თამარ ივერი – სალომე 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე... კუბელი "თოიბოი" კი ქაღალდის ხუხულასავით ჩამოიშალა (ექსკლუზივი)
28-07-2013
თამარ ივერი – სალომე 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე... კუბელი "თოიბოი" კი ქაღალდის ხუხულასავით ჩამოიშალა (ექსკლუზივი)
"ტოტო კუტუნიო დღეს კი ძალიან ეცადა, გამოესყიდა თავისი გუშინდელი ლაფსუსი, მაგრამ გვიანღა იყო... ადამიანია და ბუნება,ვინ იცის, ალბათ მართლა არ მოეწონა და ვერ გაუგო ამ "ჯეირანს" და მოკალი... გუშინ, თუნდაც 9-ნი რომ დაეწერა... სალომე 1 ადგილს გაიყოფდა... დასანანია, რომ რაღაც ლაფსუსების და მომღერლის არასწორი მენეჯმენტის გამო ჩრდილი მივაყენეთ მის ტალანტს.- ამბობს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი - თამარ ივერი... როგორც აღმოჩნდა, იურმალას კონკურსს ისიც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს...

- ძალიან დასანანია,
როდესაც მუსიკოსი და კერძოდ სალომე, ასე, 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე და 1 ქულის სხვაობის გამო მე- 2 ქულას უნდა დასჯერდეს.
მართლაც ძალიან მუხთლობაა ადამიანების ასე ქულებით შეფასება. რაც შეეხება კუბელ "თოიბოის"... თითქოს ის დგეს სხვა ადამიანი იყო. მისი შესრულება ვპიქრობ მხოლოდ საკუთარ ლატინურ რეპერტუარშია
შთამბეჭდავი, თორემ დგეს მისი შესრულებაცა და ჩემი წარმოდგენაც მასზე კარტის სახლივით ჩამოიშალა. ან რა ჩაცმულობა, კუნთების დემონსტრირება,უაზრო დეტონაციები, ხმაში არამყარი ვიბრატო და ა.შ... სამხრეთ ამერიკას ეგეთი ლამაზი და კუნთმაგარი რობერტოები და ალეანდროები მრავლად ჰყავს და მათი საშემსრულებლო არეალი თავიანთი ქვეყნის კონცერტებს და ვენესუელური ტელესერიალის ქუდების სიმღერას არ ცდება. მაინც მინდა მივულოცო სალომეს და ვუსურვო უფრო ჯანსაღ გარემოში,სხვა ევროპულ კონკურსებზეც სცადოს ბედი. უნიჭიერესი გოგოა, შეუძლია თავისი ნიჭით მთები შეძრას, მართლაც და იშვიათი სიძლიერის ხმა აქვს... პირველი და მესამე ტური შესანიშნავი იყო, მეორე ტურში კი ველოდი, რომ უფრო სხვა კუთხით დაანახვებდა სალომე პუბლიკას თავს. მომღერალი ყოველ გამოსვლაზე ახალი წიგნივით საინტერესო და ამოუცნობი უნდა იყოს. შეუძლებელია, ყოველთვის ვოკალურ ფეირვერკებზე და მაღალ ნოტებზე აკეთო აქცენტი. ნანი ბრეგვაძის ვოკალური ფეირვერკები არავის ახსოვს, მაგრამ პირველივე ფრაზიდან ნანი იყო და მისი ფრაზის სიღრმე და ქალურობა ჟრუანტელს გვგვრიდა... არადა, ერთხელ ვუსმინე სალომეს და მას შეუძლია ადამიანების სულში ჩაწვდომა ყოველგვარი ეფექტების გარეშეც. ვფიქრობ, ასე უფრო დიდ მომღერლად დარჩება ქართველი ერისთვის. კონკურსზე მის შესაძლებლობას ბადალი არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა დუეტ "ჯორჯიას" მიმართ, ჯობდა, მეორე ტურში სოსო პავლიაშვილთან ერთად გამოსულიყო. ისინი ძალიან ჰგვანან სცენური ტემპერამენტით ერთმანეთს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებდნენ. თან დუეტი ყოველთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ტრიოში სიმღერა. ეს ფაქტი ოსტატურად გამოიყენეს სომხეთის და კუბის წარმომადგენლებმა.

- ტოტო კუტუნიოს მიერ დაწერილი დაბალი ქულა ბევრი ჩვენგანის გაბრაზების მიზეზი გახდა...

- რაც შეეხება ტოტო კუტუნიოს, განმაცვიფრა მისმა არასერიოზულობამ და არაპროფესიონალიზმა. რაც არ უნდა იყოს, ყველასთვის დასაფასებელი კომპოზიტორია და ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ ერთ დღეს ყველას განურჩევლად 11 ქულას უწერდა და მეორე დღეს იგივე ხალხს 8 და 9 ქულას. თან რამდენიმეჯერ ისეთ უხარისხო მომღერალს წამოუდგა ფეხზე და "იატაკზე ურტყა თავი", რომ შემრცხვებოდა მის ადგილზე. ამხელა კალიბრის კომპოზიტორი (მე მას მხოლოდ კარგ კომპოზიტორად მივიჩნევ და არა მომღერლად) თავის ქცევებზე პასუხს უნდა აგებდეს. დღეს კი ძალიან ეცადა, გამოესყიდა თავისი გუშინდელი ლაფსუსი,ადამიანია და ბუნება,ვინ იცის, ალბათ მართლა არ მოეწონა და ვერ გაუგო ამ "ჯეირანს" და მოკალი, მაგრამ... გუშინ, თუნდაც 9-ნი რომ დაეწერა... სალომე 1 ადგილს გაიყოფდა... დასანანია, რომ რაღაც ლაფსუსების და მომღერლის არასწორი მენეჯმენტის გამო ჩრდილი მივაყენეთ მის ტალანტს. არადა ბევრ ქვეყანას უხმო და უნიჭო მომღერლები ჰყავთ და ისე აქვთ გათვლილი მისი ყველანაირი შესაძლებლობები -რეპერტუარი, იმიჯი, პიარი, რომ მათ სპილენძს ოქროდ ასაღებენ და ვარსკვლავებად ხდიან, ჩვენ კიდევ პირიქით.

კიდევ ერთხელ ვულოცავ სალომეს.იგი ფენომენალური და მრავალფეროვანი ნიჭის ადამიანია და მჯერა, კიდევ და კიდევ დაიხვეწება.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
kacia-s
02 აგვისტო 2013 16:25
რომელ სკოლაში სწავლობდი?
el
29 ივლისი 2013 10:05
ამ ქალბატონმს დიდ პატივ ვცემ, მაგრამ ცოტა გამიტდა ეს ქუდი რომ აუფარებია თავისი ქალური ღირსებისათვის, სრული ევროპელობისათვის ეს აუცილებელია და ნუ მოერიდება....
leqso
28 ივლისი 2013 23:50
სალომოს მსოფლოოში საუკეთესო ხმა აქვს

ხოლო კუტინიო რაც კუტინიო იყო ის კუტინიო დარჩა

საქართველოს ბიუჯეტიდან აღებული ფული არამად შეერგოს როგორც მას ასევე მისთვის ამ ფულის მიმცემს

რედაქტორის რჩევით