გვანცა ბაგრატიონი - "ბიძინა ივანიშვილი სხვანაირად მიყურებს" - კვირის პალიტრა

გვანცა ბაგრატიონი - "ბიძინა ივანიშვილი სხვანაირად მიყურებს"

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

რეპერი გვანცა ბაგრატიონი საზოგადოებამ 2 წლის წინ ბერა ივანიშვილის განსაკუთრებული თაყვანისმცემელის სტატუსით გაიცნო. გვანცამ ბერას ლექსი მიუძღვნა და თავის მიერ შექმნილი პორტრეტიც აჩუქა.

- იცნობ ბერას?

- როგორ არ ვიცნობ. როგორც კი საქართველოში ჩამოვიდა, გავიცანი. საოცრად კარგი ადამიანია, "ლამბორჯინითა" და ძვირფასი საჩუქრებით მას ვერ გააკვირვებ, ამიტომ მი-სი პორტრეტი შევქმენი და ვაჩუქე. ბერას გული რომ მოიგო, მას სითბო და სიყვარუ-ლი უნდა დაანახო. მინდა, ჩემი გული და სულიც ვაჩუქო.

***

- ბერამ რომ გთხოვოს ცოლობა, რა რეაქცია გექნება?

- დავთანხმდები აუცილებლად. მაგის გამო შეყვარებულსაც მივატოვებ და ქმარსაც. ნებისმიერი გოგო ინატრებს ისეთ ოჯახში მოხვედრას, როგორიც ბერას ჰყავს. რა სინდისით უნდა თქვა უარი ბერას ცოლობაზე?

- შენი აზრით, ბიძინა ივანიშვილს სარძლოდ მოეწონები?

- ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ცოტა სხვანაირად მიყურებს, ვიცი, არ მოვწონვარ. ვფიქრობ, მას და ეკას ჩემნაირი რძალი არ მოეწონებათ, ალბათ უფრო ჩადრიან გოგოს ეძებენ. ვინც ეკრანზე შიშველი არ ჩანს. მათ ოჯახს კდემამოსილი გოგო უფრო შეეფერება (იცინის).

- პრეზიდენტის ვაჟი არ მოგწონს?

- კარგი ბიჭია ედუჩა სააკაშვილი, ის ბერასგან განსხვავებულია. მაგრამ ედუჩას ცოლად ნამდვილად არ გავყვებოდი. როგორც ვიცი, ახლა ის ჩინეთშია, დიდი ხანია, არ შევხვედრივარ. ქართველი ბიჭებისთვის მშობლების აზრი მნიშვნელოვანია, სააკაშვილის ვაჟი უფრო მომიყვანს ცოლად, ვიდრე ბერა, რადგან მიშა სხვანაირად უყურებს ყველაფერს. ბერას ვერ ვუღალატებ, გამორიცხულია.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.