ირაკლი ფირცხალავა: წინააღმდეგი ვარ სექსის ყველანაირი პროპაგანდის და არც სტალინის დროს ცხოვრებაზე ვიტყოდი უარს! - კვირის პალიტრა

ირაკლი ფირცხალავა: წინააღმდეგი ვარ სექსის ყველანაირი პროპაგანდის და არც სტალინის დროს ცხოვრებაზე ვიტყოდი უარს!

მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ heat.ru-სთან ინტერვიუში რუსეთის დუმის მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის შესახებ ისაუბრა:

- არ მესმის, რას ნიშნავს "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა"? "მოდი, ვ******, ძმებო"-ს? სიმართლე გითხრათ, წინააღმდეგი ვარ სექსის ყველანაირი პროპაგანდის, ჰეტეროსექსულობაზე იქნება ლაპარაკი თუ ჰომოსექსუალობაზე. როდესაც ახალგაზრდები უყურებენ ამას ტელევიზიით, ინტერნეტით, ეს მოქმედებს მათ ფსიქიკაზე და იმაზე, როგორ იწყებენ ისინი სექსუალურ ცხოვრებას. სწორედ ამის გამო იწყებენ ახალგაზრდები სექსუალურ ცხოვრებას კატასტროფულად ადრე. ჩემი აზრით, ადამიანი ჯერ პიროვნებად უნდა ჩამოყალიბდეს და შემდეგ უნდა დაიწყოს სქესობრივი ცხოვრება. იდეალურ შემთხვევაში ეს ქორწინებისას უნდა მოხდეს. მე, როგორც მეოჯახე ადამიანი, განვიცდი ამას და სულაც არ მანაღვლეს, კერძოდ რომელი ტიპის სექსის პროპაგანდაზეა ლაპარაკი.

- გსმენიათ თუ არა დუმის დეპუტატების მეორე იდეის შესახებ, რომელსაც ასე გააფთრებით ეწინააღმდეგება ქსენია სობჩაკი? ლაპარაკია სახელმძღვანელოებიდან სტალინის შესახებ გარკვეული ინფორმაციების ამოღებაზე...

- იცით, მე ვარ ადამიანი, რომელმაც იცხოვრა საბჭოთა კავშირში, იცხოვრა პერესტროიკაში და ცხოვრობს დემოკრატიის ეპოქაში. ღირს კი იმ ადამიანის ქმედებების გაკიცხვა, რომელიც ქვეყანას სათავეში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დროს ჩაუდგა და ქვეყანა შიმშილისა და სიღატაკიდან ატომურ ბომბამდე და კოსმოსში რაკეტის გაშვებამდე მიიყვანა? მართალია გაგარინი კოსმოსში მისი გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ გაფრინდა, მაგრამ ამის ორგანიზება მხოლოდ 4 წლის განმავლობაში ხომ არ ხდებოდა? ანუ ეს იგეგმებოდა სტალინის მმართველობის დროს. და სტალინის დროს КГБ-ს თანამშრომლებს ბერიას მეთაურობით, ატომური ბომბი რომ არ მოეპარათ, ვფიქრობ რუსეთი არ იქნებოდა დღეს ასეთი ძლიერი და არ ექნებოდა ასეთი წონა მსოფლოში, და ვერ წაუყენებდა მსოფლიო საზოგადოებას თავის პირობებს! ჩვენ ყველამ ობიექტურად უნდა გავიგოთ რაც სტალინმა ქვეყნისთვის გააკეთა. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგი ვერ იქნებოდა, ვინაიდან პოლიტიკა საკმაოდ რთული და ბინძური თამაშია.

- მიგაჩნიათ, რომ სტალინის რეპრესიების სახელმძღვანელოებიდან ამოღება დეზინფორმაცია და ისტორიის დამახინჯება იქნებოდა?

- რას ეძახით რეპრესიებს? იმას, რომ ადამიანებს კიცხავდნენ იმის გამო, რაც დღეს ხდება? სპეკულაციიის, ქურდობის გამო? ახლა ჩვენს საზოგადოებაში სრული უკანონობაა. ჯუნგლები! არ შემეშინდებოდა სტალინის ეპოქაში ცხოვრების! ვინაიდან პატიოსანი ადამიანი ვარ, არავის ვატყუებ, არც "რასპილებს" ვაკეთებ და არც "ატკატებს", სრულიად ლეგალურად ვშოულობ ფულს და არაფერს ვაკეთებ ისეთს, რაც სხვების ჯანმრთელობას მიაყენებდა ზიანს.