ბელუჩი - არავითარი ტელმანი, ჩემი გული თავისუფალია!
31-10-2013
ბელუჩი - არავითარი ტელმანი, ჩემი გული თავისუფალია!
პლანეტის ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალბატონმა მონიკა ბელუჩიმ თავის ფრანგ მეუღლესთან, მსახიობ ვენსან კასელთან საბოლოოდ განშორების შემდეგ ჭორებთან დაკავშირებით პირველი განმარტება გააკეთა. საქმე ეხება მის ურთიერთობას რუს მილიარდერ ტელმან ისმაილოვთან. ბელუჩიმ ტელმანი თურქეთში გაიცნო, სადაც 600-მდე VIP-სტუმართან ერთად ტელმანის სასტუმრო ”მარდან პალასის” გახსნის ცერემონიაზე იყო მიწვეული.
მონიკამ იტალიურ გამოცემას კატეგორიულად განუცხადა, რომ არავითარი რომანი ისმაილოვთან ”არ ჰქონია და არც შეიძლებოდა ჰქონოდა”. სუპერვარსკვლავის თქმით, ვენსანთან 26 აგვისტოს ოფიციალურად განქორწინების შემდეგ იგი დროს ქალიშვილებს
- დევასა და ლეონი კასელებს უთმობს, მის ცხოვრებაში ამჟამად არავითარი მამაკაცი არ არსებობს და მისი გული ”თავისუფალია”...
m
13 ნოემბერი 2013 12:35
აბა ბუბა კიკაბიძეს მოეჩვენა? ის ხომ ტყუილს არასდროს არ ამბობს :-)
სუფსისპირელი
11 ნოემბერი 2013 16:15
თქვენ აშენდით - არ მომეშვა გულზე?
zura
10 ნოემბერი 2013 13:55
დავწყნარდი...

რედაქტორის რჩევით