ბარაქ ობამას ინაუგურაციაზე შტატების ჰიმნს Beyonce შეასრულებს - კვირის პალიტრა

ბარაქ ობამას ინაუგურაციაზე შტატების ჰიმნს Beyonce შეასრულებს

"Associated Press" ინფორმაციით, ბარაკ ობამას ინაუგურაციისას ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულების პატივი ფერადკანიან მომღერალს, Beyonce-ს ხვდა წილად. პრეზიდენტის ინაუგურაციის კომიტეტის განცხადებით, 21 იანვარს გასამართ ცერემონიაზე, კაპიტოლიუმის შენობის წინ ასევე იმღერებენ კელი კლარკსონი და ჯეიმს ტეილორი.

ახალგაზრდა პოეტს რიჩარდ ბლანკოს კი ინაუგურაციის პოეტად არჩევის პატივი ერგო. ახალგაზრდა პოეტი, რომელიც კუბელი ემიგრანტების შვილია, პრეზიდენტის ფიცის დადების საღამოზე წაიკითხავს ლექსს.