რა ქენი, მონიკა, ეს???
28-08-2013
რა ქენი, მონიკა, ეს???
ტელმან ისმაილოვის სახელი შესაძლოა ჩვენ არაფერს გვეუბნებოდეს, მსოფლიო შოუბიზნესისთვის კი ოდიოზური აზერბაიჯანელი მილიარდერი კარგადაა ცნობილი - მის მიერ გამართულ წვეულებებს სტუმრობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა შერონ სტოუნი, შაკირა, მერაია ქერი, ჯენიფერ ლოპესი, ტომ ჯონსი, სილი და მრავალი სხვა. ისმაილოვი, გარდა იმისა, რომ ბევრი ფული აქვს და მათი ხარჯვა არ ენანება, ქალების მუსუსობითაცაა ცნობილი. მისი უკანასკნელი ნანადირევი კი, თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი და სასურველი ქალბატონი, ფრანკო-იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩია.
როგორც ამბობენ, სწორედ ისმაილოვთან რომანს შეეწირა ერთ-ერთ ყველაზე მყარი ვარსკვლავური ქორწინება ბელუჩისა და მსახიობ ვენსან კასელს შორის, რომელიც 17 წელი გაგრძელდა. დასავლური ტაბლოიდების ინფორმაციით, მონიკა და ვენსანი ერთობლივი თანხმობის საფუძველზე გაეყარნენ, წყვილი დიდ დროს ატარებდა ცალ-ცალკე, ბოლო დროს კი საერთოდ იშვიათად ხედავდნენ ერთმანეთს.

48 წლის
მონიკა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მეუღლესთან სულ უფრო უჭირდა საერთო ენის განმონახვა. გარდა ამისა, მსახიობის თქმით, ვენსანი, რომელიც მასზე ორი წლით უმცროსია, ძალიან ეჭვიანია. რაც შეეხება ისმაილოვს, ოლიგარქი და ბელუჩი ერთად პაპარაცებმა ჯერ კიდევ 2009 წელს გამოიჭირეს.


*ტელმან ისმაილოვის სახელს ადრე შერონ სტოუნსაც უკავშირებენ. ისინი, როგორც ირკვევა, მინიმუმ კარგი მეგობრები არიან


*მონიკა აწ უკვე ყოფილ მეუღლე, ვენსან კასელთან ერთად
















დათა ბატონო
24 სექტემბერი 2013 19:43
უეჭველი მონი,კასელთან სამყაროების სხვაობა გძაბავდა,ისმაილოვთან კი ოუცილებლად ნახავ სამყაროების ასე ვთქვათ გადაკვეთის წწერტილს!მაგრამ გეხვერწები და გთხოვ, ვენსანი არ დაივიწყო გოგო,გაფიცებ ჩემ თავს და შენს ახალგაზრდობას!
tamaz
12 სექტემბერი 2013 18:03
ამ ხალხმა სულ დაუბერა, სად ერეკლე, სად სოფოკლე, სად სტატიის შინაარსი და სად კომენტარების.
ekaterine
08 სექტემბერი 2013 00:06
მეც მაქვს წაკითხული მონიკა ბელუჩის ბიოგრაფია და გარკვევითაა ნახსენები, რომ მამა ირანელი ჰყავდა და დედა იტალიელი..... ალექსს ვეთანხმები და მინდა დავამატო, რომ სხვისი საქმეების გარჩევას ჯობდა საკლუთარი ტავისათვის მიგვეხედა!!!!

რედაქტორის რჩევით