”ალ პაჩინო ლექციებს მიკითხავდა...” - მონაკოს პრინცესას ქართველი ნათლია
”ალ პაჩინო ლექციებს მიკითხავდა...” - მონაკოს პრინცესას ქართველი ნათლია

ქართველ მსახიობსა და მომღერალს, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, უცხოელები თამი ადამსად იცნობენ.
ის 7 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და შესაბამისად, ბევრი უცხო ენაც იცის. მართალია, საქართველო მისი სამშობლოა, მაგრამ ქართულად ლაპარაკი ცოტა არ იყოს, უჭირს. სამაგიეროდ, ამბობს, რომ საქართველოს სხვა ”მიწაზე” არასოდეს გაცვლის
.

- ჰოლანდიიდან საცხოვრებლად რომელ ქვეყანაში გადახვედით?

- ჰოლანდიიდან შვეიცარიაში გადავედით. დიდხანს არც იქ გვიცხოვრია. სკოლა მონაკოში დავამთავრე. ამ ქვეყანაში უამრავი მეგობარი და ახლობელი ადამიანი შევიძინე. ახლო, მეგობრული
ურთიერთობა მქონდა მონაკოს პრინცესასთან. ჩვენ ლამის ერთად, დებივით გავიზარდეთ და ბოლოს დავნათესავდით კიდეც - მისი ნათლია გავხდი.


- ასეთი ახლო ურთიერთობა როგორ ჩამოგიყალიბდათ?
- ჩვენი მშობლები ახლობლობდნენ. მამაჩემსა და მამამისს მონაკოში საერთო ბიზნესი ჰქონდათ და აქედან გამომდინარე, ჩვენც დავვახლოვდით.

***

- ამერიკაში სწავლის პერიოდში ვინ
გაფინანსებდა?

- მოსკოვში ყოფნისას ფული საკუთარი შრომით დავაგროვე: სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი, კონცერტებიდანაც მქონდა შემოსავალი და ა.შ. მაგრამ ცხადია, ამერიკაში მყოფს მშობლები და მეგობრებიც მეხმარებოდნენ... ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ძალიან კარგი სტუდენტობა მქონდა, ყოველი დღე სასიამოვნო და შთამბეჭდავი გახლდათ... უნივერსიტეტი, რომელშიც ვსწავლობდი, მსოფლიოში ცნობილ ბევრ მსახიობს აქვს დამთავრებული. ლექციებს მიკითხავდნენ პედაგოგები, რომლებიც მერილინ მონროს, ალ პაჩინოსა და რობერტ დე ნიროს ასწავლიდნენ მსახიობის ოსტატობას. თავად ალ პაჩინოც მიკითხავდა ლექციებს. ის ნიჭიერი და ძალიან საინტერესო ადამიანია. უნივერსიტეტში ტომ კრუზი და ანჯელინა ჯოლის მამაც გვესტუმრა და სასწავლებლის გვერდით არსებულ კაფეში ყავაც კი დავლიე მათთან ერთად. სუპერმარკეტებში ხშირად ვხვდები ლეონარდო დი კაპრიოს. აქ ძალიან კარგი ხალხია, მაგრამ მათ ქართველებს ვერ შევადარებ: საქართველოში ხომ სამაგალითო მეგობრობა და სიყვარული იციან!

ჟურნალ "გზის" არქივი
nino
02 ნოემბერი 2013 23:08
საიდან გამოტყვრებიან ეს სიზმარა ხალხი,ნეტავი გამაგებინა რა. მარიაჟობა რომ სისხლში აქვთ გამჯდარი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები