რა ქენი, მონიკა, ეს??? - კვირის პალიტრა

რა ქენი, მონიკა, ეს???

ტელმან ისმაილოვის სახელი შესაძლოა ჩვენ არაფერს გვეუბნებოდეს, მსოფლიო შოუბიზნესისთვის კი ოდიოზური აზერბაიჯანელი მილიარდერი კარგადაა ცნობილი - მის მიერ გამართულ წვეულებებს სტუმრობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა შერონ სტოუნი, შაკირა, მერაია ქერი, ჯენიფერ ლოპესი, ტომ ჯონსი, სილი და მრავალი სხვა. ისმაილოვი, გარდა იმისა, რომ ბევრი ფული აქვს და მათი ხარჯვა არ ენანება, ქალების მუსუსობითაცაა ცნობილი. მისი უკანასკნელი ნანადირევი კი, თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი და სასურველი ქალბატონი, ფრანკო-იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩია. როგორც ამბობენ, სწორედ ისმაილოვთან რომანს შეეწირა ერთ-ერთ ყველაზე მყარი ვარსკვლავური ქორწინება ბელუჩისა და მსახიობ ვენსან კასელს შორის, რომელიც 17 წელი გაგრძელდა. დასავლური ტაბლოიდების ინფორმაციით, მონიკა და ვენსანი ერთობლივი თანხმობის საფუძველზე გაეყარნენ, წყვილი დიდ დროს ატარებდა ცალ-ცალკე, ბოლო დროს კი საერთოდ იშვიათად ხედავდნენ ერთმანეთს.

48 წლის მონიკა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მეუღლესთან სულ უფრო უჭირდა საერთო ენის განმონახვა. გარდა ამისა, მსახიობის თქმით, ვენსანი, რომელიც მასზე ორი წლით უმცროსია, ძალიან ეჭვიანია. რაც შეეხება ისმაილოვს, ოლიგარქი და ბელუჩი ერთად პაპარაცებმა ჯერ კიდევ 2009 წელს გამოიჭირეს.

*ტელმან ისმაილოვის სახელს ადრე შერონ სტოუნსაც უკავშირებენ. ისინი, როგორც ირკვევა, მინიმუმ კარგი მეგობრები არიან

*მონიკა აწ უკვე ყოფილ მეუღლე, ვენსან კასელთან ერთად