ნინა – "სალომე გოგიაშვილი ალინა არველაძეს მუხლებზე ედგა, მამუშავეთ, ვკვდები მშიერიო." - კვირის პალიტრა

ნინა – "სალომე გოგიაშვილი ალინა არველაძეს მუხლებზე ედგა, მამუშავეთ, ვკვდები მშიერიო."

ნინა წკრიალაშვილი სალომე გოგიაშვილთან პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაპირისპირებას უარყოფს და თავის მხრივ, უკვირს, რატომ მიჰყავდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ სალომეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი კონცერტები.

- რატომ დაიძაბა თქვენს შორის ურთიერთობა?

- მართლა არ ვიცი, რაღაცეებს ამბობს და ვერ გავიგე, რა უნდა. კითხეთ და გეტყვით.

- ის გადანაშაულებთ, თითქოს იტალიაში მის ყოფილ მეუღლესთან რომანი გააბით... ვასიკო თევდორაშვილს იცნობთ? მართლა ჩახვედით ან მეგობრობთ მასთან?

- არა, რას მელაპარაკებით, რა მინდოდა მასთან იტალიაში. რა სისულელეა, გიჟივით მეცინება. მისი ყოფილი მეუღლე ერთხელ მყავს ნანახი, თიანეთში კონცერტზე, სალომე და ეგ ბიჭი იყო, ღამე ვნახე კარგად არც მახსოვს, რანაირია, მგონი პუტკუნა ბიჭი უნდა იყოს. არ ვიცი, რა უნდა ჩემგან, ისეთი გახარებული იყო, ის რომ წავიდა. გამოდიოდა, წყევლიდა, ტელევიზიით არხი არ დატოვა და გაზეთი, რომ არ მიეწყევლა და ვერ გავიგე, რა უნდა, მართლა ვერ ვიგებ. მე არ ვეჩხუბები სალომეს, პირიქით, ნერვების დამშვიდებას, თავის ოცნების ქმართან ერთად ტკბილ ცხოვრებას და მშვიდობიან მშობიარობას ვუსურვებ.

- რატომ ფიქრობთ, რომ ნერვების დამშვიდება სჭირდება?

- აბა ეხლა, ნერვები რომ უვარგოდეს, მაგეებს დაწერს? რა მაინტერესებს, იცი, ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ, ქალი როცა არის ბედნიერი და ყავს სხვა ქმარი, წინა ქმარზე, ნორმალურია ასეთი რამეების წერა? ესე იგი, ნერვები არ აქვს კარგად. მისი ახლანდელი მეუღლის ძალიან მიკვირს, დასცინის ერი.

- ანუ, სალომეს მიერ თქვენს მიმართ გაკეთებულ არანაირ განცხადებაზე არ ბრაზდებით?

- მაგ გოგოზე როგორ შეიძლება ნერვები მომეშალოს. მას ადამიანები ეზიზღება, ის ერთი ჩვეულებრივი ჰომოფობია. დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებს. ალინა არველაძეს მუხლებზე ედგა, მამუშავეთ, ვკვდები მშიერიო. ,,იმედში"" მიიყვანეს, 2 წელი ზედ გადაყვნენ, გამოვიდა, ეცა ალინას და გალანძღა. მერე ანუკა არეშიძე გალანძღა, რატომ ვერ გავიგე. ახლა ჩემი ჯერია, ეტყობა, შემდეგი ვინ იქნება, არ ვიცი. დაველოდები.

- ზვერევს რომ შეგადარათ, ეს ალბათ გეწყინათ?

- არა, ხალხო, მეცინება. როგორ შეიძლებამეწყინოს. ზვერევს მშვენიერი გარეგნობა აქვს. ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ვითომ ბევრი პლასტიკური ოპერაცია მაქვს გაკეთებული. სასაცილოა, რომ მქონდეს, ვიტყვი და რომ დავბერდები, აუცილებლად გავიკეთებ. მხოლოდ ცხვირი მაქვს გაკეთებული, ხალხი ცხვირს კი არა, თავიდან ეწყობა და მალავენ და მე სანამ გავიკეთებდი, მანამ ვთქვი, რომ ცხვირს ვიკეთებ-თქო და არ გადამაყოლეს, ამ ჩემი ცხვირის ოპერაციას?! მახსოვს, ცხვირი რომ გავიკეთე, სალომემ დამირეკა, მეც მინდაო და ვინ გაგიკეთაო.

- პოლიტიკური შეხედულებების გამო ხომ არ დაუპირისპირდით ერთმანეთს?

- ჩემო საყვარელო, მე სალომეს ვნახულობდი მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ კონცერტებზე. ბოლოს ვნახე, საპარლამენტო არჩევნები რომ იყო და ტურნე რომ გვქონდა, იქ იყო წამყვანი. მას მერე სალომე არ მინახავს და რა პოლიტიკაზე არის გაბრაზებული, ვერ ვიგებ. "5-იანის მაიკა" ეცვა და გამოდიოდა, აგვისტო-სექტემბერში, მახსოვს.

- ეს სად მოხდა?

- სად და რაჭაში. ფოტოებიც არსებობს მაგ კონცერტიდან. გუშინ მისი მეორე ქმრის ცოლმა მომწერა ფეისბუქზე, ნინა, არც მიაქციო ყურადღება, მეც გამამწარა მაგ გოგომ, სახლში მივარდებოდა, ნერვები არ აქვს კარგ მდგომარეობაში და ცოდოაო. ძალიან დიდი წერილი მაქვს იმ გოგოსგან. მაგრამ მისი ნებართვის გარეშე ვერ გამოვაქვეყნებ.

ძალიან გამიკვირდა სალომე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ კონცერტზე რომ დავინახე. როდესაც მან ყველაფერი დაკარგა, არ ვიცი, მიზეზი რა იყო, ბატონი ბიძინა დაეხმარა მის ოჯახს და ამოიყვანა წუმპიდან. გამიკვირდა, მას მორალურად არ ქონდა უფლება, სულ რომ პოლიტიკურად ნაციონალების მხარეს ყოფილიყო, მათი საარჩევნოდ გამართული კონცერტები წაეყვანა. მისი იდეები რომც დამთხვეოდა ნაციონალებისას, როცა ადამიანი ასე გეხმარება და სხვა პოლიტიკური კურსს ემხრობა, შეიკავე თავი და დაჯექი სახლში.

მე ვუსურვებ სალომეს ნერვების დაწყნარებას, დატკბეს ცხოვრებით და შეირგოს, რაც აქვს.

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)