"კალაძის შუბლზე სიამოვნებით ვიმუშავებდი"- ცნობილი ქართველები და მათი პლასტიკური ოპერაციები - კვირის პალიტრა

"კალაძის შუბლზე სიამოვნებით ვიმუშავებდი"- ცნობილი ქართველები და მათი პლასტიკური ოპერაციები

არქივი, სტატია გამოქვეყნებულია 2013-11-02

"სააკაშვილის შეშუპებულ სახეს უფრო უძილო ღამეს და სტრესს მივაწერდი, ვიდრე ბოტოქსს"

"ბატონ ბიძინას გადაღლილი სახე აქვს, ძალიან უფერულია და ბიორევიტალიზაცია სჭირდება"

"ნინა წკრიალაშვილი პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია."

პოპულარულ ქართველებს პლასტიკური ოპერაციების და სხვა მსგავსი პროცედურების ჩატარება ჩვევად ექცათ. ბევრი მათგანი პლასტიკური ქირურგიის ცენტრებს უკვე სისტემატურად სტუმრობს. მათი ნაწილი გარეგნობაში შეტანილ ცვლილებებს მალავს და ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებია, ბევრი ცნობილი სახე კი გულახდილობას ამჯობინებს და ბოტოქსის მუდმივ გამოყენებას არ უარყოფს.

მათი გარეგნობის საიდუმლოებებს ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ა. ქ. გვიმხელს:

-საქართველოში ბევრი ამბობს, რომ ნატურალურები და ბუნებრივები არიან. როდესაც ადამიანი იცინის, ადვილია გამოიცნო, თუ რა აქვს გაკეთებული. ვისაც ბოტოქსი თავად აქვს, სხვას მიმიკის მიხედვით ადვილად შეამჩნევს, ეს პროცედურა სახის რა ნაწილში აქვს ჩატარებული.

ახლა ადგილობრივ შოუბიზნესში ძალიან პოპულარულია აპტოსის ძაფებით სახის აწევა-აქაჩვა. ეს პროცედურა ოპერაციის და ნარკოზის გარეშე მიმდინარეობს და რამოდენიმე წუთს გრძელდება. მათ მეორე დღესვე შეუძლიათ ტელეეკრანზე გამოჩენა. ამ მეთოდს ბევრი ტელეწამყვანი მიმართავს.

ჩვენს რესპოდენტს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლების გარეგნობის პლასტიკური საიდუმლოებების გამხელა ვთხოვეთ და ისიც არ დაგვზარდა. მაშ ასე:

შორენა ბეგაშვილიერთადერთი პრობლემა ტუჩებია. რამდენიმე წლის წინ ტუჩები ცუდი გელით გაიკეთა და ეს ეფექტი მთელი ცხოვრება დარჩა. აიღეთ მისი რამდენიმე წლის წინანდელი ფოტოები და ახლანდელს შეადარეთ,ყველამ კარგად იცის, რა იყო მანამდე და რა არის ახლა. მან ამ ეფექტს აპარატების მეშვეობით მიაღწია.

ია ფარულავა არის ესთეტიკური მედიცინის კულტურის ეტალონი, რადგან მას არასოდეს თავი იქამდე არ მიყავს, რომ ოპერაცია დასჭირდეს. რამდენადაც ვიცი, ბოტოქსს 25 წლის ასაკიდან იკეთებს და არც მალავს. ახლა 45 წლისაა და ნახეთ რა მშვენივრად გამოიყურება. ია ნატურალურად ლამაზი ჩანს, მას მიმიკა უმუშავებს, წარბები მოძრაობს.

მაკა ასათიანი ძალიან ლამაზია, მაგრამ უკვე ბუნებრივად აღარ გამოიყურება. ქირურგების მიერ საზღვარი დელიკატურად უნდა იყოს დაცული. ასევე უნდა დაიცვან სიმეტრია. კარგი ნამუშევარი მაშინ არის, როცა ვერავინ გამჩნევს რა გაქვს გაკეთებული.

ნინა წკრიალაშვილი - პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია. მე დავინტერესდი და მისი ძველი ფოტოები ვნახე. მას იმდენად ლამაზი სახე ქონდა, მისი მთლიანად შეცვლა ასეთი შედეგით ნამდვილად პლასტიკური ქირურგიის სრული ფიასკოა. ის ნამდვილად მსხვერპლია.

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ვერ გამოიცნობ, რა შედეგი გექნება. ნინამ ყველაფერი გააკეთა, კარგ სპეციალისტთან წავიდა, მაგრამ არ გაუმართლა. მისი თვალების ოპერაცია იმდენად წარუმატებლად დასრულდა, რომ ნინა თვალებს ბოლომდე ვერ ხუჭავს. ეს უდიდესი პრობლემაა, საშინელებაა, რადგან თვალის მიდამოებში ქსოვილი იმდენად ფაქიზია, ოპერაციის გაკეთება ბევრჯერ ვერ ხერხდება. ეს გამოუსწორებელი პრობლემაა და ნინა რეალურად დაემსგავსა ზვერევს...

-როგორები იქნებიან ქართველი ვარსკვლავები 20 წლის შემდეგ? ბევრი უცხოელი ვარსკვლავი ფოტოზე ხშირი პლასტიკური ოპერაციისა და ბოტოქსის შედეგად დამახინჯებულა...

-ვინც პლასტიკური ოპერაციის ან ბოტოქსის შედეგად დამახინჯდა, ამ მდგომარეობამდე წარუმატებელი ჩარევის შედეგად მივიდა. ყველანაირი ჩარევა ხარისხიანი პრეპარატების გამოყენებით უნდა მოხდეს. დაბალფასიან ბოტოქსს და არაკვალიფიციურ სპეციალისტს ადამიანის გარეგნობა აგრესიულ მიმიკამდე მიჰყავს და მას გართულებები მოსდევს. წესით, სახე ბოტოქსით ერთ ან ორ შპრიცზე მეტით არ უნდა შეავსო. ბევრს 6 შპრიცი შეყავს.

-უცხოური პრესა ბევრს წერს აზერბაიჯანის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას პლასტიკური ოპერაცებით გატაცებაზე...

-მეჰრიბან ალიევას სახის კანზე უმაღლესი დონის პროფესიონალები მუშაობდნენ და შედეგიც აშკარაა. ასევე ბრწყინვალედ აქვს ტუჩები გაკეთებული, ესეც აშკარაა. მე ძალიან მომწონს მისი პლასტიკური ქირურგია.

რაც შეეხება უცხოელებს, აი, მაგალითად, მონიკა ბელუჩის არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს. მას ემჩნევა, რომ არაფერი აქვს გაკეთებული. მხოლოდ ინექციებს იკეთებს. ამ მეთოდით სახეში შპრიცის მეშვეობით ვიტამინები შეყავთ. ის როგორც გამოიყურება ფოტოებზე - ფოტოშოპია. ნახეთ პაპარაცების მიერ გადაღებული მოულოდნელი სურათები, მონიკას სახე უკვე მოშვებულია. მან აუცილებლად უნდა დაიწყოს უფრო სერიოზული პროცედურები და შეინარჩუნოს ის სილამაზე, რაც აქვს.

პლასტიკური ოპერაციის და ბოტოქსის გაკეთება მამაკაცებშიც დამკვიდრდა. ილვიო ბერლუსკონი არ მალავს, რომ ოპერაციებს იკეთებს - მუდმივად იჭიმავს სახეს.

ვლადიმერ პუტინმა გაიკეთა ბლეფაროპლასტიკა ანუ ქუთუთოების ქირურგიული კორექცია, ლოყები ბოტოქსით შეივსო, ასაკობრივი ნაოჭები გაისწორა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ის გაბრაზდა და ჩხუბი ვერ შეძლო, მიმიკა ვერ აამოქმედა. ის ქვეყნის პირველი პირია და რატომ არ უნდა გაიკეთოს. ნახეთ მისი 12 წლის წინანდელი ფოტოები და შეადარეთ ახლანდელ სურათებს. როგორი გარეგნობა ჰქონდა მაშინ და რა მამაკაცურია ახლა. პლასტიკური ქირურგია და და ესთეტიკური პროცედურები მამაკაცებშიც უკვე კულტურად იქცა.

-ქართველი მამაკაცი პოლიტიკოსები მოგმართავენ პლასტიკის ან ბოტოქსის გასაკეთებლად?

-ბევრი პოლიტიკოსი მამაკაცი მაკითხავს, მაგრამ მათი დასახელების უფლება არ მაქვს. მიხეილ სააკაშვილს ჩვენთან არაფერი აქვს გაკეთებული და არც ეტყობა. მის ზოგჯერ შეშუპებულ სახეს უფრო უძილო ღამეს და სტრესს მივაწერდი, ვიდრე ბოტოქსს.

ბიძინა ივანიშვილი არ მგონია, რამეს იკეთებდეს. მისი სახე ნამდვილად არ ჰგავს "გაკეთებულს", მაგრამ სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან, რადგან აშკარად სჭირდება. მის გარეგნობაში რამდენიმე სახის კორექტივს შევიტანდი. გარკვეული კორექცია მის სახის კანს გამოასწორებდა და მოუხდებოდა. ბატონ ბიძინას გადაღლილი სახე აქვს, ძალიან უფერულია და ბიორევიტალიზაცია სჭირდება. ვიტამინებს, მეზოთერაპიას ან რაიმე ამდაგვარ პროცედურას გავუკეთებდი.

კახი კალაძის შუბლზე სიამოვნებით ვიმუშავებდი და მას ბოტოქსს გავუკეთებდი. შუბლის შუა ნაწილში მას უკვე ნაოჭი აქვს. კახის თვალის ქვემოდან ქუთუთოების გრიჟა აქვს. ეს საშინელი ბალიშები აუცილებლად ოპერაციის მეშვეობით უნდა მოიშოროს. ის ბოლო დროს ბევრად უფრო ასაკოვნად გამოიყურება.

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)