"20 წელზე მეტია, ია მიყვარს" - ია ფარულავა თხოვდება - კვირის პალიტრა

"20 წელზე მეტია, ია მიყვარს" - ია ფარულავა თხოვდება

ამონარიდი "ყველა სიახლიდან":

მსახიობი ია ფარულავა შეყვარებულია, მისი რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი ტარიელ სუარია. ის გიტარისტია და წარმატებით სარგებლობს ევროპულ მუსიკალურ სამყაროში. როგორც ჩანს, წყვილს ძალიან უყვარს ერთმანეთი, ისინი გრძნობებს "ფეისბუქზეც" არ მალავენ. ტარიელი საკუთარ გვერდზე იას ფოტოს აქვეყნებს, სათაურით - "ჩემი მუზა და სუნთქვა", მეორე ფოტოზე კი წერს, რომ ეს არის ადამიანი, "რომელსაც მაღალზნეობრივ ფასეულობებზე და ღირებულებებზე წინ არასოდეს არაფერი დაუყენებია… მენატრები პატარავ! მიყვარხარ სიგიჟემდე". ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით ია და ტარიელი უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებენ.

"ყველა სიახლე" ტარიელ სუარს გაესაუბრა:

- სად გაიცანით ია?

- 20 წელზე მეტია, ია მიყვარს, ყოველთვის მინდოდა მასთან შეხვედრა და თუნდაც ავტოგრაფის ჩამორთმევა, მაგრამ აქამდე ეს ვერ მოხერხდა. მე გერმანიაში ვმოღვაწეობ, სადაც ბახის მუსიკას ვუკრავ. აღმოჩნდა, რომ იას ძალიან უყვარს ბახი, ერთმანეთთან სწორედ ამან დაგვაკავშირა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა. ია ზუსტად ისე აფასებს ბახის მუსიკას, როგორც ფრანკფურტის კრიტიკოსები. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.