"რონალდოს საქართველოში ჩამოსვლის შეეშინდა"– ირინა შეიკის ქართველი მეგობარი (ექსკლუზივი)
11-10-2013
"რონალდოს საქართველოში ჩამოსვლის შეეშინდა"– ირინა შეიკის ქართველი მეგობარი (ექსკლუზივი)
ვინ სთავაზობდა ირინა შეიკს და რონალდოს სიღნაღში ჯვრის დაწერას

"ირინას უყვარს ჩვენებური სალათი, სულგუნი, ლავაში, წიწილა და ხინკალი."

"ირამ დამირეკა, რომანს იცნობო? კრისტიანო დაპატიჟა საქართველოში და ეშინია წასვლაო. იმ პირობით წავალთ, თუUშენც წამოხვალო"

"კრისტიანო ძალიან უბრალო და კარგი ბიჭია, სტუმართმოყვარე, მაგრამ ირა არის წყვილში წამყვანი"

გასულ ზაფხულს თბილისს ცნობილი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო და მისი მეგობარი მოდელი ირინა შეიკი სტუმრობდნენ. ისინი თბილისის და მოსკოვის ,,დინამოების" ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ. კრისტიანო საქართველოში ირინა
შეიკის დაჟინებული თხოვნით ჩამოვიდა, თავად ირინა კი, დიდი ხანია, ქართულ სამზარეულოზეა შეყვარებული. მას ქართველი მეგობარი, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი მამუკა ფიფია ქართულ სადილებს ხშირად თავადვე უმზადებს
. "კვირის პალიტრა" მამუკა ფიფიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.


მამუკა ფიფია:


-როგორ გაიცანით ირინა შეიკი?


-ირა გავიცანი მოსკოვში. 2006 წელს ,,მის ჩელიაბინსკი""
გახდა. ცოტა ხანი იქ მუშაობდა. მერე მოსკოვში ჩამოვიდა. აქ რომ დაინახეს, ყველა სააგენტო გაგიჟდა, ისე მოეწონათ. სწორედ მაშინ დავმეგობრდით.

-მას შემდეგ თქვენთან და თქვენს მეუღლესთან მეგობრობს?

-დიახ. ჩვენ ვმეგობრობთ, იმიტომ რომ მას აქვს ვაჟკაცური თვისებები. თუმცა, ირა და ჩემი მეუღლე მაკა უფრო მეგობრობენ, ერთმანეთთან ყოველთვის ,,ხაზზე" არიან.

-როგორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ცხოვრებაში, მეგობრებთან და როგორ ატარებს დროს?


-ცხოვრებაში ისეთივე ლამაზია, როგორიც ჟურნალსა და ტელეეკრანზე. რაც შეეხება მის ადამიანურ თვისებებს, ერთგული მეგობარი და უბრალო გოგონაა. როდესაც ერთად ვიკრიბებით, სადაც არ უნდა ვიყოთ, მაგრად ვერთობით. მაგალითად, ბოლოს მადრიდში რონალდოს დაბადების დღეზე ვიყავით. დიდებულად მიმიღეს, კარგი პატივი მცეს. ღამე მომშივდა, ორი თუ სამი საათი იყო, ყველას ეძინა. რონალდომ მაცივარი გააღო და ვივახშმეთ. ვფიქრობდი, მის დაბადების დღეზე რომ მივდიოდი, მთელი ესპანეთის და პორტუგალიის შოუბიზნესის ვარსკვლავები და ფეხბურთელები იქნებოდნენ. მარტო პეპე ყავდა ბავშვთან ერთად, მაგარი ძმაკაცები არიან. დანარჩენი სტუმრები დები, ძმები, დისშვილები, ძმისშვილები იყვნენ. ძალიან უბრალო და კარგი ბიჭია, სტუმართმოყვარე, მაგრამ ირა არის წყვილში წამყვანი.

-საერთო ბავშვის გაჩენას არ აპირებენ?

-ალბათ, ჯერ არა. ჯერ არ სცალიათ. ,,რეალმა ლიგა უნდა მოიგოს"" (იცინის).

-ჩვენ ვნახეთ ფოტო, სადაც სადილს უმზადებთ ირინას, ის გვერდით გიდგათ. რას უმზადებთ, რა სადილი უყვარს?

-ასეთი ფოტო ბევრია. ირა ,,გიჟდება" ჩვენს სამზარეულოზე. ძალიან უყვარს ჩვენებური სალათი, სულგუნი, ლავაში, წიწილა და ხინკალი. თბილისში რომ ვიყავით, რესტორანში წავედით და ყველაფერი გავსინჯეთ.

-საქართველოში ვიზიტით კმაყოფილი დარჩა?

- კი, ხალხი და ქვეყანაც ძალიან მოეწონა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ რომან ფიფიას, რომელმაც რონალდო და ირა საქართველოში დაპატიჟა. მაშინ ირამ მე დამირეკა, რომანს იცნობო? კრისტიანო დაპატიჟა საქართველოში და ეშინია წასვლაო. იმ პირობით წავალთ, თუ შენც წამოხვალო. მე ჩემი საქმეები მქონდა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი და წამოვედი.

-მათი საქართველოში სტუმრობა თქვენი დამსახურება იყო?

-ჩემი არა, ირასი. მადლობა ირას, მან დაითანხმა რონალდო.

-რონალდომ სოლიდური თანხა არ მიიღო ამ ვიზიტში?

-არა, ასეთ მიწვევებზე ფულს არ იღებენ. ფულზე ხომ ყველა წამოვიდოდა.

-ასე შეაყვარეთ ირინა შეიკს საქართველო?

-კი, რა თქმა უნდა. მახსოვს, დამირეკა და მითხრა, მოსკოვიდან ვერ ჩამოხვალ და მაშინ თბილისში შევხვდეთ ერთმანეთსო. კაი ახლა, მეკაიფები-მეთქი? მაშინ მომიყვა, რონალდოს ასეთი შეთავაზება აქვს და მისი მენეჯერიც უარს ამბობს კრისტიანოს საქართველოში წამოსვლაზეო. დილის 5 საათამდე ფიქრობდნენ. მოსკოვში 6 საათი იყო, რომ მომწერეს, მოვდივართო. ყველაფერი მოეწონათ და ორიოდე დღით დარჩენაც უნდოდათ, მაგრამ რონალდოს საბერძნეთში ელოდებოდნენ და უნდა წასულიყო. თბილისში, თვითმფრინავთან რომ მივედით, ირას გაახსენდა, სულგუნი, ლავაში, კიტრი და პომიდორი უნდა წავიღოო. საფრენ ბილიკზე მოუტანეს, უკვე თვითმფრინავში ვიყავით.

ვეუბნებოდი, წამოდით სიღნაღში დაგაოჯახებთ, ხომ გაქვთ პასპორტები-მეთქი. დამანებე თავი, სულ რატომ მათხოვებო.

-რატომ, არ აპირებს ოფიციალურად გათხოვებას?

-არ ვიცი მათი გეგმები ამის შესახებ, მაგრამ ტყუილია, რომ ამბობენ, პროექტიაო. არავითარი პროექტი არ არის. მათ ერთმანეთი უყვართ, ერთად ცხოვრობენ და უნდათ, რომ ერთად კიდევ უფრო დიდ დროს ატარებდნენ. რონალდოს ,,უტყდება"", რომ ირა უფრო დაკავებულია, ვიდრე თვითონ.

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)
misho
22 თებერვალი 2015 20:52
რონალდო ფულზე არ წასულა ზოგს რომ გონია, მაგრამ არ ჩასულა
Lasha
14 ოქტომბერი 2013 19:21
ბერია, პროფილზე )))
giga carche
14 ოქტომბერი 2013 11:47
მამუკა დიდი ქართველია,კიდევ არაერთ ვარსკვლავს ჩამოიYვანს გააცნოს საქართველო და ქართული კულტურა,გაიხარეეეეეე მამუკ.....

რედაქტორის რჩევით