თამარ ტატიშვილი: "არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, განცხადება ჩემი სურვილით დავწერე"
04-03-2013
თამარ ტატიშვილი: "არანაირი ზეწოლა  არ ყოფილა, განცხადება ჩემი სურვილით დავწერე"
კინოცენტრი ახალი დირექტორის მოლოდინში

ეროვნული კინოცენტრის დირექტორს თამარ ტატიშვილს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. კულტურის სამინისტრომ მისი სამწლიანი მუშაობა შეაჯამა და ახალი დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

ეროვნული კინოცენტრი 12 წლის წინ ფრანგული მოდელის მიხედვით დაფუძნდა და კინოს სფეროში სხვადასხვა კუთხით მონაწილეობს. თანამშრომლებთან  გამოსამშვიდობებელ საღამოზე, რომელიც ტატიშვილმა მოაწყო, საპატიო სტუმრებს შორის კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ნაცვლად მისი წინამორბედი ნიკა რურუა გამოცხადდა.

რატომ არ მოისურვა თამარ ტატიშვილმა თანამშრომლობის გაგრძელება ახალ ხელმძღვანელობასთან?  დეტალების გასარკვევად
ყოფილ დირექტორს დავუკავშირდით.

- თავად განვაცხადე, რომ აღარ მინდოდა შემდეგი სამწლიანი ვადით მუშაობა. აქედან გამომდინარე,  გამოცხადდა კონკურსი. არანაირი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა, განცხადება ჩემი სურვილით დავწერე.

- რატომ განაცხადეთ უარი ახალ ხელმძღვანელობასთან მუშაობაზე, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საერთო ენა ვერ გამონახეთ?
- მე
მუდამ პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემს საქმეს. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ვეღარ გავაგრძელებ წინანდელი ინტენსივობით მუშაობას. თუმცა ახალ დირექტორს თუ სურვილი ექნება, კვლავაც შემიძლია  ვითანამშრომლო.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის შემდეგ დანიშნულ გასაუბრებას მრჩეველთა საბჭო შეუერთდება, რომელიც თორმეტი სხვადასხვა ხელოვანისგან იქნება დაკომპლექტებული. როგორც კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი აცხადებს, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად და ერთი კაცის მიერ არ უნდა იქნეს მიღებული.

ქეთი საგინაშვილი
maiko
20 მაისი 2013 17:01
მერე ვინ არ გამოიყენა? ვინ უთხრა აქედან წადიო?დედაბუდიანად მამალი ნაციონალები არიან და გიკვირთ რამე? ზუსტად ეს არის დანაშაული -"ჩვენიანი", "თქვენიანი"-ამან დაშალა საზოგადოება და მითუმეტეს ასეთი კარგი და გონებაგახსნილი-სხვანაირად უნდა ფიქრობდეს, შეიძლება ფიქრობს კიდევაც, მაგრამ სხვები (საკუთარი ნათესავები)არ აძლევენ საშუალებას ითანამშრომლოს სხვა მთავრობასთან? მათ ქვეყანა არ აინტერესებთ. დავით საყვარელიძის დეიდაშვილისგან სხვას არფერს უნდა ელოდოთ.
Tamuna
06 მარტი 2013 21:20
თამარ ტატიშვილის შემცვლელის არ მშურს. თამარი საოცარი მენეჯერი, პიარ სპეციალიტი, დიპლომატი, უბრალოდ ძალიან გოებაგახსნილი ადამიანია. მისი არგამოყენება ნამდვილი დანაშაულია...

რედაქტორის რჩევით