ნინა: "პირი რომ გავაღო, სალომე ქმარსაც დაკარგავს და შვილსაც..." - კვირის პალიტრა

ნინა: "პირი რომ გავაღო, სალომე ქმარსაც დაკარგავს და შვილსაც..."

სალომე გოგიაშვილი ნინას: "სანამ დაუწვებოდი, მანამდე გეფიქრა ვისი ქმარი იყო"..."

"სალომე გოგიაშვილი ვერ მოესწრება, რომ წამომიკიდოს..."

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ამჯერად მას ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი დაუპირისპირდა. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით სალომე გოგიაშვილმა რუსი მომღერლის და პლასტიკური ოპერაციების მოყვარული სერგეი ზვერევის ფოტოს გვერდით ნინას ფოტო დაამონტაჟა და ინტერნეტსივრცეს სამი განსხვავების პოვნა სთხოვა. ამ ფოტოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნინამ  სალომეს  ბედნიერი ცხოვრება უსურვა, თუმცა კეთილ  სურვილებს სალომემ სხვაგვარად უპასუხა - მან "ფეისბუქით"

ნინას ასეთი მოკითხვა შეუთვალა: "ძალიან ემოციური სათაურია, ნინა, ბრავო! ისე, რამე ხომ არ დაგავიწყდა? გინდა, კარგად შეგახსენო შენი იტალიის„"პაეზდკა"? და ერთს დავამატებდი: სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია, მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით," - წერს სალომე.

კომენტარი ვთხოვეთ ნინა წკრიალაშვილს.

" - როდესაც თენგოს გავყევი ცოლად,  მაშინ დაიწყო სალომემ ლაპარაკი იმაზე, რომ მე მის ყოფილ ქმართან დავდიოდი, ოღონდ რომელთან, ეს მეც ვერ გავიგე. მერე გაჩერდა. ეტყობა, რაღაცა უნდა, ამიტომ ჯობია, დამირეკოს და პირდაპირ მითხრას, თუ რამე აწუხებს, დავეხმარები. მას უნდა, გამომიწვიოს, მაგრამ ამას ვერ მოესწრება. დიდ ბედნიერებას ვუსურვებ. როგორც ჩანს, არ არის ბედნიერი, რადგან აქამდე  ვერ მოისვენა! მე რომ ლაპარაკი დავიწყო, ბევრი რამის თქმა მომიწევს, ამიტომ  მინდა, მშვიდად იყოს. თუ ჰგონია, ამით მე მაყენებს შეურაცხყოფას, ძალიან ცდება. ისევ თვითონ რჩება შეურაცხყოფილი.  თუ საქართველო კარგად იქნება იმით, რომ ყოველდღე ვიღაცამ რაღაც საზიზღრობა დამაბრალოს, კი ბატონო, წერონ, რაც უნდათ, ოღონდ თავი დამანებონ. ახლა საქმე მაქვს, ვცეკვავ და წარუმატებელ ადამიანზე დროს ვერ დავკარგავ, მასავით ვერ მოვიქცევი, არ შემიძლია, თან ორსულადაა, ბოლოს და ბოლოს, იპოვა ისეთი ქმარი, როგორიც უნდოდა.

სამი წლის წინ გავთხოვდი და მეორე  დღიდან დაიწყო ჩემი გამოწვევა. როდესაც რაღაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, მაშინ აქტიურდება. კიდევ ერთს ვიტყვი: რომელი იტალია! მაგას თუ იტალია უკვირს, მე რვა წლის ვიყავი, პირველად ნიუ-იორკში რომ წავედი. როდესაც ქმარი გყავს და შვილს ელოდები, მეტი საქმე არ უნდა გქონდეს? ღმერთი ყველაფერს ხედავს. ამაზე უარესი გადამიტანია. პირი რომ გავაღო, გარეთ ვერ გამოვა, ქმარსაც დაკარგავს, შვილსაც, მაგრამ არ გავაკეთებ ამას! შეირგოს გათხოვილი ქალის იმიჯი, თავი დამანებოს და დამშვიდდეს...

ქეთი საგინაშვილი