"ნანკა კალატოზიშვილი მხოლოდ ჩემს ფილმშია გახდილი" - როგორ იღებენ საქართველოში ეროტიკულ ფილმებს - კვირის პალიტრა

"ნანკა კალატოზიშვილი მხოლოდ ჩემს ფილმშია გახდილი" - როგორ იღებენ საქართველოში ეროტიკულ ფილმებს

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":

რეჟისორ შოთა კალანდაძის ნამუშევრები იმით გამოირჩევა, რომ მასში მრავლადაა სასიყვარულო სცენები. თუმცა კალანდაძე საკუთარ ფილმებს ეროტიკულად არ მიიჩნევს და თავს ახალი ჟანრის რეჟისორს უწოდებს.

- ძალიან თამამ სცენებს იღებთ...

- რაც აქამდე გადაღებულა საქართველოში, ყველაზე თამამი სცენები მე გადამიღია. ახლახან გადავიღე ფილმი კახი კავსაძის მონაწილეობით "ძვირფასი ცოლი". ეს არის ტრაგიკული ისტორია, მაგრამ მასში შიშველი ქალიც მონაწილეობს. ბატონი კახი მიყვებოდა, რომ ერთ-ერთ ცნობილ საბჭოთა ფილმში - "უდაბნოს თეთრი მზე" - მის გმირს ბევრი ცოლი ჰყავს. აბანოს სცენა, სადაც ორი ქალი შიშვლად გადაიღეს, საბჭოთ ცენზურამ ამოჭრა. დღეს ჩვენ ცენზურა არ გვყავს და ჩემს ახალ ფილმში ასეთ სცენას არავინ ამოჭრის. ფილმში ახალგაზრდები გახდილები არიან. სცენარის მიხედვით, კახის გმირი და მისი მეუღლე სასტუმროში არიან. ის გამოდის ოთახიდან და გვერდით საძინებელში ხედავს, შიშველი ქალი წევს, იქვე კიდევ ერთი გახდილი გოგონა და ბიჭი წვანან. ანუ ორგიის სცენა იყო და მორჩა, დილით სძინავთ. ბატონი კახის გმირი შემთხვევით შეესწრება ამას. ეს იცით, როგორ გადავიღე? - რომ ეს არის სიბინძურე და ეს კაცი ამას აფასებს, რომ ახალგაზრდობის სულიერი სამყარო რა დონეზე დავიდა. ეროტიკა ისე უნდა იყოს გათამაშებული, რომ რაღაც აზრში მოექცეს და პორნოგრაფიული არ გამოვიდეს. თუმცა, ჩემს ფილმებში კიდევ სხვა თამამი სცენებიც არის, მაგალითად, სრულიად შიშველი ბიჭები. ნანკა კალატოზიშვილი მხოლოდ ჩემს ფილმშია გახდილი, ასევე რამაზ ნოზაძე, ლიკა ქავჟარაზე, როლანდ ოქროპირიძე, მარინა კახიანი და სხვები.

- როგორ ითანხმებთ ასეთ ცნობილ მსახიობებს გაშიშვლებაზე?

- ისინი ალბათ, იმიტომ არიან გახდილები, რომ ამას ფილმი მოითხოვს და არა იმიტომ, რომ ეს ეროტიკული სცენაა და მეტი არაფერი.

- თქვენ ფილმში გქონიათ სექსის იმიტაციაც.

- ჩემს ფილმებში არის სუპერთამამი სცენები. მაგალითან, იუნა შაფათავას გმირს 4 კაცი აუპატიურებს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.