"ნინაცა და ჩემი ყოფილი ქმარიც იმდენად დაბალი დონეა, რომ..." - სალომე გოგიაშვილი ნინას პასუხობს
"ნინაცა და ჩემი ყოფილი ქმარიც იმდენად დაბალი დონეა, რომ..." - სალომე გოგიაშვილი ნინას პასუხობს
რამდენიმე დღის წინ ორ ცნობილ სახის შორის დაწყებული სკანდალი გრძელდება. სოციალური ქსელით დაპირისპირებამ პრესის ფურცლებზე გადაინაცვლა. სალომე გოგიაშვილი ნინას პასუხობს და თავის ყოფილ ქმართან ბედნიერებას უსურვებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარების მიხედვით ნინას და სალომეს შორის კონფლიქტი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების გამო დაიწყო. ამის გარდა, სალომე გოგიაშვილი ნინა წკრიალაშვილს მის ყოფილ მეუღლესთან - ვასიკო თევდორაშვილთან რომანის გაბმას აბრალებს.

-თქვენსა და ნინას შორის დაპირისპირების მიზანი პოლიტიკური შეხედულება იყო?

- როდესაც ადამიანს აღმერთებ და
მის პოზიციას იჭერ, ვთვლი, ყოველთვის მის პოზიციაზე უნდა დარჩე. თუ გამოდიხარ და ამბობ, თუ მიშა წავა, მეც წავალ ამ ქვეყნიდან და აქ აღარ გავჩერდები, სულ მცირე, ის უნდა გააკეთო, რასაც ამბობ. გასაკვირი არ არის და არც სიახლეა,
რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუჭერ მხარს. ამიტომ ბრალდება, რომ ახლა აღმოვაჩინე ბატონი ბიძინა და გადარეული ვარ, გამოვედი, ნაციონალებს ვაგინებ და ვურტყამ, დიდი სისულელეა.

-სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების გარდა, ნინა თქვენს ყოფილ მეუღლესთან ვასიკო თევდორაშვილთან რომანში ამხილეთ.

-გახსენებაც არ მინდა ამ ამბის, ორივე იმდენად დაბალი დონეა, მამაკაციც და ის ქალბატონიც. ვითომ არაყოლა, ჩემი ქება, ინტერნეტ სივრცეში ჩემი მისამართით კეთილი სურვილების გადმოფრქვევა და ამით კარგი გოგოს როლის თამაში, ძალიან სასაცილოა. მით უმეტეს, ვინც მაგ პიროვნებას იცნობს. ჩემთვის ის კი არ იყო გასაკვირი, რომ იმ ადამიანთან დაიჭირა ურთიერთობა, აბსოლუტურად ერთი დონეა ორივე. მე ეს არ გამკვირვებია, გამიკვირდა, რომ ჩემთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ეს მაშინ გააკეთა. როდესაც ადამიანთან ვახლობლობ, მის ოჯახში დაუკითხავად ნივთს არ ავიღებ, ძველი ნივთია, ახალი თუ გადასაგდები.

რაც შეეხება იმ მუქარას, რომ თუ ის ალაპარაკდება, მე ოჯახს დამინგრევს. მუქარა ძალიან ცუდი ტონია, ლამაზი არ არის. იმასაც ამატებს, რომ ახლა ფეხმძიმედ ვარ და არ მანერვიულებს, რაც უნდა, როცა უნდა, სადაც უნდა შეუძლია ილაპარაკოს. მე პრობლემა არ მაქვს, რადგან არასდროს ისეთი რამ არ ჩამიდენია, რის გამოც შემრცხვება. მას წარმატებას იქით ვუსურვებ. ისე რომ გამოიყვანა, თურმე დაბოღმილი და გამწარებული ვარ. რის ფონზე უნდა ვიყო გაბოროტებული?! ნინას ყურებით თუ გავმწარდი, ნამდვილად სამკურნალო და ასათიანზე დასაწვენი ვარ. ჯერ-ჯერობით, ამ დონეზე არ ვარ მისული.

-ძალიან ხართ ნინაზე გაბრაზებული, თქვენი ღიად დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ის სერგეი ზვერევს შეადარეთ...


- ზვერევს იმიტომ შევადარე, რომ ძალიან ჰგავს. მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი, არ ჰგავს? თუ ნინა გაღიზიანდა იმაზე, რომ მე ის ვინმეს შევადარე, მაიმუნისთვის ან რომელიმე ცხოველისთვის არ შემიდარებია. სხვათა შორის, ძალიან გამოჩენილ ადამიანს შევადარე. ნებისმიერი დამიყენეთ და მითხრას, რითი არ გავს ნინა წკრიალაშვილი სერგეი ზვერევს.

აუცილებლად მიაწერეთ, რომ მეც ძალიან გამიხარდება ნინას ბედნიერება და ძალიან გამიხარდება, თუ როდისმე მაინც აეწყობა მისი ცხოვრება. როგორც იქცევი და როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობ, ანალოგიურ ბედნიერებას და ისეთივე მომავალს იმკი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან ბედნიერი იქნება.

ზაზა გიგაური

მკითხველის კომენტარი (60)
whatever
09 ოქტომბერი 2013 07:53
რა ახლობელი, რეებს ბოდავთ ხოლმე... აი მე პირადად არც ერთს არ ვიცნობ და სურვილიც არ მაქვს ვიცნობდე :D არანაირი თან, უბრალოდ შორიდან რაც დავინახე სალომე ჭედავს აშკარად... ნამდვილად ვერ ვიტყოდი , რომ ნინას ჯობია...
ვაჰაჰა
28 სექტემბერი 2013 22:27
ზვერევმა შეიძლება შეურაწყოფისათვის იჩივლოს.
gvanca
28 სექტემბერი 2013 09:46
არ გრცხვენია სალომე ?რას ამბობ ნინაზე პირი გამოირეცხე..სულ გაგიჯებულხარ
CO
27 სექტემბერი 2013 16:47
მაგრად შემრცხვებოდა სალომეს ქმრის ადგილას.. თავის ყოფილ ქმარს ვისთან აქვს რომანი რა მნიშვნელობა აქვს? გამოდის და საჯაროდ ლანძღავს ნინას ჩემს ყოფილ ქმართან რომანი გაქვსო საკუთარ მოქმედ ქმარს საერთოდ არ ცცემს პატივს???
ძალიან უდონო გოგოა!!
ეკა
27 სექტემბერი 2013 16:19
ეს ქალი მართლა გამოშტერდა ამდენი გათხოვებებით
DD
27 სექტემბერი 2013 15:34
რა ცოდო ხარ სალომე? საკუთარი ცხოვრებით რომ ცხოვრობდე ხომ აჯობებდა?! თითი სხვისკენ მაშინ გაიშვირე, როცა შენ თვითონ სუფთა გექნებოდა ეგ თითი.!! საწყენია, ზრდასრული ქალბატონი ხარ პრიმიტიულად მოაზროვნე....
tikuna
26 სექტემბერი 2013 16:15
levan, სახელის მიხედვით "კაცი" უნდა იყო, მაგრამ აზროვნებით ჭორიკანა ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ. შენ თუ არც ერთს არ იცნობ, საკითხავია როგორ აფასებ მათ? მაშინ ისიც თქვი, რა კრიტერიუმით ჯობია სალომე ნინას?
....
26 სექტემბერი 2013 15:14
ეს ქალი ვისზე ლაპარაკობს,თითო კაცისგან თითო შვილს აჩენს :)
nina
26 სექტემბერი 2013 13:40
სასაცილოა ამ ქალბატონების მხრიდან კარგ ტონზე საუბარიც კი.ან ერტი ან მეორე რომელ ტონზე საუბრობს როცა სახალხოდ გამოაქვტ ტავიანტი ჭუჭყიანი საცვლები რომლებსაც ქლორიც კი ვეღარ გარეცხავს.ტქვენ კიდევ გაზეტის გამომცემლები ხალხს სეირს აყურებინებტ რომ გაიყიდოტ,კარგიტ რა.
KATIA
26 სექტემბერი 2013 13:34
ეს ყველაფერი იმდენად საზიზღრობაა წაკიტხვაც არ ღირს.ვის რაში აინტერესებს ამ უაზრო ქალების ურტიერტობა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები