ვინ მოერევა: სტალონე თუ შვარცენეგერი?
17-10-2013
ვინ მოერევა: სტალონე თუ შვარცენეგერი?
ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოს მალე ფარდა აეხდება: კარიერაში პირველად, სილვესტერ სტალონე და არნოლდ შვარცენეგერი ფილმში ერთმანეთის მეტოქეებს ითამაშებენ. "გაქცევის გეგმა" ჰოლივუდური თრილერია, სადაც სლაი "კარგი ბიჭის" როლს თამაშობს, რომელსაც "ცუდი ძიები" მაქინაციების მეშვეობით ციხეში გამოამწყვდევენ, არნი კი მისი მტრულად განწყობილი, მაგრამ კარგი გულის თანასაკნელია.
"ამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ეკრანზე დაპირისპირების საშუალება კი მხოლოდ ახლა მოგვეცა. " - განაცხადა სტალონემ, არნიმ კი დასძინა, რომ ერთმანეთის გამოცდა უკვე წლებია სურთ,
მაგრამ "ახლაღა ეღირსათ."
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რომელი მოერევა, სტალონე თუ შვარცენეგერი, სტალონემ განაცხადა, რომ საბრძოლო სცენების გადაღებისას ორივეს გვარიანი ჯაფა დაადგათ. "ძნელია მის წინააღმდეგ რამე გააწყო, ის ძალიან "დიდი ბიჭია". ძალიან ძლიერია, ბოლოს და ბოლოს, 7-ზე გახდა მისტერ ოლიმპი, მაგრამ "რემბოსაც" ნუ ჩამოწერთ" -
განუცხადა სლაიმ ჟურნალისტებს.
al
31 ოქტომბერი 2013 21:26
აძინ აძინზე სტალონე მოერევა
magis dedac jack
21 ოქტომბერი 2013 14:23
girorgi მამაჩემმა უკვე დაარტყა და იმიტომაც არიან ორივენი ამერიკაში;)))
chuk norris
21 ოქტომბერი 2013 12:16
ვერ გავიგეეეე.... ვინ ვის მოერევაა...? ავტორმა რაღაც შეცდომა დაუშვა ხომ ამ კითხვაში. . . .?

რედაქტორის რჩევით