"ქართველებს ხომ სექსი არ გვაქვს" - კვირის პალიტრა

"ქართველებს ხომ სექსი არ გვაქვს"

ანრი ჯოხაძე: "ქართველებს ხომ სექსი არ გვაქვს, მხოლოდ სიყვარულით ვართ დაკავებული. ბევრმა საკუთარი თავი დაინახა ამ კლიპში და იმიტომ გაღიზიანდა. მიუხედავად ამისა, მე მათ აზრს პატივს ვცემ და უცენზუროდ არ მოვიხსენიებ. ეს კლიპიც იმიტომ გაკეთდა, რომ ვიღაცების პროტესტი გამოეწვია. ადეკვატურად აღვიქვამ ამ პროცესს, ეს ნორმალურია, ასეც უნდა მომხდარიყო, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ გასაზრდელია, როგორც მოქალაქე. აბსოლუტურად მესმის მათი და თანავუგრძნობ.

- სიმღერას ჰქვია "მიეცი". ვინ ვის აძლევს ქართულ პოლიტიკაში?

- რატომღაც ჟურნალისტებს მხოლოდ მიეცი გაინტერესებთ, არადა, ჩემი შემოქმედება სულ სხვა რამეა. მქონდა მეორე კლიპის პრემიერაც, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, "მიეცი" მხოლოდ ჩემი პოლიტიკური პროტესტია.  ხალხი მიშა-მიშას გაჰყვიროდა. არჩევნების შემდეგ კი უცებ ივანიშვილის ფოტოები დადეს სოციალურ ქსელებში. ეს არ არის მიცემა? მოდი, ვაღიაროთ, რომ ეს ფაქტი გულისამრევი იყო. გასაგებია, რომ ვიღაცა ვიღაცას ლანძღავს განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო, რომ ხალხი რთულ მდგომარეობაში, გაჭირვებაშია, მაგრამ აქ მიაჩნიათ, რომ თუკი ჩანხარ და შენი  შრომით ფულს შოულობ, აუცილებლად ვიღაცის მხარდამჭერი ხარ და უკაცრავად ამ სიტყვაზე, ვიღაცას ერთ ადგილას უძვრები. მე და ჩემნაირებს არავისთვის არაფერი წაგვირთმევია და ჩვენი ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი გაგვიკეთებია. თუ ვინმე სხვისი წარმატებით გაბოროტებული და დაბოღმილია, თავიანთ ოჯახებში მოიკითხონ, რატომ აღზარდეს ასე."

იხილეთ ვრცლად