"საქართველოში ერთადერთი სტრიპტიზიორი მამაკაცი ვარ"
01-10-2013
"საქართველოში ერთადერთი სტრიპტიზიორი მამაკაცი ვარ"
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

დავით მატინოვი ძლიერი სქესის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც სტრიპტიზს ცეკვავს. ის უკვე 5 წელია, ერთ-ერთ სტრიპტიზბარში მუშაობს. პროფესიით მხატვარია, მაგრამ დიდი ხანია, არაფერი დაუხატავს.

- 25 წლის ვარ, 20 წლის ასაკში დავიწყე სტრიპტიზბარში ცეკვა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ფინანსური კრიზისის გამო გადავწყვიტე, უბრალოდ მომინდა სტრიპტიზის ცეკვა, მივედი სტრიპტიზბარში, გოგონებმა მასწავლეს ილეთები და უკვე ამდენი წელია, ამ საქმეს ვემსახურები. ძალიან მომწონს ეს საქმიანობა, მით უმეტეს, ერთადერთი მამაკაცი
ვარ საქართველოში, ვინც სტრიპტიზბარში მოცეკვავედ მუშაობს
და პროფესიონალია.

- კარგი ანაზღაურება გაქვს?

- მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ანაზღაურებით, რაც მაქვს, თუმცა თანხას ვერ დავაკონკრეტებ. არეული გრაფიკით ვცხოვრობ, დილის 5 საათამდე ვცეკვავ ბარში. მუდმივად ვზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე. სპეციალური ცეკვები მაქვს, რომელსაც ვასრულებს, მაგრამ ხანდახან იმპროვიზაციაც
არის საჭირო.

- ცნობილია, რომ ქართველი მამაკაცები ხშირად ჩუქნიან ფულს სტრიპტიზიორ გოგონებს, შენც გასაჩუქრებენ?

- ხშირად არის ასეთი შემთხვევები, მინდა აღვნიშნო, რომ ხელგაშლილი კაცები გვყავს საქართველოში. მოსწონთ ჩემი ცეკვა და გოგონებს ატანენ თანხას ჩემთან. უცხოელები კი ამ მხრივ უფრო გახსნილები არიან და სცენაზე მაყრიან ფულს, ამ მხრივ განსაკუთრებით დამამახსოვრდა აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი, უამრავი ფული შემომაყარეს სცენაზე ცეკვის დროს.

- ალბათ განსაკუთრებული ნომრების შესრულებაც გიწევს?

- კი, ხშირად მიწევს პრივატულად ცეკვის შესრულება როგორც მამაკაცების, ასევე ქალებისთვის. ეს გაცილებით ძვირი ღირს. ასევე მიწვევენ კორპორაციულ ღონისძიებებზე, სადაც ერთ ცეკვაში 300 დოლარს მიხდიან. თავიდან ღონისძიებაზე შევდივარ მეზობლის, სტუმრის ან კიდევ პოლიციელის სტატუსით, მერე ვიხდი და შორტებით ვცეკვავ სტრიპტიზს.

- ბოლომდე გაშიშვლებას ხშირად გთხოვენ?

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.
qartveli
10 ოქტომბერი 2013 17:34
პროსტა ერთი გამარკვიეთ რატო უნდა გაუჩნდეს კაცს სტრიპტიზიორი კაცისთვის ფულის ჩუქების სურვილი? მე ვერ გავიგე ესე რატო ხდება :D
tamar
09 ოქტომბერი 2013 13:37
გაიხარე ზუსტად ეგ უნდათ ქართველ კაცებს ქალების აზრი სუ რო კიდიათ მიხვდებიან ჩვენ რას ვგრძნობთ როცა სხვებს უყურებენ
tamar
08 ოქტომბერი 2013 00:10
ასეთი კაცები ბევრი უნდა იყოს საქართველოში ,და ყოველ პეხის ნაბიჯზე რომ იქნებ მაშინ მაინც მიხვდნენ ქარტველი კაცები ტუ როგორი შეურაცმყოპელია ქალისტვის სტრიპტისი,მათ თავიანთ ტავსე უნდა გამოსცადონ ეს სეურაცხოპა და მამაკაცის სხეულის მიმარტ მომხმარებლური დამოკიდებულება და იქნებ მაშინ მაინც დაპიქრდნენ...რომ სტრიპტისი რაც არუნდა ავხორცული სანახავი იყოს ის ,ადამიანის გირსების შეურაცმყოპელია

რედაქტორის რჩევით