"20 წელზე მეტია, ია მიყვარს" - ია ფარულავა თხოვდება
17-09-2013
"20 წელზე მეტია, ია მიყვარს" - ია ფარულავა თხოვდება
ამონარიდი "ყველა სიახლიდან":

მსახიობი ია ფარულავა შეყვარებულია, მისი რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი ტარიელ სუარია. ის გიტარისტია და წარმატებით სარგებლობს ევროპულ მუსიკალურ სამყაროში. როგორც ჩანს, წყვილს ძალიან უყვარს ერთმანეთი, ისინი გრძნობებს "ფეისბუქზეც" არ მალავენ. ტარიელი საკუთარ გვერდზე იას ფოტოს აქვეყნებს, სათაურით - "ჩემი მუზა და სუნთქვა", მეორე ფოტოზე კი წერს, რომ ეს არის ადამიანი, "რომელსაც მაღალზნეობრივ ფასეულობებზე და ღირებულებებზე წინ არასოდეს არაფერი დაუყენებია… მენატრები პატარავ! მიყვარხარ სიგიჟემდე". ჩვენ მიერ მოპოვებული
ინფორმაციით ია და ტარიელი უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებენ.

"ყველა სიახლე" ტარიელ სუარს გაესაუბრა:

- სად გაიცანით ია?


- 20 წელზე მეტია, ია მიყვარს, ყოველთვის მინდოდა მასთან შეხვედრა და თუნდაც ავტოგრაფის ჩამორთმევა, მაგრამ აქამდე ეს ვერ მოხერხდა. მე გერმანიაში ვმოღვაწეობ, სადაც ბახის მუსიკას ვუკრავ. აღმოჩნდა, რომ
იას ძალიან უყვარს ბახი, ერთმანეთთან სწორედ ამან დაგვაკავშირა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა. ია ზუსტად ისე აფასებს ბახის მუსიკას, როგორც ფრანკფურტის კრიტიკოსები. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.


vava
27 სექტემბერი 2013 18:06
დიტო ხარ? რა 20 წელზე მეტია გიყვარს ? :)
karol
26 სექტემბერი 2013 10:26
მაია წერს რომ თურმე სიამოვნებს მათი გაბრწყინებული თვალების ცქერაო და ბედნიერებას ვუსურვებთო.ბედნიერებას ცალცალკე ყოფნით უსურვებენ ნეტა?????ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. 2 დღის ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი ერთად არ არიან,კაცი გერმანიაში ატარებს თაფლობას უპატარძლოდ,ფარულავა კიდე რადიოში უსიძეოდ.საყვარელი კაცის გარეშე ვერ ძლებდა ადრე,და ეხლა ჯვარდაწერილი უქმრობააა რაღა დარდუბალა?????.სად ხედავენ ერთად გაბრწინებული თვალებით????????????ერთად არ ცხოვრობენ ან როგორ წვება ცოლი ქმართან skype-თ??????????
nana
25 სექტემბერი 2013 12:14
და ცხოვრობდნენ დიდხანს ბედნიერად. ჭირი იქა, ლხინი აქა

რედაქტორის რჩევით