თემურ თათარაშვილი - "კუტუნიოზე არ ღირს გაბრაზება, ჯერ თვითონ ისწავლოს სიმღერა!"
26-07-2013
თემურ თათარაშვილი - "კუტუნიოზე არ ღირს გაბრაზება, ჯერ თვითონ ისწავლოს სიმღერა!"
იურმალაში, კონკურს "ახალ ტალღაში" სალომე ქათამაძის გუშინდელ გამოსვლას და ტოტო კუტუნიოს მიერ დაწერილ დაბალ ქულას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემადაც იქცა... ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა გაგვიზიარეს .

თემურ თათარაშვილი, მოსკოვიდან :

- სალომე ქათამაძის შესახებ სიამოვნებით ვისაუბრებ. ჩემი აზრით, გუშინ არაჩვეულებრივად გამოვიდა და ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება. მე თვალყურს ვადევნებდი ჟიურის რეაქციას. ყველა უყურებდა ღიმილიანი სახით ანაც შურით პირდაფჩენილი... რაც შეეხება
იმ ქულას, რომელიც კუტუნიომ დაუწერა, უბრალოდ სასაცილოა.
მოკლედ, ღმერთმა გვიმრავლოს ისეთი მომღერლები, როგორიც სალომეა.

- ტოტო კუტუნიოზე გაბრაზებული ხართ?


- მაპატიეთ, მაგრამ კუტუნიოზე არ ღირს გაბრაზება, ჯერ თვითონ ისწავლოს სიმღერა.


- წინა დღეს აღფრთოვანებას ვერ მალავდა და თქვენი აზრით, რა მოხდა გუშინ?


- კუტუნიოს კითხეთ.
მითუმეტეს, რომ იგი, როგორც მახსოვს, თბილისში ყავდათ ჩამოყვანილი და კარგადაც გაუმასპინძლდა ჩვენი ხელისუფალი... და საერთოდ იცით, რამდენს ნიშნავს ის, რაც უკვე სალომემ გააკეთა? - ჩემი აზრით, ძალიან ბევრს! წარმატებებს ვუსურვებ!

- თავად იურმალას კონკურსს რამდენად ავტორიტეტულად მიიჩნევთ?

- ევროვიზიას ჯობია, მე თუ მკითხავთ. არა იმიტომ, რომ ოდესღაც მე ვიყავი ამ კონკურსზე, უბრალოდ, ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანი და კარგი კონკურსია, ვიდრე ევროვიზია. თუმცა ვიმეორებ - ჩემი აზრით!


მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისათვის)
ხათუნა
18 აგვისტო 2013 19:02
თათარაშვილი კუტუნიოს სიმღერას ნამდვილად ვერ ასწავლის. ჯო დასენის, ჩელეტანოს და სხვა იტალიელი პოპულარული მომღერლების ყველა ჰიტის ავტორი კუტუნიოა.თათარაშვილის ხმამ და სიმღერებმა გაუძლოს ათწლეულებს და მერე გველაპარაკოს სიმღერის ცოდნა-არცოდნაზე.ქათამაძის სიმღერა კი მართლაც დიდი არაფერი იყო.
თბილისელი
28 ივლისი 2013 19:46
კუტუნიომ სწორად შეაფასა თუ არა, ეს არანაირ კავშირში არ არი იმასთან, რომ საქართველოშია ნამყოფი. რა, რაკი ვისტუმრეთ, ამიტომ ცუდადაც რომ ემღერა ქართველს, კარგი ქულა უნდა დაეწერა? ეს არასერიოზული და უკადრისია. სტუმარს უნდა დავამადლოთ მასპინძლობა თუ რა ხდება...
ამიტომ ამისგან დამოუკიდებლად უნდა ითქვას, სწორად დაუწერა თუ არა რვა ქულა ქართველ მომღერალს.
შესაძლოა, ეს მობაიათო "ჯეირანი" რომ არ ემღერა სალომეს, უკეთესი ყოფილიყო. არასოდეს მიყვარდა ეს ქალაქურ ჰანგებად მოსაღებული სომხური და აზერბაიჯანული სიმღერები და მომკალით. ერთი შალახოა კიდევ ქართული... კიდეც გაუწია სალომეს ცუდი სამსახური ამ აღმოსავლურმა, არაქართულმა მელოდიამ.
gio
28 ივლისი 2013 12:49
კაი რა კუტუნიოს ასწავლის თათარასჰვილი სიმღერას?არ მოეწონა იმ კაცს ეს სალომეს სიმღერა და ვალდებული იყო მაღალი ქულა მიეცა?

რედაქტორის რჩევით