მიშა ანდღულაძე საკუთარი შვილების ქალ ძიძას ითამაშებს
10-10-2013
მიშა ანდღულაძე საკუთარი შვილების ქალ ძიძას ითამაშებს
ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":

ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით ჰოლივუდური ფილმების ქართული ვერსიები ანუ ე.წ. რიმეიქები სარგებლობს. ამჯერად, ერთ-ერთ ასეთ ფილმზე "კომედი ჯგუფიც" მუშაობს. გადაღებებსა და სხვა სიახლეებზე "რუსთავი 2"-ის იუმორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ალეკო მალხაზიშვილს ვესაუბრე.

- ვიღებთ ახალ კომედიურ ფილმს და "გზა" პირველი ჟურნალია, სადაც ამის შესახებ დაიწერება. ამიტომ, გილოცავთ ექსკლუზივს! მოკლედ, "კომედი ჯგუფმა" გადაწყვიტა, შეაბიჯოს კინოინდუსტრიაში და გადაიღოს მხატვრული კომედია, რომელიც ცნობილი ამერიკული ფილმის - "მისის დაუტფაიერის" მოტივებზე იქნება
აგებული. ალბათ გახსოვთ ეს ფილმი, სადაც რობინ უილიამსის გმირი, შვილებთან ახლოს ყოფნის მიზნით, ქალის ტანსაცმელს ჩაიცვამს და მათი ძიძა გახდება.


***

- მთლად თქვენი იდეა არ არის - თქვენი "ძიძა" ხომ ამერიკული ფილმის რ
იმეიქია...


- ჰო, მაგრამ ერთი-ერთში გადმოტანილი არ არის. ჩვენ ჩვენი ხუმრობები გვაქვს. იმ ამერიკული ფილმიდან უბრალოდ, მოტივები ავიღეთ: მამა ქალივით გამოეწყობა და საკუთარი შვილების ძიძა გახდება... კინოინდუსტრიაში ჩვენი პირველი ნაბიჯები გახლდათ ფილმი - "პოკერი სიყვარულის წესებით", რომელიც სომხებთან ერთად "გავაკეთეთ" და კარგი გამოვიდა. უბრალოდ, სომხეთში უფრო "იმუშავა" ამ ფილმმა, რადგან მსახიობების ძირითადი შემადგენლობა სომხები იყვნენ. მისი საუნდტრეკიც პოპულარული გახდა. სხვათა შორის, ამ სიმღერას თბილისელი სომეხი ბიჭი - ერიკა ასრულებს, რომელიც ახლახან ერევანში გადავიდა საცხოვრებლად და წლევანდელი "ევროვიზიის" კონკურსზე სომხეთის სახელით გავიდა.

- "ძიძას" დავუბრუნდეთ. მასში რომელი მსახიობები მონაწილეობენ?

- მთავარ გმირს, რასაკვირველია, მიშა ანდღულაძე განასახიერებს, რადგან "კომედი შოუში" ეს ერთადერთი "ქალი" გვყავს. ასევე, მთავარ როლებში არიან: ქეთა ლორთქიფანიძე, ვანო ჯავახიშვილი, ვასო ფხაკაძე, ტრისტან სარალიძე... ფილმში აბსოლუტურად, ყველა ცნობილი იუმორისტი და "კომედი შოუს" წევრია დაკავებული.
***

- ბოლო დროს, თქვენგან წასული ყველა თანამშრომელი გიჩივით. თუ კარგები ხართ, რატომ გყავთ ამდენი მტერი?

- ვინც პირველია, ვინც რაღაცას აკეთებს, მას ყოველთვის ჰყავს მტერი! აბა, გადახედე ისტორიას. მთავარია, ჩვენ არავის მტრები არ ვართ.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.
Tina
10 ოქტომბერი 2013 16:39
ძალიან კარგები და ნიჭიერები ხართ და გამიხარდა ფილმს თუ გადაიღებთ, წარმატებებს გისურვებთ

რედაქტორის რჩევით