თაზო ლიპარტელიანი -”არც ერთ შემთხვევაში არ არ ვითანამშრომლებ ბერასთან”
24-09-2013
თაზო ლიპარტელიანი -”არც ერთ შემთხვევაში არ არ ვითანამშრომლებ ბერასთან”
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":

რუბრიკა "ფსიქოს” სტუმარი მუსიკოსი გრინჩი, იგივე თაზო ლიპარტელიანია. თაზო ჯგუფ "კუნგ ფუ ჯანკის” წევრია, რომელიც ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

– ამბობენ, რომ ემოების ლიდერი ხარ და სატანისტურ რიტუალებს ატარებ სასაფლაო-ებზე, ეს ერთ-ერთ ვიდეოშიც აღიარე...

– ეგ ვიდეო უბრალოდ გართობის მიზნით ჩავწერე, ნოდარ მელაძის გადაცემა გავაშარჟე, სადაც ემოებზე და სატანისტურ რიტუალებზე იყო საუბარი. რა მეტყობა, რომ ემო ვარ? საქმე არ მქონდა და გავერთე.

– მამასთან ერთად გადაღებულ
ვიდეოში რა გააპროტესტე?


– მაგ ვიდეოთი მე მამების თაობის მიმართ დავაფიქსირე პროტესტი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისადმი. ცხოვრებისადმი მამაჩემის დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მამა არ მიყვარს. სანამ პოლიტიკიდან საბჭოთა კავშირის დროინდელი ხალხი არ წავა, არაფერი გვეშველება. ახლა დაბინძურებული ხალხი არის მთავრობაში.

***

ბევრი ფული რომ მოგცენ, უმღერებ ბიძინა ივანიშვილს?

– არც ერთ შემთხვევაში არ ვუმღერებ ბიძინას და არ ვითანამშრომლებ ბერასთან, ეს არის ჩემი პრინციპი. ჩემთვის მიუღებელია ბიძინას ან სხვა პოლიტიკოსის პოლიტიკა და იმის წინააღმდეგი ვარ, ვინც მართავს ქვეყანას და ასე იქნება ყოველთვის. ფულის გამო არ ვიტყვი, რომ მაგარია ბიძინა. ამიტომაც დავდივარ ჯიბეგამოფხეკილი. მირჩევნია ასე თავისუფლად ვიცხოვრო.

ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.

svani
01 ოქტომბერი 2013 23:34
ეს ვინაა კაცო?
kaxi
25 სექტემბერი 2013 21:30
აუ რა პიტალოა
saxeli
25 სექტემბერი 2013 16:20
ყველა თაობას ჰგონია რომ ჯობია შვილებისას უფროს-უმცროსობით, მეგობრობით და ვაჟკაცობით. ძველი პესნიაა, ძველი სისულელე.

რედაქტორის რჩევით