რას მოუტანს საქართველოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკლ პენსის ვიზიტი
რას მოუტანს საქართველოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკლ პენსის ვიზიტი
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაიკლ პენსი ვაქციოთ ჩვენს ლობისტად ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში

2009 წლის შემდეგ საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი პირველად ჩამოდის. რა მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს და როგორ უნდა გამოიყენოს საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა მაიკლ პენსის სტუმრობა?!

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შეფასებისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გამოვყოთ:
  1. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს აყალიბებს და საქართველოში ვიზიტი მაიკლ პენსს აქაური პრობლემების, პოლიტიკური­ სპექტრის შესწავლასა და დღის წესრიგის­ ჩამოყალიბებაში დაეხმარება;
  2. ვიზიტი ადასტურებს ამერიკისთვის საქართველოს მნიშვნელობის ზრდას
    რეგიონში მოძალებული პრობლემების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნატოელი პარტნიორებისგან თურქეთის გაუცხოების პროცესი უფრო მასშტაბური ხდება და დასავლეთისთვის საქართველო რჩება ერთადერთ, ჯერ კიდევ სტაბილურ, ერთგულ და დემ­ოკრატიულ პარტნიორად;
  3. შეგვიძლია, წარსულს ჩავაბაროთ შიში, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო რუსეთ-ამერიკის გარიგების ობიექტად იქცევა, მით უფრო, რომ მაიკლ პენსი ჯერ
    კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგენდა ტრამპის გუნდის ანტირუსულ ფრთას.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის აშშ-მა რეგიონში უკვე დაკარგა აზერბაიჯანი, როგორც სანდო, მყარი პარტნიორი და თურქეთი, რომელიც სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. რჩება საქართველო, რომლის დაკარგვით ეს უზარმაზარი რეგიონი დასავლური გავლენისთვის კარგა­ ხნით ჩაიკეტება. დასავლეთი უნდა ხვდებოდეს და საქართველოს პოლიტიკური­ სპექტრიც ყურადღებას უნდა ამახვილებდეს იმაზე, რომ დღეს გაცილებით იოლია, შეინარჩუნო საქართველო, როგორც დასავლური ღირებულებებისა და ცივილიზაციის პლაცდარმი რეგიონში და ამ გზით შედარებით იოლად და სწრაფად დაიბრუნო დაკარგული გავლენაც.

რა თემებზე უნდა გამახვილდეს ყურად­ღება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას?

ვფიქრობ, ოპოზიციამ სამ ფუნდამენტურ საკითხს უნდა მიაქციოს ყურადღება:
  1. რუსეთის თემა: სთხოვოს ამერიკას, ყველა შესაძლო რესურსით - იქნება ეს ინტელექტუალური, ფინანსური, საინფორმაციო თუ ტექნოლოგიური - მხარი დაგვიჭიროს რუსეთის შეკავების სტრატეგიაში და შეძლებისდაგვარად გაააქტიუროს საქართველოს ხელისუფლება ამ სტრატეგიის რეალიზაციის მიზნით;
  2. საკონსტიტუციო ცვლილებები: მნიშვნელოვანია, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დაინახოს, რა როლი ეკისრება საქართველოს დემოკრატიისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ყოველგვარი ბონუსის გარეშე, და რატომ არის აუცილებელი, ამ საკითხზე დათმობაზე წავიდეს საქართველოს ხელისუფლება;
  3. და ბოლო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი: 2018 წლის არჩევნებისთვის მთელი ოპოზიციური სპექტრი, დასავლეთის დახმარებით თუ შუამავლობით, შეთანხმდეს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე, რითიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნება ძლიერი ოპოზიციური საყრდენი.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მათ ადგილას ყველაფერს გავაკეთებდი, რომ სწორედ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მიმეყვანა საოკუპაციო ზოლთან! ეს ნამდვილად იქნებოდა ყველა განცხადებაზე მნიშვ­ნელოვანი სიმბოლო და ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების დასაბუთებული თხოვნის შემთხვევაში­, არც ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ამერიკელი დამგეგმავები იტყოდნენ უარს.

რადგან დღეს ხშირად ისმის ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა, ტრამპისთვის უაღ­რესად მნიშვნელოვანია, რომ მისი ადმინი­სტრაციის არც ერთი ნაბიჯი არ აღიქვან, როგორც რუსეთისთვის დათმობა. ჰოდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევა­ და ჰიბრიდული ომის მძიმე შემოტევები ტრამპის ოპოზიციისთვის ტრამპის ადმინისტრაციის სისუსტედ იქნეს აღქმული, რაც რეალურად ასეც არის: რუსეთი ჩქარობს და სარგებლობს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ჩამოუყალიბებლობით. ასეთ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღება საქართველოს მიმართ­ და რუსეთის შეკავების მექანიზმები გაათმაგდება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აუცი­ლებლად უნდა მოხვდეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყურადღების არეალში:­ დღეს საქართველოში არ მოიძებნება პოპულარული, ძლიერი, ორგანიზებული ძალა, რომელიც ქვეყნის დასავლური კურსის­ დაცვასაც შეძლებდა და ხელისუფლების ალტერნატივადაც წარმოჩნდებოდა.
ამ ვაკუუმის გაჩენას აშშ-ის პოლიტიკამაც შეუწყო ხელი: ბოლო ათი წლის განმავლობაში დასავლეთმა არაფერი გააკეთა საქართველოს ახალ თაობათა შორის დასავლური ცნობიერების პოპულარიზაციისთვის. მათ დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს 1990 წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში საქართველოში დასავლურ დემოკრატიულ ცივილიზაციასთან ზიარებული თაობების ჩამოყალიბებისთვის და შედეგსაც მიაღწიეს, მაგრამ შემდეგ იფიქრეს, რომ დასავლეთზე ორიენტირებული, საშუალო ასაკის თაობა თვითონ მოახერხებდა ახალი თაობების დემოკრატიული ღირებულებებით აღზრდას. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს დემოკრატიული ელიტის უდიდესი ნაწილი საკუთარი თავითა და ძალაუფლებით ტკბობაში ჩაიძირა და მთავარი ამოცანა - მომავალი დემოკრატიული თაობების აღზრდა, ყურს მიღმა გაატარა. შედეგს კი ახლა ვიმკით. ეს ფუნდამენტური პრობლემაა, რომელსაც არც ოპოზიციური სპექტრი და არც სამოქალაქო საზოგადოება აშშ-ის პოლიტიკური წრეების წინაშე არ წამოჭრის, არადა, ამ ვაკუუმის შევსება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს სახით რეგიონში დემოკრატიის ბოლო საყრდენიც არ ჩამოიქცეს.

დაბოლოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ­, რომ მაიკლ პენსი ვაქციოთ ჩვენს ლობისტად ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში, რაც კონგრესში, საქართველოს მეგობართა და მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად, საქართველოს საყრდენს შექმნის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
123
26 ივლისი 2017 11:17
ბუს კვერცხებს
დისიდენტი
24 ივლისი 2017 19:28
საქართველო, ისტორიულად მსოფლიო ცივილიზაციის ა კ ვ ა ნ ი ა ! მიუხედავად ყველანაირი ნეგატივისა, არის ერთადერთი(!) დიახ ე რ თ ა დ ე რ თ ი ფორპოსტი დასავლური ცივილიზაციისა - აღმოსავლეთ ნახევარსფეროში - მიჯნაზე - დასავლეთთან! ჭ კ ვ ი ა ნ თ ა ამერიკა ამ კოზირს არ დათმობს,ისევე როგორც არ დათმობს მსოფლიო ლიდერობას!
24 ივლისი 2017 16:06
ვარაუდები ერთია, რეალობა მეორე... ოცნებას კაცი არ მოუკლავს. :)ისე, ვიზიტის შემდეგ უფრო ჯობია პროგნოზების გაკეთება.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები