GTA V - მა გაყიდვების ყველა რეკორდი დაასამარა - კვირის პალიტრა

GTA V - მა გაყიდვების ყველა რეკორდი დაასამარა

ვიდეოთამაში Grand Theft Auto V სავარაუდოდ გაყიდვების რეკორდსმენი გახდება, მას შემდეგ რაც მთელს მსოფლიოში დაიწყო მისი გაყიდვა. დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, მაღაზიები შუაღამისას გაიხსნა და თამაშის მოყვარულებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კომპიუტერული თამაშის ყიდვის შესაძლებლობა მიეცათ.

ინტერნეტვაჭრობის გიგანტმა "ამაზონმა" უკვე დაასრულა თამაშის გაყიდვები, რომლის ღირებულებამაც 170 მილიონი ფუნტი შეადგინა. ამ მაჩვენებლით, ვიდეოთამაშის გაყიდვები ზოგიერთი ჰოლივუდური ბლოკბასტერის ღირებულებასაც კი აჭარბებს. ექსპერტების შეფასებით, გაყიდვის პირველ წელიწადს თამაშის შემოსავალი 1 მილიარდს გადააჭარბებს.