"შემიძლია დავიწყო "ოცნების" ქება-დიდება და სამსახურს კარგი ანაზღაურებით ყოველთვის ვიშოვი"
20-05-2013
"შემიძლია დავიწყო "ოცნების" ქება-დიდება და სამსახურს კარგი ანაზღაურებით  ყოველთვის ვიშოვი"
"ლა ტრუფეში" ვნახე ჩანგლით მორბენალი ქალი"...

ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი კარგა ხანია, ეკრანს მიღმაა დარჩენილი. თუმცა, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტით შეახსენა თავი. ის იმ ჩხუბს შეესწრო, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც მონაწილეობდნენ. ამის შემდეგ თიკო სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს (სტილი დაცულია):


"ჩვენმა მშობლებმა და ჩვენმა თაობამ ბევრი წელი იცხოვრა ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობდა, ადამიანებს შორის მომხდარ კონფლიქტებს ე.წ. "ქურდები" აგვარებდნენ, "კაი ბიჭის" დები სამუდამოდ ქალიშვილებად რჩებოდნენ,
მაშინდელი სასაუბრო ლექსიკონი კი, ძირითადად, რუსული "ჟარგონისგან" შედგებოდა. 9 წელი კიდევ ცოტა იყო მენტალიტეტის შესაცვლელად. მოდი, ვაღიაროთ, ჩვენში ეს ყველაფერი ისევ დევს და თუ ნებას
დაგვრთავთ, ყველაფერს იმ წუთიდან გავაგრძელებთ, სადაც დაგვაპაუზეს, თან ზუსტად ისეთივე წარმატებით, როგორც ეს ადრე გამოგვდიოდა. ჩემი შვილი 11 წლის არის და არ იცის, რას ნიშნავს კანონიერი ქურდი, ძველი ბიჭი, კაი ბიჭი და მე ეს მეამაყება! როცა გვესმის ფრაზა "წარსულში დავბრუნდებით," ეს ხომ ჰაერიდან არ მოდის?! ჩვენ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას გვყავს ნაცნობი ამნისტირებული თუ დღესაც პატიმარი, ნარკომანი თუ წამლით გაპარული მეგობარი, მოკლული ან სხვისი მკვლელი. საქმის კურსში თუ არ ხართ, მაშინ მე გეტყვით: ციხეში მყოფი პატიმრები ისევ ქურდობაზე ოცნებობენ, ჩვენი სადარბაზოები ისევ ინსულინის "შპრიცებით" მიმოიფანტა. უახლოეს წარსულში რამდენი დააყაჩაღეს, რამდენი გააუპატიურეს, რამდენი მოკლეს და ამის მერე კიდევ იტყვით "ოცნებას" კაცი არ მოუკლავსო?!"

"კვირის პალიტრა" თიკო სადუნიშვილს  დაუკავშირდა: - რაც დავწერე, მე არ გამომიგონია, ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ყურით გავიგონე. ბოლო დროის მოვლენებისა და "ლა ტრუფეში" მომხდარი ამბის თვითმხილველი ვარ. სამი დღე შოკიდან ვერ გამოვდიოდი. იქ ვნახე ჩანგლით მორბენალი ქალი და მივიწყებული ფრაზები ძველი ლექსიკონიდან. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომელიც როგორც აწყობს, ისე ფიქრობს... "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერი კონცერტები მიმყავდა შოუბიზნესის ოთხას წარმომადგენელთან ერთად და ამას ფულის გამო არ ვაკეთებდი, მე მათ მხარს იმიტომ არ ვუჭერდი, რომ არჩევანი არ მქონდა... დღეს შემიძლია "ქართული ოცნების" ქება-დიდება დავიწყო და სამსახურს კარგი ანაზღაურებით ყოველთვის ვიშოვი, მაგრამ ასე მალე არ ვიცვლი მოსაზრებებს. მე "ნაციონალურ მოძრაობას" იმიტომ ვუჭერდი მხარს, რომ მათი კურსი მომწონდა. არ მომწონს, რომ ჩემმა კოლეგებმა დღეს ამოიღეს ხმა, მაშინ რა, ვინმე აძალებდა, გამოდი და რამე გააკეთეო?..

ქეთი საგინაშვილი
ninia
18 ივლისი 2013 17:31
ნეტა რა გეშველებათ?!როგორ მეცოდებით!ნეტა ვის ააქვს თქვენი დარდი?ვაი თქვენს პატრონს უბედურს!ძველებსაც კიდიხართ და ახლებსაც ..............იოცნებეთ მეტი რა საქმე გაქვთ.მე თქვენ გეტყვით ფაბრიკები და ქარხნები გაგიხსნათ რომელიმე მთავრობამ თუ ?!რუსეთისაგან გაზულუქებულები მაღალს კორტნიდნენ ეხლა მაღალის ამფსონები დარჩნენ უსახსროდ და ახლა ესენი კორტნიან ახლებს!და ასე ცხოვრობთ საინტერესოდ.მეტი გინდათ რამე?სანამ ქართველი ბოდიშის მოხდაზე გაოგნებული თვალებით მიყურებს რაც სხვა ქვეყანაში ნორმალურ ქცევის ნორმად ითვლება არაფერი არ გვეშველება ხალხოოოოოოოო ვერ ხედავთ საით მიექანებით?ამ ამბიციებმა იქამდე მიგიყვანათ რომ 20 წლის ბავშვები ერთმანეთს წიწილებივით ხოცავენ.საიდან მოდის ეს სიძულვილი?არავი არ არის ვალდებული ვინმემ რამე მოგცეთ..დღეს რომ რამეს მიაღწიო უნდა ბევრი დძალინ ბევრი უნდა იშრომო მაგრამ ქართველები შრომას გადაჩვეულები არიან და ასე ეგონათ აშენდნენ ივანიშვილი დაურიგებდათ მუქთათ თავის მილიონებს...აი ასეთი იაფასიანები ხართ
bnela
24 ივნისი 2013 11:24
აქ რომ ბნელა ეს ხომ ნათელია.
და სიბლენე რომ უნდა დაბრუნდეს ისევ.....
dadu
02 ივნისი 2013 22:43
მოიცა რა კიდევ კარგი არა გხედავ არცერთ გადაცემაში თორე ალბათ გავგიჟდებოდი.

რედაქტორის რჩევით