”ნაიარევი სახე”, ”კარლიტოს გზა”, რა იქნება მესამე? - კვირის პალიტრა

”ნაიარევი სახე”, ”კარლიტოს გზა”, რა იქნება მესამე?

მსახიობისა და რეჟისორის ტანდემი ამჯერად შედგება ფილმში, რომელიც ამერიკული ფეხბურთის სკანდალურ მწვრთნელს ჯო პატერნოს ეხება.

"ვფიქრობ, ამაზე უკეთეს ტანდემს ვერ ვინატრებდით ისეთი ფილმის გადაღებისას, რომელიც მოგვითხრობ უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანზე, რომელიც თავისივეტრაგიკული შეცდომის მსხვერპლი გახდა".

პენსილვანიაში მცხოვრები ფეხბურთის სპეციალისტი 2011 წელს სექსუალურ სკანდალში გაეხვა. ის თავისი თანაშემწის, ჯერი სანდასკის მიერ საფეხბურთო კოლეჯში არასრულწლოვანების გაუპატიურების დაფარვაში დაადანაშაულეს. როგორც მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, სანდასკი წლების განმავლობაში ძალადობდა მოსწავლეებზე კოლეჯის საშხაპეში.

სასამართლომ სანდასკის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ჯო პატერნო კი თანამდებობიდან დაითხოვა. ცნობილი მწვრთნელი, რომელიც 1949 წლიდან წვრთნიდა ფეხბურთელებს, გასულ წელს ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა.

ალ პაჩინოსა და ბრაიან დე პალმას პირველი ერთობლივი თანამშრომლობა 1983 წელს ""ნაიარევი სახის"" გადაღებისას შედგა, ათი წლის შემდეგ,1993 წელს ამერიკელმა მსახიობმა ცნობილი რეჟისორის კიდევ ერთ კრიმინალურ დრამაში ""კარლიტოს გზა"" ითამაშა.