"სოციალურ ქსელში ვიღაც წერდა, - დაულპეს ეგ ძუძუებიო!"
"სოციალურ ქსელში ვიღაც წერდა, - დაულპეს ეგ ძუძუებიო!"
ამონარიდი ჟურნალ "გზადან":

 

- მგონი, პირველად ვთამაშობ ისეთ პერსონაჟს, რომლის სამოსიც გარკვეულწილად, ჩაცმის ჩემს სტილს შეესაბამება.ნათიას მსგავსად, ღრმა დეკოლტე მეც მიყვარს. შეიძლება, ხანდახან "დახურული" სამოსიც მეცვას, მაგრამ ასეთ დროს მკვეთრი მაკიაჟი მაქვს გაკეთებული.

- "დაქალებში" როლის მიღებამდე რას საქმიანობდი?

- ვიდრე სერიალში ნათიას როლზე დამამტკიცებდნენ, 5 თვე აბსოლუტურად უმუშევარი ვიყავი. სერიალის გარდა, არსად ვმუშაობ. ეს ცუდია, რადგან ადრე თუ გვიან, ჩემი როლი "ამოიწურება" და სამსახურის ძებნა დამჭირდება.

- როგორ ფიქრობ, ნათიას
როლი მალე "ამოიწურება"? სერიალში მის გამოჩენას ტელემაყურებელთა აჟიოტაჟი მოჰყვა...


- იმედი მაქვს, რომ სერიალში კიდევ დიდხანს ვიქნები (იცინის). სიმართლე გითხრათ, რა მოხდება, წინასწარ არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, ნათია დათოს ცოლად გაჰყვეს.

- ნინო, პირველად სერიალში - "ჩვენი ოფისი" ფანატიკოსი და ფემინისტი ნუნუკას როლით გამოჩნდი,
"ჩემი ცოლის დაქალებში" მოსიყვარულე ოჯახს "ანგრევ". რომელი როლი უფრო მეტად საინტერესოა?


- იმას, რომ ნუნუკა ფემინისტი იყო, ნათია კი ოჯახს ანგრევს, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ თავად ეს სერიალი ძალიან საინტერესო და "რეალურია"! ისე ვმუშაობთ, როგორც მხატვრულ ფილმზე. ფაქტობრივად, კინოგადაღებები გვაქვს და კვირაში 2 ფილმს ვუშვებთ. ცხადია, ეს გაცილებით საინტერესოა, ვიდრე "სიტუაციურ კომედიაზე" (როგორიც "ჩვენი ოფისი" იყო) მუშაობა. უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ყველა დეტალზე წინასწარ ვფიქრობ, ყოველი სიტყვის თქმისას ბუნებრივი უნდა ვიყო...

- ზოგჯერ პერსონაჟის ლანძღვიდან მისი როლის შემსრულებელი მსახიობის ლანძღვაზე გადადიან...

- ჯერჯერობით, პირადად ჩემთვის არავის უგინებია. ძირითადად, ნათიას წყევლიან. სოციალურ ქსელში ვიღაც წერდა, - დაულპეს ეგ ძუძუებიო! ძალიან ბევრი ვიცინე. სინამდვილეში, ეს ძუძუები ჩემია და არა - ნათიასი, მაგრამ ის ადამიანი ხომ ნათიას წყევლის და არა ნინო მუმლაძეს (იცინის)?! ჯერჯერობით, საქართველოში რეალობის შეგრძნება ისე არ დაუკარგავთ, რომ ვერ მიხვდნენ - ნინო მუმლაძე არაფერ შუაშია! კარგია, რომ ჩემმა გმირმა მაყურებლების ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია და ნათიას საქციელი ასე აღელვებთ. გარკვეულწილად, ეს ჩემთვის კომპლიმენტია, ე.ი. როლს დამაჯერებლად ვასრულებ.

- ნათიას საქციელს ამართლებ?

- ნათიამ ცოლშვილიან კაცთან გააბა ურთიერთობა, დათოს ოჯახურ მდგომარეობაზე თვალი დახუჭა. ვფიქრობ, ის ემოციებით მოქმედებს და არა - ტვინით, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ შტერია. ამ შემთხვევაში, გრძნობებს აჰყვა და რეალობას "გაექცა". მისი რომანის შესახებ იმაზე მეტმა ადამიანმა შეიტყო, ვიდრე თავად უნდოდა... თუ დააკვირდებით, თავდაპირველად, ნათიას დათოსთვის ოჯახის დანგრევა არც უფიქრია და ცოლის მიტოვებას არც დათო აპირებდა...

- თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე?

- რეალურად, ისეთ სიტუაციაში არასდროს აღმოვჩენილვარ, როგორშიც ჩემი გმირია და ალბათ, არც არასდროს აღმოვჩნდები. გამოგიტყდებით და ვიცნობ ცოლიან მამაკაცებს, რომლებსაც ჩემ მიმართ სიმპათიები გამოუხატავთ, მაგრამ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის დაწყების სურვილი არ მაქვს. თუკი მამაკაცი არ მაინტერესებს, ვცდილობ, საშუალება არ მივცე, რომ დიდხანს მდიოს და "მეპაკლონიკოს". თავიდანვე ვაგრძნობინებ, რომ ჯობია, შემეშვას. იმ გოგონების საქციელი მაღიზიანებს, რომლებიც თაყვანისმცემლებს "წველიან". მიმაჩნია, რომ ეს კარგი ადამიანის საქციელი არ არის.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? შენს ყურადღებას როგორი ბიჭები იქცევენ?

- ამ ეტაპზე, არაფერი ხდება. ხშირად ისეთი ადამიანი გვიყვარდება, რომელზეც ვერასოდეს ვიფიქრებდით - ეს ჩვენდა უნებურად ხდება. ალბათ, მთავარი ურთიერთობის კარგად აწყობა და ნდობაა...

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.



მკითხველის კომენტარი (5)
keke
20 მაისი 2013 12:09
კარგი ხარ, ნინო! კარგი მსახიობი ხარ! ასე გააგრძელე!
ვაჰაჰა
17 მაისი 2013 20:49
ეგ ვინაა?
maka
17 მაისი 2013 02:18
რას ლაპარაკობთ?! ვისი უფლებები ირღვევა ეგეც საკითხავია....გაიხსენეტ რატომ გაანთავისუფლეს დავით ქაცარავა და სალომე გოგიაშვილი? კარგად გაიხსენეთ ყველამ!
ani
16 მაისი 2013 19:22
კარგად თამაშობს, დეკოლტე დამკერდი რა შუაშია, თუმცა თვალი კველას მაინც იქ გაურბის :)
lalo
16 მაისი 2013 17:49
მკერდის სიდიდე იქით იყოს და ასეთი არაესთეტური დეკოლტე ნამდვილად არასასიამოვნოა)

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?