყანას ეკონომიკურად მსოფლიო ბატონის წინაშე თავის აყ6ოფა? ალბათ ამერიკელები მიზეზს ეძებენ რუსებს ცილი დასწამონ და ისე დაარტყან. ისე ცნობისთვის, რომ ასე ძალიან გაინტერესებთ მესამე მსოფლიო ომი და სულ ამაზე ლაპარაკობთ; ღმერთმა დაიფაროს ქვეყნიერება, მარა თუ მესამე მსოფლიო ომი მოხდება ვერცერთო ხორციელი გადარჩება ფიზიკურ ანექსიას, დადგენილია რომ 9 გზის მოსპობს სიცოცხლეს დღევანდელი ომი. თითოეულ ადამიანზე მსოფლიო ტყვიის მარაგი განსაკუთრებიტ ამერიკის სპეცსამსახურისა, თითოეულ ადამიანზე დედამიწისა მოდის რამდენიმე ტონა იარაღი. დღეს ომების ეპოქა აღარ არის და არც იყოს.
ედიკა
10 მარტი 2017 15:26
ჩვენებურათ, რომ ვთქვათ, სადაც თავის ქვეყნის პატრიოტი, ჯიგარი , კაცური-კაცები აირჩიეს ხალხმა, "ლიბარასტების" აზრით, ყველანი ზომბირებულები არიან. ნეტავ ჩვენ, შენიჭირიმ-შენ გენაცვალე ხელისუფლებაზე რა აზრისა არიან? ალბათ მოწონთ ლაქუცი.
brola*
10 მარტი 2017 14:50
ვირტუალური ჩარევა რა თქმა უნდა არ გამოირიცხება და ეგ შეიძლება იყოს მასების პროვოცირების მომენტი რომ მაგალითად დამთავრდეს ლიბერასტების აპარტეიდი მსოფლიოში
ინგა ნ.
10 მარტი 2017 12:36
შეიძლება ასეც იყოს,მაგრამ აქ ერთი რაღაც არის გასათვალისწინებელი.ის,ვინც ამ ტექნოლოგიებს ქმნის და იყენებს,თავად კარგავს ადამიანურ თვისებებს,რადგან ყველა,ვინც ხანგრძლივად მიზანმიმართულად მანიპულირებს ადამიანების ცნობიერებით,პიროვნულად დეგრადირდება. რამდენად უღირთ ამ ადამიანებს მიღებული ბენეფიტები–ძალაუფლება,ფული ამად,მათი არჩევანია. ყველას აქვს უფლება იყოს ცხოველი და იცხოვროს ცხოველური ინსტინქტებით ,აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
10 მარტი 2017 12:07
ეს მოსაზრება რომ არ გამართლდეს, საქმიანობაში უნდა ჩაერთოს ახალგაზრდობა.

საინტერესო საქმიანობით შედეგს რომ დაინახავენ, საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი აღარ გაახსენდებათ, მითუმეტეს
სხვა ქვეყნის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები