"ოთარი არ უნდა მდგარიყო ჩემ გვერდით, ის არ არის ჩემი კონკურენტი" - კვირის პალიტრა

"ოთარი არ უნდა მდგარიყო ჩემ გვერდით, ის არ არის ჩემი კონკურენტი"

"ცეკავენ ვარსკვლავები" კიდევ ერთმა კონკურსანტმა, ია სუხიტაშვილმა დატოვა. რუსთაველის თეატრის მსახიობი ამბობს, რომ გული არ წყდება, რადგან ცეკვა ისწავლა.

- არ მინდა ამ პროექტზე ან ვინმეს მისამართით ცუდი ვთქვა. ალბათ პროექტში უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ ასე მოხდა და რას იზამ? როგორც ვიცი, სხვა ქვეყნებშიც მსგავს პროექტებში რაღაცები წინასწარ არის გათვლილი... თუმცა მიხარია, რომ სრულიად უფასოდ ვეზიარე იმ ხელოვნებას, რასაც ცეკვა ჰქვია. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გადავიღალე, პარალელურად სხვა უამრავი საქმე მქონდა გასაკეთებელი. ყველაფერი სწრაფად და ხარისხიანად ალბათ არ გამოდის...

- ოთარ ტატიშვილი იყო ის კონკურენტი, რომელსაც უნდა დაემარცხებინეთ?

- ოთარი არ იყო ჩემი კონკურენტი. ვფიქრობ, სხვა უნდა მდგარიყო ჩემ გვერდით.

- კონკრეტულად ვინ?

- დაკონკრეტებას არ ვაპირებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ოთარი არ უნდა მდგარიყო ჩემ გვერდით.

- რუსთაველის თეატრში მიმდინარე ცვლილებებზე რას იტყვით? რობერტ სტურუას დაბრუნება დასის შემადგენლობაზე უკვე აისხა?

- ჯერჯერობით ბატონი რობერტი არ დაბრუნებულა. თეატრალური ცხოვრება კვლავ ისე გრძელდება, როგორც აქამდე. ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად დაბრუნდება, ეს ცვლილებები შეეხება ყველაფერს: დასს, ხელმძღვანელობას. როდესაც ახალი ხელმძღვანელი მოდის,  ეს პროცესი ნორმალურია...

ქეთი საგინაშვილი