"მე "ჰიუსტონიზაციას" ვახდენ ამ ქვეყანაში და სტეფანე და მაია პროგრესს ,,აწვებიან", ხომ?
13-10-2013
"მე "ჰიუსტონიზაციას" ვახდენ ამ ქვეყანაში და სტეფანე და მაია პროგრესს ,,აწვებიან", ხომ?
მაია დარსმელიძე და სტეფანე დათო ფორჩხიძეს უპირისპირდებიან. ,,ახალი ხმის" მწვრთნელები ბავშვებს ვერ იყოფენ და ერთმანეთს მათ გადაბირებაში ადანაშაულებენ. მაია დარსმელიძემ აგრესია კონკურსის მონაწილეებზეც გადაიტანა და საკუთარი ,,ფეისბუქის გვერდზე მათ ,,ღორები" უწოდა, საკუთარი თავი კი ,,მარგალიტად" მონათლა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი კონფლიქტის მეორე მხარეს, დათო ფორჩხიძეს ვთხოვეთ:

დათო ფორჩხიძე:

- გადავწყვიტე ეს ყველაფერი არ შევიმჩნიო და კომენტარები არ ვაკეთო. შოთა ადამაშვილმა დაიფიცა, რომ ფორჩხიძე პირადად არასოდეს ყავდა ნანახი. მეც ვიფიცები, რომ ჩემთან
წამოსვლა თვითონ გადაწყვიტა.


- მაია დარსმელიძე თქვენს პროფესიონალიზმს აყენებს ეჭვქვეშ?


- ეს მისი არჩევანი და საქმეა. დააყენოს, ბევრი ვიღაც აყენებს ჩემ პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ. ილაპარაკოს, რაც უნდა. საქართველოში ხომ ყველაფერში ჩაწყობა ელანდებათ და ეს ბავშვებიც ასე ამოვსვაროთ ტალახში? ერთმანეთს არ ვინდობთ და ახლა შოთა ადამაშვილს გადავეკიდოთ?
ის ერთი დღე გმირი იყო და მეორე დღეს დაიწყეს მისი დისკრედიტაცია და ლანძღვა. თურმე გადარჩნენ, რომ მაგათთან არ მივიდა..

-სტეფანეს და მაია დარსმელიძეს წინა კონკურსის დროსაც ქონდათ თქვენს მიმართ პრეტენზიები და დაძაბულობა სტუდიაშიც შეიმჩნეოდა.

- ისინი ამბობენ, რომ თურმე ჰიუსტონის გარდა, არავის არაფერს ვამღერებ და ცუდი მწვრთნელი ვარ. ვითომ მე ვარ მე-18 საუკუნის არტეფაქტი. თურმე მე ჰიუსტონიზაციას ვახდენ ამ ქვეყანაში და ისინი პროგრესს ,,აწვებიან". გჯერათ ეს? ჩემთან მოდის მზა პროდუქტი, მე არავის არაფერს არ ვამღერებ. ეს ბავშვები თვითონ ხდებიან ისინი, ვინც არინ და მე ამ დროს თურმე ვიფერებ ამას, დავდივარ ვტრაბახობ, ვიკვეხნი, რომ ჩემზე მაგარი არავინ არ არის და ა. შ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ ვტრაბახობ, არ ვიფერებ, არ ვიკვეხნი და არ დავბლატაობ. შოთა ადამაშვილისთვისაც თავმდაბლობა მე არ მისწავლებია. თვითონ ეს კაცი გამოვიდა და თქვა, არც მოველოდი ოთხივეს შემობრუნებასო. ის თვითონ არის ასეთი ადამიანი და თვითონ აკეთებს ამ განცხადებას. რადგან ფორჩხიძესთან წავიდა, ხომ ბოროტებასთან გააფორმა კონტრაქტი და სული გაყიდა.

- დიდი ხანია თქვენს შორის დაძაბულობაა და მათთან პირად საუბარში რატომ არ არკვევთ რა უნდათ?

- დღესაც ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, ხმამაღლაც ვესაუბრეთ ერთმანეთს, მაგრამ საჯაროდ ამას არ გავიმეორებ. ეს არის სეირი. მე არ მიყვარს, როცა 2 კაცი საჯაროდ, მთელი ერის სანახავად ლანძღავს ერთმანეთს. თუ ხალხი დაინახავს, რომ სუსტი ვარ, მოითხოვს იმას, რომ აი, დათო ფორჩხიძე ყელში ამოგვივიდა და წავიდეს, არც ეგაა პრობლემა, გენაცვალეთ, წავალ. წავალ, თუ მე ამ ბავშვებს არაფერს არ ვუკეთებ, ზომბები არიან და მათში არც შრომას, არც ენერგიას, არაფერს არ ვდებ, ისინი კი მაინც მაქებენ და მადიდებენ. ამტკიცებენ, რომ რუხი კარდინალი ვარ და რასაც მოვისურვებ, იმას გავაკეთებ. არ შეიძლება ზრდასრული ადამიანების ასე დებილებად, გონებასუსტებად და გონებაჩლუნგებად გამოყვანა, რომლებიც თურმე სხვის დაკრულზე ცეკვავენ და მათ რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ.

- როგორ ფიქრობთ, მაიამ თავის განცხადებაში ,,ღორებად"" ვინ ჩათვალა, მონაწილეები, საზოგადოება, ვინც შოუს ვუყურებთ თუ თქვენც - ჟიური?

- შემოგიტრიალებ კითხვას - შენ ნორმალურად მიგაჩნია მისი ეს განცხადება? მაგრამ ყველას თავის მხარდამჭერი ყავს. ზოგი მას ,,ულაიქებს"" და ეუბნება, რომ მართალი ხარ, ზოგი პირიქით ეუბნება, შეეშვით ამ ბიჭს, ეს ბავშვები თვითონ ირჩევენო და მერე მიდის მათი ჩაქოლვა და ასეთი რაღაცეები.

- საბავშვო ,,ახალი ხმის"" ჩაწერისას ბავშვები ამბობდნენ, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა მომღერალმა ანიშნა მაიას და სტეფანეს, რომელ ბავშვზე შებრუნებულიყვნენ, თქვენ ეს გამოგეპარათ?


- არ გამომეპარა, მეც ვიცი რაღაც-რაღაცეები, უბრალოდ არ ვამბობ, არ ვიწყებ ამის განკითხვას და ლაპარაკს. ცოტა ალოგიკურად მიმაჩნია, რომ თითქოს ისინი არიან ძალიან კეთილები და მე ვარ ბოროტი, რომ ისინი არიან ძალიან სამართლიანები და მე ვარ ყველაზე უსამართლო. ვინც ეს უნდა გადაწყვიტოს, ვინც ამაზე ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს, ეს არის საზოგადოება. თორემ მაია დარსმელიძეს ყოველთვის ეგონება, რომ თვითონ კარგია და მე ცუდი ვარ. მე კი მეგონება, რომ მე უკეთესი ვარ, ვიდრე მაია დარსმელიძე. სინამდვილეში ვინ ვინ არის, ეს არჩევანი ხალხის და საზოგადოების ხელშია. როცა საზოგადოება გადაწყვეტს, რომ მე უნდა ჩამოვშორდე ამ საქმიანობას და ამოვედი ყელში ჩემი წარმატებით და გამარჯვებებით, ამ შოუს აუცილებლად დავტოვებ. ამ შოუს გარეშე გვიცხოვრია მეც, მაიასაც, სტეფანესაც და ლელასაც.

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)
deme
13 ნოემბერი 2013 22:27
ვინც ამ როექტს აკეთებს იმათ საყურადღებოდ! ამოვიდა ყელში ამ ჟიურის სამი უზნეო წევრის( ვგულისხმობ ლელას, სტიოას და მაიას) ბოღმების ნახვა ყოველ შოუში.როდემდე ვუსმინოთ ამ ყველაფერს?ხომ შეიძლება ვისიამოვნოთ ნიჭიერი ხალხის სიმღერით? დათო ძალიან ღირსეული და ნიჭიერი ადამიანია, მისი ნამუშევარი ყოველთვის უმაგრესიააა!
ასტერ
10 ნოემბერი 2013 10:11
მაია ერთი ამბიციური ქალია. ძლივს იპოვა თავისი სტილი, დაბერდა ქალი და.... მე არც მაგას ვუსმენ :D დათოს პიროვნებასთან ვერ მივა და ამას ყველა ხედავს, ნუ სწერვობს მაინც! ეკა კვალიაშვილის არ იყოს, ვერ იმარჯვებენ და მერე იწყებენ საშინელებების ყრანტალს. ისედაც არ გვესიმპატიურებით და თავს მაინც ნუ |შეგვაძულებთ რაააა!!!!
natuka
31 ოქტომბერი 2013 18:34
რა მიკვირს იცით?ყველგან რატომ ვართ ასეთი აგრესიულები ადამიანები?არც ერთი მწვრთნელი არაა ჩემი ახლობელი,მაგრამ სტეფანეს და მაიას საქციელი მათზე უარყოფით განწყობას მიქმნის.დათო მეცოდება ხოლმე,თუ შემოტრიალდა სხვებთან ერთად,გიჟდებიან მის მოწოდებაზე,ვერ გავიგე,თვითონ პირი გაკერილი აქვთ?ამბობენ ყველაფერს რაც ნებავთ.სიძულვილს თავად თესავენ და ერიდებიან კონკურსანტები.წარმატების საფუძველი ადამიანური ურთიერთობებია და ეს თუ არ ექნებათ,რა თავში იხლიან მაიას???

რედაქტორის რჩევით