ნინა წკრიალაშვილი - ყველაზე უგემოვნო კი არა, იურმალაში კომპლიმენტებით ამავსეს!
02-08-2013
ნინა წკრიალაშვილი - ყველაზე უგემოვნო კი არა, იურმალაში კომპლიმენტებით ამავსეს!
"ცხოვრება ისეთი მოკლეა, უსაქმური, ჩამოუყალიბებელი, უკულტურო ადამიანები რას ფიქრობენ ჩემზე, ამას ვერ დავუთმობ ჩემი დროის ერთ წამსაც კი. იგივეს გირჩევთ თქვენ..." - ამბობს ნინა წკრიალაშვილი. იგი აღშფოთებულია იმ ხალხზე ვინც დაიჯერა, რომ იურმალაზე ნინა წკრიალაშვილი თითქოს ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ სტუმრად დაასახელეს და ამ ხალხს და ჩვენს შეკითხვებს თავად უპასუხა..

- ნინა, სალომე ქათამაძეს ძალიან გულშემატკივრობდით. ეს სატელევიზიო კადრებიდანაც იგრძნობოდა და თქვენი ფეისბუქის გვერდზეც ძალიან აქტიურობდით...


- მიუხედავად იმისა, რომ მეორე
ადგილზე გავედით, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი შედეგია. სალომემ ასახელა საქართველო და საკუთარი თავი პირველ რიგში. 2008 წლის შემდეგ ჩვენ ამ კონკურსზე მონაწილეობა აღარ მიგვიღია და ამხელა პაუზის შემდეგ, პირველივე წასვლაზე მეორე ადგილი ჩამოვიტანეთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვულოცავ
სალომეს და საქართველოს წარმატებას... მეორე ტურში სალომეს აშკარად დააკლო ქულები ტოტო კუტუნიომ. როგორც მერე უთქვამს, თურმე სიმღერა ვერ გაიგო. ალბათ იმიტომ, რომ მიჩვეულია ერთ ხმაში სიმღერას. საერთოდ, კუტუნიო ჩემთვის ავტორიტეტი არ არის, როგორც მუსიკოსი... რაც შეეხება დანარჩენებს, ვალერიას ძალიან მოეწონა ჯეირანი, ასევე სხვებსაც. მაყურებელი გიჟდებოდა სალომეზე. უბრალოდ დასანანია, რომ ტექნიკური მიზეზების გამო მეორე ტურში კარგად არ ისმოდა სალომეს ხმა.

- ყურადღების ცენტრში თქვენც აღმოჩნდით, ოღონდაც როგორც ვიცი ყველაზე უგემ
ვნოდ ჩაცმულ სტუმრად დასახელდით?

- რაც შეეხება ჩემს უგემოვნო ჩაცმულობას, ასე ნამდვილად არ იყო. სტატიაში ეწერა, ქვიშის სანაპიროს ტყავის კაბა არ უხდებაო, ეს იყო და ეს. ამ დროს არ იყო ტყავის კაბა, ნაჭრის იყო. თან იქ ძალიან ციოდა... უგემოვნო კი არა, ნახევარმა იურმალამ მკითხა, თუ ვინ ვიყავი, სად ვიმოსებოდი და ისიც კი - თმა სად შევიღებე. როგორც გავიგე, ბევრი ადამიანი ძალიან გახარებულია ამ სტატიით, მაგრამ სულ ტყუილად. თავად დავდე ჩემი ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული სტატია და ნორმალურად წაიკითხონ!.. ძალიან გამეხარდა, იმდენ ლამაზ მანდილოსანს შორის სწორედ მე რომ ამავსეს კომპლიმენტებით და თან არა მარტო პირველ დღეს, არამედ ყოველდღე! აქ რაც უნდათ, ის წერონ და ილაპარაკონ! ცხოვრება ისეთი მოკლეა - უსაქმური, ჩამოუყალიბებელი, უკულტურო ადამიანები რას ფიქრობენ ჩემზე, ამას ვერ დავუთმობ ჩემი დროის ერთ წამსაც კი. იგივეს გირჩევთ თქვენც!

- ახლახან დაბრუნდით საქართველოში. ახლა აქ ყველაზე აქტუალურია შორენა ბეგაშვილის და თიკო სადუნიშვილის დაპირისპირება. როგორც ვიცი ორივეს ახლოს იცნობთ...

- მართლა არ ვიცი, რატომ იჩხუბეს, მაგრამ თვითონვე უნდა გაარკვიონ. მე რა უფლება მაქვს, ამაზე კომენტარები ვაკეთო? ორივეს ვიცნობ და ორივეს მიმართ ვაფიქსირებ ჩემს სიმპათიას, დანარჩენი კი თვითონ გაარკვიონ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
ninachka
30 აგვისტო 2013 11:19
ქვეყანაზე შენ როგორ ზრუნავ თIკუნა? როგორ ვერ ვიტან ამ უაზრო ხალხის უაზრო კომენტარებს! აღშფოთება ვერ დავმალე :))) ნინა მაი რისფექთ თU იუ )
nanuka
28 აგვისტო 2013 05:02
ეს ქალბატონი სხვას რომ დასცინებს....ტუმცა რა გასაკვირია.
Tiniko
18 აგვისტო 2013 15:08
უსაკმური ტვიტონ ბრზანდებიტ კალბატონო ნინა, ვინც ტკვენ გაკებტ ის ხომ საკმიანია?ერტი დგე მაინც ტუ გიზრუნიატ ტკვენს კვეყანაზე და ხალხზეცხოვრება მხოლოდ სეკსზე ლაპარაკი გგონიატ


რედაქტორის რჩევით