"მე რომ ჟიურის წევრი ვიყო, ირაკლი ფუტკარაძეს არ ავიყვანდი"
24-06-2013
"მე რომ ჟიურის წევრი  ვიყო,  ირაკლი ფუტკარაძეს არ ავიყვანდი"
დათო ფორჩხიძე: "მაყურებელი გაჭირვებულებს უფრო გულშემატკივრობს და თუ გაიგებს, რომ კონკურსანტი ვიღაცის შვილია ან ფული აქვს, ვეღარ იტანენ"

მუსიკალურ პროექტებში მონაწილე კონკურსანტების რისხვად მონათლული და სიმკაცრით გამორჩეული მარინა ბერიძე ჟიურის აკრიტიკებს და ამბობს, რომ ტკბილი და თბილი ვერასოდეს გახდება, რადგან მიაჩნია, რომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავს" მკაცრი და ობიექტური ჟიური სჭირდება.

- მე ჩემი აზრი მაქვს მონაწილეებზე. ყველაფერს დაუფარავად ვამბობ და ახლაც უნდა ვთქვა, რომ ირაკლი ფუტკარაძეს მე საერთოდ არ ავიყვანდი.
უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ არა ამ კონკურსისთვის. ასაკით პატარაა და იმ სიმღერებს, რასაც ასრულებს, ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება, რომელიც მას არა აქვს. მომღერალმა თითოეულ მაყურებლამდე უნდა მიიტანოს სიმღერა. მე რომ დარბაზში ვზივარ, უნდა მეგონოს, რომ ჩემთვის მღერის.

ირაკლი თითქოს ეცოდებათ, რადგან პატარაა, გამოუცდელი და ამის გამო გადაჰყავთ
ტურიდან ტურში.
მე არ ავიყვანდი, "ნიჭიერში" გავუშვებდი, რადგან მართლაც ნიჭიერია, თუმცა ამ პროექტში ისეთი მონაწილეები არიან, მარტო ნიჭით ვერაფერს გახდები.

- ვინ არის პროექტში ისეთი მომღერალი, რომელიც თქვენი ფავორიტი იქნებოდა?
- დამაინტრიგებელი კითხვაა, თუმცა მაინც უნდა ვთქვა, რომ ასეთია ნინა სუბლატი. შეიძლება მე ნატო მეტონიძე და ნინო ქათამაძე მომწონს, მაგრამ როგორც პოპმომღერალი ის უკვე შემდგარია და ყველანაირად კარგია. აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამ, რაც ჟიურის ეხება, - ისინი ყველას აქებენ და ყველას ერთსა და იმავეს ეუბნებიან: "შენ ვარსკვლავი ხარ!" ასე არ შეიძლება, მაყურებელიც შეცდომაში შეჰყავთ, აღარ იციან, ვის მისცენ  ხმა. ჟიური მეტად კრიტიკული უნდა იყოს.

ჯგუფ "სახის" სოლისტი და პროექტ "ახალი ხმის" მწვრთნელი დათო ფორჩხიძე:


- როგორ ფიქრობთ, სოციალური ფონი ხომ არ განსაზღვრავს კონკურსანტის წარმატებას? თუკი მონაწილე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელია, თითქოს ის უფრო იმსახურებს მაყურებლის სიმპათიას.
- იყო ადრე ასეთი პრეცედენტები.  თავს რომ აცოდებდნენ, მაგრამ, მგონი, ასეთმა დრომ გადაიარა. როდესაც სცენაზე გამოდის მომღერალი, რაც უნდა მძიმე წარსული და პრობლემები ჰქონდეს, მისთვის ეს დამატებითი სტიმული არ უნდა იყოს. თუ სიმღერის კონკურსია და ვაფასებთ სიმღერას, შევაფასოთ! მიუხედავად ამისა, ლეგენდები მაყურებელს ძალიან უყვარს. გაჭირვებულებს უფრო გულშემატკივრობს და თუ გაიგებს, რომ კონკურსანტი ვიღაცის შვილია ან ფული აქვს, ვეღარ იტანენ. ბევრი გაჭირვებული გვინახავს, რომლებიც წარმატებული გახდნენ და ბევრი შეძლებულიც ყოფილა ნიჭიერი. ამას ინდივიდუალურად უნდა შევხედოთ.

ქეთი საგინაშვილი
nana
02 აგვისტო 2013 13:17
marina beridze rom ara saqartveloshi, arcert axalgazrda shemsrulebels tavis gamochenis sashualeba ar eqneboda. didi madloba rom aris aseti sheuvali , kompetenturi pirovneba. ratqma unda arc ert axal proeqts ar vukargavt mayurebeli arc xarisxs da arc datvirtvas. yvelas madloba vinc amitvis shromobs. axalgazrda shemsruleblebs momavali da chven xarisxiani musika cocxali shesrulebit. madlobt
DATO
12 ივლისი 2013 18:50
მკაცრია და კარგიცაა ეგ კონკურსანტებისტვის მაგრამ მე პირადად არ მსიამოვნებს და არამარტო მე არ მომწონს კრიტიკული შეფასება შეურაწყოფაში რომ ეზრდება.
ano
04 ივლისი 2013 17:33
ეს ქალი კია არის სამართლიანი მარა მაინც იაზოაააა იაზოოოოო

რედაქტორის რჩევით