"რატომ არ შეუძლია ადამიანს მეგობრებთან ერთად საპრეზიდენტო აპარტამენტებში ერთი ღამე გაათიოს?"
24-06-2013
"რატომ არ შეუძლია ადამიანს მეგობრებთან ერთად საპრეზიდენტო აპარტამენტებში ერთი ღამე გაათიოს?"
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში ანაკლიაში, სასტუმრო "ოქროს საწმისში" გადაღებული ფოტოები გამოჩნდა, სადაც ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები საპრეზიდენტო აპარტამენტებში არიან გადაღებული. კერძოდ,  საწოლზე, რომლითაც პრეზიდენტი სარგებლობდა. კადრში სხვა ცნობილ სახეებთან ერთად მომღერალი ანრი ჯოხაძეცაა. ამ ფოტოებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამბობენ, რომ ამ კადრების გავრცელების გამო სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს." "კვირის პალიტრა" ანრი ჯოხაძეს ესაუბრა:

- ერთი რამ ვერ გავიგე, - რატომ არ შეუძლია ადამიანს მეგობრებთან ერთად საპრეზიდენტო აპარტამენტებში ერთი ღამე გაათიოს?
რა არის ამაში დასაძრახი? ეს ფოტოები რამდენიმე დღის წინ გადავიღეთ და ჩემი "ფეისბუკის" გვერდზე დავდე. მერე ვიღაცამ სხვადასხვა  საიტზე გაავრცელა და ატყდა ამბავი...

- ამბობენ, ამ ფოტოების გავრცელების გამო სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელმა სამსახური დატოვაო...
- მეც გავიგე, რომ ვიღაცები გაუშვეს, თუმცა რა და როგორ მოხდა,
არ ვიცი. ეს სასტუმრო ჩემს ახლობელს ეკუთვნის, მეც პირველად ვიყავი იქ და რა მოხდა, თუ საპრეზიდენტო აპარტამენტებში გადავიღეთ ფოტო?  

ქეთი საგინაშვილი
;))
25 ივნისი 2013 20:14
ვერ ვიტან გამაღიზიანებლია მისი მოქცევები
ME
25 ივნისი 2013 16:09
ცა იკაი ცენ?
მეგი
25 ივნისი 2013 15:55
თაკო ფხაკაძის და მაროშკინას ორთაბრძოლის დროს ამის რეაქცია იყო ფანტასტიური - არ სეუწყვეტია ტორტის ჭამა

რედაქტორის რჩევით