ეკა კვალიაშვილი: "ჩემი სამივე ოჯახის დანგრევას ერთი მიზეზი ჰქონდა"
18-08-2013
ეკა კვალიაშვილი: "ჩემი სამივე ოჯახის დანგრევას ერთი მიზეზი ჰქონდა"

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":

- როდის შეგიყვარდა პირველად?

- ძალიან პატარა ასაკში და გავთხოვდი კიდეც.

- მიგაჩნია, რომ ეს შეცდომა იყო?

- ზრდასრულ ასაკში რომ გავთხოვდი ორჯერ, ხომ გაამართლა, რას ამბობ?! (იცინის) ბედი თქვი თორემ... ჭკვიანურად უნდა გათხოვდე. სამი წელი ვიცხოვრე პირველ ქმართან, ორწელიწად-ნახევარი - მეორესთან და ორი წელი - მესამესთან. ნახევარ წელიწადს ვაკლებდი ყოველ ჯერზე (იცინის).

- რატომ, ნერვები გიფუჭდებოდა?
- არ ამართლებდნენ და დროს აღარ ვკარგავდი. თემურ გვალია ნუკას
მამა გახლავთ. მეორე ქმარი, დათო, აღარ არის ცოცხალი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მასთან თანაცხოვრება ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მოსიარულე ენციკლოპედია იყო, საოცრად განათლებული, ისტორიკოსი. ორწელიწად-ნახევარი მეყო განათლებისთვის. ინსტიტუტი დავამთავრე და წამოვედი (იცინის).

- "არტიმედის" პერიოდში ბესო ბაკურაძე გაიცანი და მალევე
გათხოვდი. მახსოვს, როგორი შეყვარებული იყავი...

- ეს აღმაფრენა ყოველი ქორწინების დასაწყისში მჭირდა. ხომ იცით, ახალი ცოცხი კარგად გვის. მთავარია, მერე დაღმაფრენაში არ გადაიზარდოს (იცინის).

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში.
samartali
18 სექტემბერი 2013 11:29
ძაან ცუდი ადამიანიხარ ეკატერინე ,ვიგოდნიცა და ერთ რამეზე გამწარებული , ეგ მე ვიცი ეგ ვინც არის , საკუთარი დედა კუროს გულისთვის პატრულს სახლიდან გააგდებინა , და რაზეა მერე მეტი ლაპარაკი ქალი ქუჩა ქუჩა დადიოდა და შველას ითხოვდა , უბინძურესი ქალია კვალიაშვილი ყველაფერზე მოაწერს ხელს ეგ შმარა, არავის აგარ უნდა მასტან ურთიერტობა და ახლობლობა ყველამ იცის რა ფრუქტია
ლელა
20 აგვისტო 2013 11:08
თუ მე არ დავანგრიე მან ხომ თავზე დამალეწა ყველაფერი ამიტომ თუ დასანგრევია რას ელოდებით.... ყველას ბედნიერებას გისურვებთ
ქრისტინე
19 აგვისტო 2013 19:37
ძალიან პატარა ასაკად თუ ითვლებოდა 27–28 წელი გათხოვებისთვის,ნამდვილად არ ვიცოდი! მაშინ მე ძუძუმწივარა ვყოფილვარ,როცა გავთხოვდი!:)))))

რედაქტორის რჩევით