შოთა ადამაშვილი: "25 წლის კაცი, რა, დებილი ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე?!" (ექსკლუზივი)
07-10-2013
შოთა ადამაშვილი: "25 წლის კაცი, რა, დებილი ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე?!" (ექსკლუზივი)
მაია დარსმელიძე: "თუ  "ახალ ხმაში" შოთა გაიმარჯვებს, მე დავამარცხებ ფორჩხიძეს!"

"ახალი ხმის" ხმაურიანი გარჩევები

ახალი ხმის" ახალი სეზონი დიდი აჟიოტაჟით დაიწყო. ქანთრის მომღერალმა შოთა ადამაშვილმა ჟიურის ოთხივე წევრი აღაფრთოვანა და მისი გადაბირების სურვილმა მწვრთნელების კონფლიქტი გამოიწვია. მომღერალმა დათო ფორჩხიძე აირჩია, ამით განაწყენებულმა მაია დარსმელიძემ კი უხამსი სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:

"იმის გამო, რომ კონკურსანტი ჩემს თიმში მინდო
და, და უმრავლესობაც ამაში მეთანხმებოდა, ზოგიერთმა დაბოღმილმა რამხელა ამბავი ამიტეხა. ყველაზე ცუდი მწვრთნელი დამარქვეს და არამუსიკოსი. თურმე დათო ფორჩხიძეა მსხვერპლი და მე მას ვძირავ. მართლა თქვენი დედა ...... მე კი არა, ხალხი რასაც წერს, ის ვერ აიტანეთ
და ვერ "მაპატიეთ", რომ უმრავლესობა ჩემ მხარესაა. თქვენ რა მუსიკოსობა უნდა შემიფასოთ, თქვე ტრაწიანო პეპლებო? სხვისი 20 წლის წინ გაკეთებული დღემდე გახსოვთ და ჩემს დღევანდელ ნამუშევარს შეგნებულად არ იმჩნევთ? ასე ვის ეშინია ჩემი, ამხელა (თავის ჭკუაში) "შავი პიარი" რომ ამიგორა?"


შოთა ადამაშვილი "კვირის პალიტრას" ესაუბრა: - არ ვთვლი, თავს ისეთ ძლიერ მომღერლად, რომ ჩემ გამო აჟიოტაჟი ატყდეს. სცენაზე დგომის ფუფუნება არ მაქვს. ხშირად ქუჩაში ვუკრავ...
მე ჩემი რეპერტუარი მაქვს. ვამბობდი, რომ თუ კონკურსზე ქანთრის არ მამღერებდნენ, მონაწილეობას აღარ მივიღებდი. პროდიუსერმა მითხრა, რომ მათი მოწოდებული სიიდან უნდა ამერჩია სიმღერა და შემდეგ ეტაპზე თუ გადავიდოდი, მეტი თავისუფლება მექნებოდა. ავირჩიე ლიონ რასელის  Song For You, კლასიკა, რომელიც უფრო სოულის ჟანრს მიეკუთვნება და ქანთრის სტილში მოვირგე.

- ჟიურის წევრებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. შენ დათო ფორჩხიძე აირჩიე, რომელიც დაგპირდა, რომ რაც გინდა, იმას გამღერებს. ეს რომ არ ეთქვა, ვისთან აპირებდი წასვლას?
- გადაწყვეტილება სპონტანურად უნდა მიმეღო. მე დათოს დამოკიდებულება მომეწონა. როცა მაია დარსმელიძე ამბობს, რომ მისი ტიპი ვარ და ზუსტად იცის, რას გავაკეთებთ ერთად, წამოდი ახლა, "ნაგლად" უნდა წაგიყვანო, უნდა დამნებდეო, ეს მესაკუთრეობის გამოვლინებაა. დათომ თქვა, ზრდასრული ადამიანია და თავად გადაწყვეტსო.

- ყველა ამბობდა, რომ დარსმელიძის ტიპის მომღერალი ხარ. მაიას სხვანაირად რომ ეცადა შენი გადაბირება, აირჩევდი?
- დათოს მიმართ ქასთინგამდეც სიმპათიით ვიყავი განწყობილი. რატომ ვარ მაიას ტიპის მომღერალი? მე ქანთრის მომღერალი ვარ, და გარდა საკუთარი თავისა, არავის ტიპაჟი არ ვარ, მათ შორის არც დათოსი.

- დათო შეგპირდა, რომ რასაც მოისურვებ, იმას გამღერებს, მაგრამ სწორად მიგაჩნია მომღერლისადმი მწვრთნელის ასეთი დამოკიდებულება?
- ეს არ ნიშნავს იმას, რომ მწვრთნელს არაფერს ვეკითხები. ეს არის თანამშრომლობა, დაახლოებით ასეთი: "მოდი, ერთად ვიფიქროთ და ავარჩიოთ საუკეთესო იმ რეპერტუარიდან, რაც შენ გინდა".  შეიძლება, მანაც შემომთავაზოს რამე. დათომ, ალბათ, ჩემში თავისუფლებისმოყვარე ადამიანი აღმოაჩინა, თავისუფალი ადამიანი კი სხვის აზრსაც სცემს პატივს.

- რას ფიქრობ დარსმელიძის აგრესიულ სტატუსზე?
- ამ სტატუსზე კომენტარიც დავუტოვე. ვუთხარი, თუ ის, როკ-ენ-როლის, ყველაზე თავისუფალი მუსიკის შემსრულებელი ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას პატივს არ სცემს, სათქმელი აღარაფერი მაქვს. ფაქტია, ის ჩემს გადაწყვეტილებას პატივს არ სცემს. ერთ წუთში კარგი ვარ და მერე, როცა სხვას ვირჩევ - ცუდი?! არჩევანის გაკეთების მერე ჟიურის წევრებს ხელიც კი ვერ ჩამოვართვი. სტეფანეც იმას იძახდა, მისი პრობლემა იქნება, მაიასთან თუ არ წავაო. მე, 25 წლის კაცი, რა, დებილი ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე?! 

- მაია ამ სტატუსით, ფაქტობრივად, დათოს დაუპირისპირდა. შენც ისეთი კომენტარი დაწერე, ამით თქვენც დაუპირისპირდით ერთმანეთს.  რას მოგიტანთ ეს?
- ჩემი აზრით, ეს მაიას კარგს არაფერს მოუტანს. მუსიკოსების საზოგადოებაში დაპირისპირება ძალიან სასაცილოა...

ჭორი გაავრცელეს, შოთას თურმე დათო ფორჩხიძის მეგობარი პედაგოგი ამზადებდა და არწმუნებდა, ფორჩხიძის გუნდში წასულიყოო. ვიღაც ქალმა დაწერა, ადამიანად არ ვარგიხარო. გული მწყდება, რომ თუნდაც ინტერნეტსივრცეში ასე იქცევიან ადამიანები. რა საჭიროა ეს ლანძღვა-გინება?! თავს უხერხულად ვგრძნობ. თუ დათოსთან წარმატებას ვერ მივაღწევ, დააბრალებენ იმას, რომ მაიასთან არ წავედი.

- კულისებში თუ შეხვდი მაიას?
- არა, ვერ მოვახერხე. რომ შევხვდები, მისთვის თვალებში ჩახედვის არ შემრცხვება, თუ თავად შერცხვება, ეს მისი საქმეა.

ჩვენ მაია დარსმელიძესაც დავუკავშირდით, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
- ფორჩხიძეს სულ სხვა მუსიკა და გათვლები აქვს და ჰყავს სულ სხვა ფავორიტები. თუ  "ახალ ხმაში" შოთა გაიმარჯვებს, მე დავამარცხებ ფორჩხიძეს! ამ სიტყვებში ქვეტექსტია და მას გამგები გაიგებს.

იხილეთ ვიდეო: "ახალი ხმის" კონკურსანტმა მწვრთნელებს ლამის მკვლელობა ჩაადენინა



ეკა აბაშიძე

mariko
15 ოქტომბერი 2013 13:17
ერთი რამე უდავოა,მიხარია და ბედნიერი ვარ ასეთი კარგი ნიჭიერი თაობა რომ გვყავს და საკუთარი აზრი როგორმე გაგვაჩნია, რომ შევაფასოთ ვინ ვინ არის, მთავარია გაიმარჯვოს ღირსეულმა,ამას ხალხი გადაწყვეტს
გიო
10 ოქტომბერი 2013 17:40
ღმერთო ჩემო!!! რა გოიმი,კეკელკა და სოფლელია ეს დარსმელიძე!
nino
09 ოქტომბერი 2013 01:08
hoda magas vambobdi...kulturis dabali donea,roca shiuris cevrebi,anu cevri tavxedi,rkebit mincoli da mzime pirovnebaa,dailia xelovani xalxi,sashishi tendenciaa sakartveloshi,kargi xelovani da pirovneba ver tavsdeba ertmanetshi.

რედაქტორის რჩევით