მაია დარსმელიძე: "შეიძლება, ვიღაცას სერიოზულად ვანანო ჩემს წინააღმდეგ აგორებული "შავი კამპანია"
24-10-2013
მაია დარსმელიძე: "შეიძლება, ვიღაცას სერიოზულად ვანანო ჩემს წინააღმდეგ აგორებული "შავი კამპანია"
ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":

"შემოქმედისთვის მთავარია აკეთო ის, რაც გულით გიყვარს და არა ის, რაც სხვას უყვარს. როდესაც აკეთებ იმას, რაც გულით გინდა, მხოლოდ მაშინ გამოდის შენი ნაშრომი ნამდვილი და მას სხვებიც იყვარებენ", - ამბობს მუსიკოსი მაია დარსმელიძე, რომელიც პოპულარულ პროექტში "ახალი ხმა" მონაწილეობს და როგორც მწვრთნელი, შოუსთვის ენერგიას არ ზოგავს, მაგრამ მაინც, მაიას მისამართით ხშირად კრიტიკაც ისმის.

***

- როგორ გგონია, რომელი სიმღერით გაგიცნო ხალხმა?

- ის ნამუშევარი, რითიც ხალხმა
გამიცნო, იმდენად არ მომწონს, რომ ამ თემაზე ლაპარაკიც არ მინდა.
თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ ალანის მორისეტსაც აქვს ერთი-ორი მსგავსი მუსიკალური "ცოდვა" (იღიმის). კიდევ კარგი, მალე ჩემი პროექტის DVD გამოვა და მსმენელი ჩემს სათქმელს მიხვდება...

- ის, რასაც მღერი, არ არის "მასობრივი". შენს ადგილას, პოპულარობის
გამო, ბევრი გადაკვალიფიცირდებოდა, სხვა ჟანრში დაიწყებდა მუშაობას.


- სხვა ქვეყანაში რომ მეცხოვრა, სადაც მუსიკალური ბაზარი დიდია და ყველა მიმდინარეობას თავისი მსმენელი ჰყავს, ძალიან პოპულარული ჩემი რეპერტუარითაც ვიქნებოდი. საქართველოში "მასობრივი" მომღერალი რომ იყო, ისეთი მუსიკა უნდა "აკეთო", რომელსაც არასოდეს შევასრულებ. ფულის საშოვნელად სხვა პროფესიას, მაგალითად, ოფიციანტობას უფრო დავთანხმდები, ვიდრე კომერციული მუსიკის "კეთებას"...

- გული ხომ არ გწყდება, რომ საქართველოში დაიბადე?


- მხოლოდ იმიტომ მწყდება გული, რომ აქ კარგ მონაცემებს შენივე სფეროში მოღვაწე ადამიანები არ გპატიობენ და ცდილობენ, ყველანაირად შეგიშალონ ხელი. ერთმანეთის წარმატებით "დაგრუზვის" მაჩვენებლით გინესის რეკორდების წიგნში შესატანი ერი ვართ. საბედნიეროდ, სიკეთეც არსებობს და არის მიზეზები, რატომაც მიხარია, რომ საქართველოში დავიბადე.

- შენი მისამართით გამოთქმული ასეთი კრიტიკაც მსმენია: "ვის რა უნდა ურჩიოს, მაგის ნორმალურად ნამღერი არ მომისმენია"... როგორ ფიქრობ, შენი მისამართით რატომ ჩნდება ასეთი მოსაზრება?


- მგონია, რომ ასეთ რაღაცებს "კონკურენტები" ამბობენ ანუ ისინი, ვინც ჩემი მუსიკის პოპულარიზაციის შემთხვევაში, უბრალოდ შეიძლება, უმუშევრები დარჩნენ. ვისაც ჯანსაღი კონკურენცია არ შეუძლია და მუსიკით ვერ გეჯიბრება, იძულებულია, გაგლანძღოს. მათიც მესმის - უმუშევრობა ძნელია...

- რამ გამოიწვია შენსა და დათო ფორჩხიძეს შორის დაძაბულობა?

- ჯერჯერობით, კომენტარისგან თავს შევიკავებ. ძალიან ცუდად მეთამაშებიან და შეიძლება, ვიღაცას სერიოზულად და არგუმენტირებულად ვანანო ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული ეს "შავი კამპანია" და უკვე გინებით კი არ დავწერ სოციალურ ქსელში რაღაცებს, არამედ - ფაქტებით (იღიმის). ჩემი "უზრდელობით" გაოგნებულ ადამიანებს მინდა ვკითხო: ნუთუ არავის გაუჩნდა შეკითხვა, რატომ მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი ასეთ ამბებში გახვეული? რატომ არავინ იკითხა, რას შეიძლება გამოვეყვანე წონასწორობიდან ისე, რომ ასეთი მძაფრი სიტყვით "გამოვედი"? თუ ჩემს წინააღმდეგ მომართული ეს თითქმის ყოველდღიური ინტერვიუები გაგრძელდა, მეც მივცემ ერთ ვრცელ ინტერვიუს, ოღონდ - ამ ყველაფერს პრესკონფერენციის სახეს მივცემ.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.
tekla
27 ნოემბერი 2013 18:06
უკაცრავად მაგრამ მაგრად "მახატია" ეს ქართველი ხალხი,რომლებიც იმდენად ბნელები არიან,სანამ სხვა ქვეყანაში არ გადახვალ საცხოვრებლად ვერ მიხვდები კარგად,და ბედნიერი ვარ რომ საქართველოში არ ვცხოვრობ,რაც შეეხება ქართველ მომღერლებს,სასაცილოა რა,სად გვყვავს მომღერალი ადამიანებო,ძალიან რომ დავძაბო გონება შეიძლება რამოდენიმე გავიხსენო,რაც შეეხება მაიას მოდით ჯობია ქართველმა საზოგადოებამ სმენა გაიუმჯობესოს და უსმინონ მათ შორის მაიას,რაც გინდათ თქვით ამ ადამიანზე,მე პირადად არც კი ვიცნობ ასე ახლოს,მაგრამ იმას ნუ იტყვით რომ უნიჭოა მუსიკაში,ის ერთ-ერთი უძლიერესი მუსიკოსია ვინც კი ყავს საქართველოს და მოდით თავებს ნურავინ მოიტყუებს იმის ძახილით რომ მაია დარსმელიძე უნიჭოა,ტეხავს უბრალოდ,ის პირს აღებს და სასწაულ ბგერებს უშვებს,მოდით დაოკდით რაა.
marimrimri
06 ნოემბერი 2013 20:48
რა მოხდა არ ვიცი,მაგრამ ხალხო დათოს შეეშვით!!!!!რაც დათომ უკვე გააკეთა ქართული მუსიკისათვის ("სახეს" ვგულისხმობ)იმას ვერც ერთი მწრთვნელი ვერ შეძლებს, იმიტომ რომ.......რა საზიზღრობაა,როცა გინდა უსმინო სიმღეღებს და უსმენ "სამთა კავშირის" ღვარძლიან კომენტარებს და ბრძოლას დათოს წინააღმდეგ.მართლა რით აირჩიეს მაია გაუგებარია. წინა კონკურსებში მაიას "ჩემი სტილი არაა, რა ვიცი რა ვთქვაო" ამის გარდა არაფერი უთქვია და თუ ეგ კმარა, იმდენი ვართ მაგის მთქმელი, გაგიკვირდებათ. ისე რინგი თითქმის არ ვარგოდა, ისევ დათოს და ლელას ბავშვებმა ამოწიეს . სტეფანემ დაღუპა ბავშვები რეპერტუარით და" ორიგინალობით". ხარისხი ძალიან დაეცა სამწუხაროდ
Data
03 ნოემბერი 2013 21:20
ვის უნდა შეშურდეს შენი დარსმელიძე ხომ არ გარეკე. როგორი არ უნდა იყოს ქალი და მომღერლი.ნაცების დროს შენ და სწიპა როგორ მუსიკას აკეთებდით კომერციულს თუ არაკომერციულს და მაგრამ ა კლასს.

რედაქტორის რჩევით