გია ცინაძე ("მყუდრო"): "ძალიან კარგად ვიცი, რა არის ოჯახი და ალბათ, ამიტომაც არ მყავს!.." - კვირის პალიტრა

გია ცინაძე ("მყუდრო"): "ძალიან კარგად ვიცი, რა არის ოჯახი და ალბათ, ამიტომაც არ მყავს!.."

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":

"რუსთავი 2"-ის ეთერში ახალი სერიალი "ორი ნათია" დაიწყო. მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი "დები ღლონტები", თათული ედიშერაშვილი და თამუნა ნიკოლაძე ახლა ტიპურ ქართველ რძლებს ასახიერებენ. სერიალში დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდა გია ცინაძე, ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ცდილობს ყველას, ოჯახშიც და სამსახურშიც დაუმტკიცოს, რომ ჭკვიანი ბიჭია.

- გია ცინაძემ იცის, რა არის ოჯახი?

- ძალიან კარგად ვიცი, რა არის ოჯახი და ალბათ, ამიტომაც არ მყავს. კი არ გავურბივარ, უბრალოდ, მივიჩნევ, რომ სხვა პასუხისმგებლობაა და ტვინში უნდა ვიყო ამისთვის მზად. თავისით უნდა მოხდეს, 40 წლის ხარ და დროა, ცოლი მოიყვანოო, ასეთი რაღაცების არ მესმის. ფეხზე მყარად უნდა იდგე, ოჯახი გეყოლება თუ ველოსიპედი. ისე არ გამიგოთ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ.

- როგორი გოგონები მოგწონს, ნათიასნაირი ტიპაჟი შეიძლება მოგეწონოს?

- მე არა. სერიალში ჩვენი ოჯახი ტიპური ქართული ოჯახია, დედამთილისა და მამამთილისთვის ყურის დაგდება, ჭორაობა... ამ მხრივ აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა მაქვს. წყვილმა ცალკე უნდა იცხოვროს, ყველაფერი თავისთვის უნდა ჰქონდეთ და მათი მშობლები მათ ურთიერთობაში უხეშად არ უნდა ერეოდნენ. საბედნიეროდ, ისეთი ადამიანები ცხოვრობენ ჩემ გარშემო, რომ მსგავსი პრობლემები არ დგას, მაგრამ სადმე ასეთ ქართულ ოჯახებს რომ ვხედავ, ცოტა ვიბნევი, შოკში ვვარდები.

სტატია სრულად იხ. ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში.