გაჩნდა იდეა, დაიბადა სურვილი - კვირის პალიტრა

გაჩნდა იდეა, დაიბადა სურვილი

ერთ დღესაც შეიკრიბა თერთმეტი ენთუზიაზმით აღსავსე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი: ოთარ ბუხრაშვილი, მარიამ ჯანელიძე, ზიზი მარგალიტაძე, მარიამ ქუტიძე, ნათია გუჯაბიძე, რევაზ ჩხაიძე, ვახი ძიგავა, სოფო ღონღაძე, ლიკა გაბროშვილი, ხატია სულაბერიძე, ლუკა ქიქავა და 2012 წელს ჩამოაყალიბეს მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია.

ასოციაციამ თერთმეტი კაცი გააერთიანა ერთი დიდი მიზნით:  პირველად საქართველოში დაეარსებინათ მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი "ნიღაბი".

ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება და სხვადასხვა უნივერსიტეტის თეატრალური დასები წარადგენენ სპექტაკლებს. ფესტივალის მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული, და არა მარტო პროფესიული, ურთიერთობის ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გალამაზება.

ფესტივალი 10-17 დეკემბრამდე გაგრძელდება და მას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. მისამართზე ვაჟა-ფშაველას #29, თეატრალური დარბაზი.

ფესტივალი 10 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიხსნება და მას მსახიობი მარიამ ჯოლოგუა  გაუძღვება.

10 დეკემბერს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს სპექტაკლს"ომობანა";

11 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტი  -"თოლია";

12 დეკემბერს, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტი - "მარწყვის ცივი ტორტი";

13 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -"განკითხვის დღე";

14 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი -"უცნობი ქალის წერილები";

15 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი -"ქართველები".

კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულს 9 ნომინაციაში გამოავლენს. ჟიურის წევრები იქნებიან მსახიობები: თამუნა ნიკოლაძე,  კახა მიქიაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია; რეჟისორები გოგი თოდაძე, ვანო ხუციშვილი, სალომე ბეშკენაძე; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე), ირაკლი ხაბურზანია (თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი).

გამარჯვებულებს პრიზებს გადასცემენ მაღაზიათა ქსელი "მასტერ სპორტი", "დელფოსი", "შატო თელავი", ბოულინგი და კომპანია "ბილაინი". ფესტივალის სპონსორია წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი".