გიორგი კეკელიძე: ”ორგიები სტუდენტ გოგონებთან? ვერაფერს გეტყვით, ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა” - კვირის პალიტრა

გიორგი კეკელიძე: ”ორგიები სტუდენტ გოგონებთან? ვერაფერს გეტყვით, ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა”

"მეგობრებო რატომ ავრცელებთ ამ ვიღაც მინისტრი თუ პარლამენტარი ქალის ,,სექსის ამსახველ'' დაფარულ ცრუ თუ ნამდვილ კადრებს? რა ფეტიშია ეს? ან პირად წერილებად რატომ მიგზავნით? როგორ გაშინებთ ეს და გაფორიაქებთ ეს სექსი ასე, რომ სხვისი ცხოვრების უაპელაციო გამოქვეყნებას არ ერიდებით და ერთი სული გაქვთ, გაირკვეს, ვინ არის, რომ მერე იქირქილოთ - ,,მაგი სექსუალური ქალი, მაგი''. სირცხვილია”....- ეს სიტყვები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, საჯარო ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გამოაქვეყნა. …

*სურათზე: გიორგი კეკელიძე და მისი მეგობარი გოგონა - ლილე ლოლიშვილი

გიორგი კეკელიძე:

- რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია - რაღაც დაშიფრული სურათი წარწერით, თითქოს ის რომელიღაც მინისტრი ქალის სექსის კადრებს ასახავს. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ იქცა ამდენი ადამიანის აღტკინების თემად სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება. მესმის ცნობისმოყვარეობაც, მაგრამ ეს ყოველგვარ ფარგლებს ცდება - პირადი ცხოვრების არქონით გამოწვეულ კომპლექსების ნიაღვარს უფრო ჰგავს...

- თქვენ წერთ, რომ პირად წერილებშიც იღებთ მსგავს ინფორმაციებს...

- ცხადია, იმ ადამიანის სახელს არ გავამხელ, ვინც პირადში მომწერა. ეს იგივე იქნება, რასაც თვითონ აკეთებენ. მეკითხებოდნენ, ხომ არ იცნობო? ან რატომ უნდა ვიცნობდე ან რომ ვიცნობდე, რა იცვლება, ვერ გეტყვით...

- თქვენზე ვიკიპედიაში წერია:- პირადი და ოჯახური ცხოვრება:- ავტორის პირადი ცხოვრება ხშირად ხდებოდა პრესის განხილვის საგანი. განსაკუთრებით მისი მოკლევადიანი რომანები ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძესთან და მსახიობ ანა სანაიასთან. ამას ახლდა ნეგატიური ასპექტი: სოციალურ ქსელში და გაზეთებში, მას ხშირად ბრალს სდებდნენ ორგიების გამართვაში სტუდენტებთან. განსაკუთრებულ გაკვირვებას და გაღიზიანებას, საზოგადოების ტრადიციული წრეებში იწვევდა ის ამბავი, რომ გიორგი და მისი ძველი მეგობარი ნათია გულიაშვილი ისევ ერთჭერქვეშ ცხოვრობდნენ და თან სხვებთან რომანები ხმაურდებოდა. გიორგი კეკელიძემ ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ,,მინიატურები ნათია სვანიძეს მიუძღვნა. ეს უკანასკნელი მისი სტუდენტი აღმოჩნდა. ხშირად ამბობენ, რომ მიუხედავად წარმატებული დირექტორობისა, ასეთი იმიჯი მისი პოზიციისთვის შეუფერებელია. რას იტყვით ამაზე?

- რაც შეეხება ჩემს ორგიებს, სექსს სტუდენტ გოგონებთან ერთად და ა.შ., ეს უკვე მოძველებული თემაა. ადამიანი ზოგადად ჭორის მოყვარული არსებაა, ეს ბუნებრივია და მეც კი მისაუბრია სხვის ცხოვრებაზე. ამ მხრივ ქვას ვერავის ვესვრით. მაგრამ ამ ყველაფრის საჯარო სივრცეში გამოტანა, მანიპულირება და შანტაჟი უკიდურესი უმსგავსოებაა…

- თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა გიჭირავთ და არ ცდილობთ, პორნოვარსკვლავის იმიჯი აირიდოთ თავიდან?

- არა მგონია, მსგავსი იმიჯი მქონდეს და თუ ვინმე ასე აღიქვამს, მაშინ პორნოვარსკვლავებზე ძალიან სპეციფიკური წარმოდგენა ჰქონია... სხვის ნათქვამს მე ვერ გავაკონტროლებ. ეს მათი საქმეა. ხან ამბობდნენ, ნანიკოზე ძალიან უმცროსიაო, ხან ლილე ლოლიშვილზე (სურათზე) უფროსიო… იმის მიხედვით ხომ ვერ ავაწყობ ჩემს პირად ცხოვრებას, ვინ სად რას იტყვის. ჩემთვის მთავარია, მე რას ვაკეთებ იქ, სადაც ვმუშაობ. ამის იქით რას გავაკეთებ, ეს ჩემი პირადი სივრცეა და ადამიანები ამას უნდა მიეჩვიონ.

- იქნებ თავად უთხრათ საზოგადოებას სიმართლე თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ...…

- ცუდი გამოცდილების გათვალისწინებით ვერიდები ამ თემაზე საუბარს. თუმცა სოციალური ქსელით ადვილად დაადგენთ, რომ ამჟამად ურთიერთობა მაქვს იმ გოგოსთან, რომელთანაც ზემოთ მოგახსენეთ. ნიუანსები მგონი არ უნდა იყოს საინტერესო…

- ყბადაღებულ თემაზე – ორგიებზე რას იტყვით?

- ვერაფერს გეტყვით. ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა, მისი დადასტურება ან უარყოფა შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ფსევდოსაზოგადოებრივ აზრზე ზედმეტად ვარ დამოკიდებული...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)