სალომე გოგიაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" კონცერტები ნამდვილად მიმყავდა
28-09-2013
სალომე გოგიაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" კონცერტები ნამდვილად მიმყავდა
რამდენიმე დღის წინ ორ ცნობილ სახის შორის დაწყებული სკანდალი გრძელდება. სოციალური ქსელით დაპირისპირებამ პრესის ფურცლებზე გადაინაცვლა. ნინა წკრიალაშვილი სალომეს საყვედურობს - "ნაციონალების" საარჩევნო კონცერტები რატომ მიგყავდაო, სალომე კი აცხადებს, რომ ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ხედავს.

სალომე გოგიაშვილი:


-"ნაციონალური მოძრაობის" კონცერტები ნამდვილად მიმყავდა. იმ დროს, ამ კონცერტებში ყველა იღებდა მონაწილეობას. საარჩევნო კონცერტებიც მიმყავდა, სხვა ალტერნატივა იყო სადმე? მე მგონი, არ იყო. ეს არის ჩემი სამსახური. მე ამით ფულს ვშოულობ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ,
საერთოდ არ ვნანობ, რომ "ნაციონალების" კონცერტები მიმყავდა, რადგან აბსოლუტურად პატიოსანი გზით ვმუშაობდი. სიმართლე გითხრათ, არ ვთვლი, რომ თავი უნდა ვიმართლო.

-ნინა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამავე დროს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობდით...

- მაშინ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ იყო პოლიტიკაში. თანაც, ბატონ ბიძინას არანაირი პრობლემა არ
აქვს, როდესაც ადამიანი შრომობს. მას მიაჩნია, რომ ადამიანს რა პროფესიაც აქვს, იმით უნდა იმუშაოს. "ნაციონალების" კონცერტების წაყვანით ჩემს ურთიერთობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან არანაირი პრობლემა არ შექმნია. ძალიან ბევრი განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანის ღონისძიება წამიყვანია. იმ დროს, როდესაც "ნაციონალები" და "ოცნება" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, კახი კალაძის შვილის ნათლობა მიმყავდა. მე მგონი, ამაში ცუდი არაფერია.

-მაშინ ბევრი მომღერალი კითხვას სვამდა, წასულიყო თუ არა ამ ნათლობაზე...

-"ნაციონალური მოძრაობიდან" იყო რეპლიკები, რომ მომღერლები ნათლობაში არ მისულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პრობლემები შეექმნებოდათ და დაიბლოკებოდნენ. სხვათა შორის, ვინც მაინც მოვიდა, ძალიან დიდი შენიშვნები მიიღეს.

ყვითელი მაცნე

მე
24 ოქტომბერი 2013 22:51
გამაგებინეთ, რისი ჟურნალისტია ეს ალი, რა გააკეთა ჟურნალისტიკაში????????????
ina
02 ოქტომბერი 2013 13:12
ძალიან მაინტერესებს და გამეცით პასუხი!!! ჩემი მეუღლე რატომ გამოუშვეს სამსახურიდან,ისიც პატიოსნად შრომობდა და აკეთებდა თავის საქმეს იმ თანამდებობაზე,რომელზეც იყო. თუ შრომას აფასებს და ფულის შოვნა ყველას უნდა ხო? თუ შერჩევით ფასდება ზოგირთის ...  შრომა??? სხვისი დღე და ღამე სამსახურში ყოფნა რა მოსატანია. რომ გეკითხათ, სამსახურიდან არავის გაუშვებდნენ და ა.შ. ეგ კონცერტები, მე რომ წამეყვანა, ალბათ, ჩემი გადიდებული ფოტო ეკიდებოდა უკვე სადმე.
4+1=5
02 ოქტომბერი 2013 10:06
იცით რა ვერ გავიგე? როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ, თურმე ამათნაირებმა ნაციონალების დროსაც უნდა იმუშაონ, იმიტომ რომ თურმე ძალიან ნიჭიერები გონიათ თავები და ლამაზები და თან ფულიც უნდათ და ამასთან მერე გალაძღონ ნაცები და ოცნების მხარეს გადავიდნენ და ახლა იქ აიღონ ფულები, მერე სხვები მოვლენ და ახლა ამათ გალანძღავენ, რა კარგია ამათია ეს ცხოვრება რა, თანაც თურმე თუ 7-ჯერ გათხოვდები ეს ქრისტიანულია

რედაქტორის რჩევით