ჟანეტ ქერდიყოშვილი: ”შეიძლება გენო მალაზონიას მოვწონვარ, მაგრამ მე - არა”
08-10-2013
ჟანეტ ქერდიყოშვილი: ”შეიძლება გენო მალაზონიას მოვწონვარ, მაგრამ მე - არა”
"მის საქართველო” ჯანეტ ქერდიყოშვილი სულ ცოტა ხნის წინ უკრაინაში პროექტ "ხაჩუ ვ ვია გრუს” მონაწილე იყო, ქართველი მოდელის ასპარეზობა პოპულარულ ჯგუფ "ვია გრაში” მოსახვედრად წარმატებულად ვითარდებოდა, მაგრამ ბოლო ეტაპზე ჯანეტმა უკრაინაში დარჩენას თბილისში დაბრუნება არჩია და ახლა "იმედზე” გადაცემა "დღის შოუს” წამყვანია.

– გიღირდა "დღის შოუს” გამო ჯგუფ "ვია გრაში” მოხვედრის შანსის დაკარგვა?


– ყველა მეკითხება, "ვია გრას” "დღის შოუ” რატომ ამჯობინეო, გამახსენდა, როგორ მლანძღეს, როცა უკრაინაში ამ პროექტში მონაწილეობის
მისაღებად წავედი.
ყველა ინტერვიუში ვამბობდი, რომ ეს არ იქნებოდა გარყვნილი "რეალითი შოუ”, ეტყობა, რომ უყურეს, აზრი შეიცვალეს. იქიდან იმიტომ წამოვედი, რომ ოჯახის წევრებს არ უნდოდათ ამ შოუში დიდხანს ჩემი დარჩენა. როცა უკრაინაში ჩავედი თავიდან მივხვდი, რომ ფინალამდე მივიდოდი. ყაზახ და უკრაინელ გოგონასთან ერთად ძლიერი გუნდი
შევქმენი, მაგრამ ბოლოს მაინც წამოვედი საქართველოში. პიარისთვისაც კარგი იყო იმ პროექტში მოხვედრა, რადგან "მის სამყაროზე” მივემგზავრები რუსეთში.

***

– ჯანეტ, ამბობენ, რომ გენო მალაზონიას უყვარხარ...


– (იცინის). ეს აბსურდია. გენო მალაზონია მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი მოდის კვირეულზე. ია კიწმარიშვილმა გაგვაცნო ერთმანეთი. არც მას აქვს ჩემი ნომერი და არც მე - მისი. ალბათ იქ დაგვინახეს ერთად, აქედან აგორდა ეს ჭორები.

– ამბობენ, რომ გენომ უკრაინაში ჩამოგაკითხა და სიურპრიზებით შეეცადა შენი გულის მოგებას.

– არანაირი კონტაქტი არ გვაქვს ერთმანეთთან. შეიძლება მას მოვწონვარ, მაგრამ მე - არა. თუმცა ჩაკლული აქვს ალბათ ეს მოწონება გენოს, რადგან არაფერს გამოხატავს (იცინის).

– მოგწონს გენო მალაზონიას მსგავსი მამაკაცები?


– არ ვუყურებ გენოს, როგორც ჩემთვის სასურველ მამაკაცს, ამიტომ გენო მალაზონიას ვერც ვერავის შევადარებ (იცინის). ქალმა მამაკაცთან დაცულად უნდა იგრძნოს თავი. თავდაპირველად გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ურთიერთობაში მთავარია, მამაკაცი შინაგანად იყოს ძლიერი, მასთან ურთიერთობა კი - სასიამოვნო. უამრავი რამ დაიწერა ჩემს პირად ცხოვრებაზე, ამიტომ აღარ მინდა ამაზე საუბარი. თუ რამე მოხდება და ბედნიერი ვიქნები, პირველად თქვენ გაიგებთ ამას (იცინის).

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.


სალომე
14 ოქტომბერი 2015 18:55
ხალხო საიდან დაასკვენით რომ ოსია?თვითონ არ უთქვამს და თქვენ საიდან მოთხარეთ???საქართველოს დროშით მაინც არ გამოსულიყო ვიაგრაში...
grcxvenodes saqartvelo!!!
18 ოქტომბერი 2013 14:52
ოსი ოსიოო რო გაიძახით- ასეთი ''ოსები'' იყოთ არ გინდათ. სირცხვილი ქართველო ხალხო, სირცხვილი, მითუმეტეს ეს გოგო ქართველობს. გრცხვენოდეთ ასე როგორ დაეშვით, განა რა დაშავდა თუ ოსია?
.
14 ოქტომბერი 2013 20:02
ოსია

რედაქტორის რჩევით